ნუქსი – ფრანგული სილამაზის საიდუმლო თქვენი კანისთვის

ნუქსი ფრანგული პრემიუმ ბრენდია, რომელიც კანისა და თმის მოვლისთვის მრავალფეროვან საშუალებებს ქმნის. მის ასორტიმენტში შეხვდებით მრავალფუნქციურ ზეთებს, სუნამოებსა და სასაჩუქრე ნაკრებებს. თითოეული მათგანი განსხვავებულ საჭიროებას პასუხობს. არჩევანი შეგიძლიათ პირადი გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით გააკეთოთ. მთავარია, რომ ამ ბრენდის არჩევით ხარისხიან პროდუქციას შეიძენთ. 

ნუქსი – ფრანგული პროდუქცია ყოველდღიურ რუტინაში

ბრენდის პროდუქტები სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა. ასორტიმენტშია როგორც მსუბუქი, ყვავილოვანი არომატები, ისე უფრო თბილი და ინტენსიური კომპოზიციები. მრავალფუნქციური ზეთები კი ბევრი ადამიანის ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი ხდება. 

ნუქსის სუნამო – ნაზი ყვავილოვანი სურნელი თუ ინტენსიური არომატი?

ნუქსს სხვადასხვა სურნელის სუნამო აქვს. ფლორალური სუნამო მსუბუქი და ნაზი კომპოზიციით გამოირჩევა. მასში გრეიპფრუტის, მაგნოლიისა და თეთრი მუშკის ნოტებია გაერთიანებული. სუნამოს შემადგენლობაში არსებული ინგრედიენტების 89% ბუნებრივი წარმოშობისაა. 

აღსანიშნავია, რომ Prodigieux Le Parfum უფრო ტკბილი და თბილი არომატით გამოირჩევა. მის კომპოზიციაში მაგნოლიის, ვანილისა და ნარინჯის ყვავილის ნოტებია. ფორმულა 88%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს შეიცავს.

მამაკაცებისთვის განკუთვნილი Men Boost განსხვავებული ხასიათისაა. ღვიისა და გრეიპფრუტის ნოტებს შავი წიწაკის პიკანტური არომატი ემატება.

სასურველი ნუქსი სუნამო თქვენი გემოვნების შესაბამისად აარჩიეთ. 

მრავალფუნქციური ზეთები კანისა და თმის მოვლისთვის

ნუქსის მშრალი ზეთი პრაქტიკული საშუალებაა მათთვის, ვისაც მოვლის რუტინის გამარტივება სურს. ბრენდის ასორტიმენტშია როგორც კლასიკური, ისე ყვავილოვანი სურნელის მქონე ზეთები. ზოგი მათგანი კანს ნაზ ბზინვარებას ანიჭებს.

არჩევისას გაითვალისწინეთ პროდუქტის დანიშნულება. შეამოწმეთ, კანისთვისაა  განკუთვნილი, თმისთვის თუ ორივე შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენება. 

როგორ გამოვიყენოთ მრავალფუნქციური მშრალი ზეთი?

მშრალი ზეთის ერთ-ერთი უპირატესობა მისი მრავალმხრივი გამოყენებაა. Huile Prodigieuse-ის კლასიკური და ფლორალური ვერსიები სახის, სხეულისა და თმის მოვლისთვის არის განკუთვნილი. გამოყენების წესი სასურველი შედეგის მიხედვით იცვლება.

სახეზე ზეთის მცირე რაოდენობა დაიტანეთ და ნაზი მოძრაობებით გადაანაწილეთ. სურვილის შემთხვევაში, რამდენიმე წვეთი ხელისგულზე შეურიეთ დამატენიანებელ კრემს. ასე ორივე პროდუქტის გამოყენებას ერთ რუტინაში შეძლებთ.

სხეულზე ზეთი წრიული მოძრაობებით გადაინაწილეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მშრალ უბნებს, მაგალითად ფეხებსა და ხელებს. მისი გამოყენება შხაპის შემდეგაც შეგიძლიათ, ოდნავ ნოტიო კანზე.

