ბიზნესში სამართლებრივი დავა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით წარმოიშვას. მაგალითად, ხელშეკრულების შეუსრულებლობის, თანხის გადაუხდელობის, პარტნიორებს შორის უთანხმოების გამო. დავის მოგვარება შესაძლებელია მოლაპარაკებით, არბიტრაჟით, მედიაციით ან სასამართლოს გზით. არჩევანი დამოკიდებულია დავის შინაარსზე, ხელშეკრულების პირობებსა და მხარეთა ინტერესებზე.
მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის შერჩევა. ასევე, ისეთ გუნდთან პარტნიორობა, რომელთა იურიდიული მომსახურება შესაძლო რისკებისგან დაგიცავთ.
ის, რაც უნდა იცოდეთ:
- დავის დაწყებისთანავე მნიშვნელოვანია ხელშეკრულებისა და შესაბამისი დოკუმენტების გადამოწმება;
- დავის მოგვარება შესაძლებელია სასამართლოს გარეშე – მოლაპარაკების გზით;
- არბიტრაჟი მხარეებს დავის კონფიდენციალურად განხილვის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო პროცედურა შესაბამისი საარბიტრაჟო წესებით განისაზღვრება.
როგორ იწყება სამართლებრივი დავები ბიზნესში?
ბიზნესში დავის მიზეზი ხშირად ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაა. მაგალითად, ერთმა მხარემ შეიძლება ვერ შეასრულოს შეთანხმებული ვალდებულება, დააგვიანოს გადახდა ან სხვაგვარად დაარღვიოს შეთანხმებული პირობები. ასეთ შემთხვევაში იურიდიული მომსახურება შეიძლება მოიცავდეს ხელშეკრულების, მიმოწერისა და სხვა მტკიცებულებების შეფასებას და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას.
რა ტიპის დავები გვხვდება ბიზნესში?
ბიზნესში დავები რამდენიმე ძირითადი მიზეზით წარმოიშობა. ესენია:
- ხელშეკრულების დარღვევა – როდესაც კონტრაჰენტი არ ასრულებს შეთანხმებულ პირობებს ან ვადებს არ იცავს;
- გადაუხდელობა და დავალიანება – მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების საფასურის გადაუხდელობა;
- პარტნიორთა შორის უთანხმოება – წილების გადანაწილებასთან, მართვასთან ან დივიდენდებთან დაკავშირებული შიდა დავები;
- კონტრაჰენტთან უთანხმოება – ხარისხთან, მიწოდების პირობებთან ან მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული პრეტენზიები.
დავის მოგვარების სამი ძირითადი გზა
კომპანიებს დავის გადასაჭრელად სამი ძირითადი სამართლებრივი ინსტრუმენტი აქვთ. ახლა თითოეულ მათგანს უფრო დეტალურად მომოვიხილავთ.
- მოლაპარაკება და პრეტენზიის წერილი: ეს არის ყველაზე სწრაფი გზა. იურისტები ადგენენ ოფიციალურ პრეტენზიის წერილს, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი მოთხოვნები და სამართლებრივი საფუძვლები;
- არბიტრაჟი: თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია არბიტრაჟის დათქმა, დავას განიხილავს კერძო არბიტრაჟი. ეს პროცესი უფრო სწრაფია, ვიდრე საერთო სასამართლო;
- სასამართლო: როდესაც შეთანხმება ვერ ხერხდება, იწყება სასამართლო დავა. ეს პროცესი მოიცავს სამ ინსტანციას და მოითხოვს მკაცრ საპროცესო შესაბამისობას.
რა როლი აქვს იურისტს დავის დროს?
დავის შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბოლოო მოთხოვნის ჩამოყალიბება, არამედ დოკუმენტებისა და მტკიცებულებების დროული შეფასება.
აღსანიშნავია, რომ IBCCS TAX Georgia-ს იურიდიული გუნდი მუშაობს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, სასამართლოში წარმოადგენს კლიენტების ინტერესებს, აანალიზებს ხელშეკრულებებს და აფასებს სამართლებრივ რისკებს.
როგორ შეიძლება დავის პრევენცია – რა უნდა ეწეროს ხელშეკრულებაში?
დავების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია ხელშეკრულების სწორად შედგენა. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა გაიწეროს მხარეთა უფლება-მოვალეობები, პირგასამტეხლოს ოდენობა და დავის გადაწყვეტის მექანიზმი.
კომპანიის დაფუძნებისას პარტნიორებმა წინასწარ უნდა შეათანხმონ ბიზნესის მართვის წესები. ასევე, უცხოელი დამფუძნებლებისთვის მნიშვნელოვანია საემიგრაციო სერვისები და სამართლებრივი გარანტიები. გაითვალისწინეთ, რომ ბიზნესის რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება, როდესაც რეესტრიდან ელექტრონულ ამონაწერს მიიღებთ.
დავის წარმოშობისას კი პირველი ნაბიჯია იურიდიული კონსულტაცია, რათა შემდგომი სტრატეგია სწორად განისაზღვროს. IBCCS TAX Georgia-ს იურიდიული მომსახურება იცავს ბიზნესს ფინანსური დანაკარგებისგან.
გსურთ თქვენი ბიზნესის სამართლებრივი დაცვა? დარეკეთ ნომერზე: +995 32 24 24 837 და დაჯავშნეთ კონსულტაცია.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ გვარდება სამართლებრივი დავა სასამართლოს გარეშე?
დავების მოგვარება შესაძლებელია პრეტენზიის წერილის გაგზავნით, მოლაპარაკებებით, არბიტრაჟით ან მედიაციის გზით.
რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა, თუ კონტრაჰენტი ხელშეკრულების პირობებს არღვევს?
პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხელშეკრულებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გადამოწმება. ამის შემდეგ შესაძლებელია მოლაპარაკების დაწყება, წერილობითი მოთხოვნის გაგზავნა ან დავისთვის შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის არჩევა.
რატომ არის მნიშვნელოვანი არბიტრაჟის დათქმა ხელშეკრულებაში?
ხელშეკრულებაში არბიტრაჟი დავის განმხილველ ორგანოდ შესაბამისი წესების მიხედვით უნდა გაიწეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არბიტრაჟი არ მიიღებს საქმეს წარმოებაში და არ განიხილავს მას.