თმის მოვლისას ზეთის მცირე რაოდენობა ხელისგულებზე გაათბეთ და სიგრძესა და ბოლოებზე გადაინაწილეთ. ამ გზით თმას სირბილესა და მოვლილ იერს შესძენთ. ინტენსიური მოვლისთვის მისი გამოყენება თმის ნიღბადაც შეიძლება, შამპუნით დაბანამდე.

ზეთის შერჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი კანისა და თმის მდგომარეობა. თუ მსუბუქი ტექსტურა და ნაზი ბზინვარება გსურთ, მშრალი ზეთი გამოიყენეთ. 

ნუქსი ნაკრები – მოვლის საშუალებები ერთ შეფუთვაში

სასაჩუქრე ნაკრებში რამდენიმე მოვლის საშუალებაა გაერთიანებული. ის კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც საყვარელი ადამიანის კანისა და თმის მოვლის პროდუქტებით გახარება სურს. 

SUN სამოგზაურო ნაკრები მზიანი სეზონისა და მოგზაურობისთვისაა განკუთვნილი. მასში შედის SPF50 სახის კრემი, SPF50 მზისგან დამცავი სპრეი და მზის აბაზანების შემდეგ გამოსაყენებელი დამამშვიდებელი ლოსიონი.

ზეთის, Prodigieux შამპუნისა და Reve de Miel ტუჩის ბალმის ნაკრები ყოველდღიური მოვლისთვის გამოდგება. კომპლექტშია მრავალფუნქციური მშრალი ზეთი, თმის შამპუნი და ტუჩების დამარბილებელი ბალმი.

HPF Florale ნაკრები ყვავილოვანი სურნელების მოყვარულებისთვის საინტერესო ვარიანტია. მასში შედის მბზინავი ზეთი, მცირე ზომის მშრალი ზეთი და Very Rose ტუჩის შრატი.

ნუქსის ნაკრების შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობასა და პროდუქტების დანიშნულებას. ასე მარტივად განსაზღვრავთ, რომელი კომპლექტი უნდა შეიძინოთ.

როგორ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტი?

პირველ რიგში განსაზღვრეთ, ზუსტად რა გჭირდებათ. თუ სასურველი სურნელის პოვნა გსურთ, შეადარეთ სხვადასხვა კომპოზიცია. კანისა და თმის მოვლის საშუალების არჩევისას კი გაეცანით პროდუქტის დანიშნულებასა და გამოყენების წესებს.

საჩუქრის შერჩევისას გაითვალისწინეთ მიმღების გემოვნება. სუნამოს შერჩევა უფრო მეტად პირად გემოვნებაზეა დამოკიდებული. ნუქსი სასაჩუქრე ნაკრები კი რამდენიმე მოვლის საშუალებას აერთიანებს და ისეთი საჩუქარია, რითაც ადამიანების გახარება შესაძლებელია.  

ხშირად დასმული კითხვები

როგორ შევარჩიოთ ნუქსი სუნამო?

სუნამო პირადი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ. თუ მსუბუქი, ყვავილოვანი არომატები მოგწონთ, ფლორალური სუნამო სცადეთ. უფრო ტკბილი და თბილი სურნელისთვის კი Prodigieux Le Parfum გამოგადგებათ.

რისთვის გამოიყენება მრავალფუნქციური მშრალი ზეთი?

მშრალი ზეთი კანისა და თმის მოვლისთვის გამოიყენება. მისი დანიშნულება კონკრეტული პროდუქტის მიხედვით განსხვავდება. გამოყენებამდე გაეცანით შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციას.

რა შედის სასაჩუქრე ნაკრებში?

სხვადასხვა ნუქსის ნაკრები განსხვავებული შემადგენლობისაა. მაგალითად, ზოგიერთ მათგანში მოთავსებულია მზისგან დამცავი საშუალებები და მზის აბაზანების შემდეგ გამოსაყენებელი ლოსიონი. სხვებში კი მრავალფუნქციური ზეთი, შამპუნი და ტუჩის ბალმი შედის. შეძენამდე გაეცანით კონკრეტული ნაკრების შემადგენლობას

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები