სახლში დაბრუნებისას ყველაზე მძაფრად ვგრძნობთ ხოლმე თუ, რამდენად გვენატრებოდა სითბო და სიმყუდროვე. განსაკუთრებით ცივ დღეებში, როცა გვინდა, ოთახში სასიამოვნო ტემპერატურა დაგვხვდეს და ფეხქვეშ სიცივე არ ვიგრძნოთ. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ რემონტის დაწყებისას განვსაზღვროთ რომელი გათბობის რადიატორები უნდა დამონტაჟდეს სახლში.
საცხოვრებელ სივრცეში სიმყუდროვის შექმნასა და შენარჩუნებაში იატაკის საფარიც თავის როლს ასრულებს. ფილა, პარკეტი თუ სხვა მასალა სითბოს განსხვავებულად ატარებს.
გათბობის სისტემის არჩევა ხშირად ტექნიკურ საკითხებთან ასოცირდება. თუმცა გადაწყვეტილების მიღება ბევრად მარტივია, თუ მას უკვე შერჩეულ იატაკის საფარს შეუხამებთ. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა მასალა სითბოს განსხვავებულად ატარებს. რემონტის დაგეგმვისას კი გათბობის რადიატორები ის საკითხია, რაც დიდ ყურადღებასა და დაფიქრებას მოითხოვს.
კერამიკა და ქვა – მაღალი თბოგამტარობა და იატაკის გათბობა
კერამიკული ფილები იატაკქვეშა გათბობასთან განსაკუთრებით კარგად თავსებადი მასალებია. ისინი სითბოს ეფექტურად ატარებს, ამიტომ გათბობის სისტემის მიერ გამომუშავებული ენერგია ზედაპირზე მარტივად გადადის და ოთახს მალევე ათბობს.
მაღალი თბოგამტარობის გარდა, მნიშვნელოვანია მასალის სტაბილურობაც. პრემიუმ ბრენდების ხარისხიანი კერამოგრანიტი გათბობისა და გაცივების განმეორებით ციკლებს კარგად უძლებს. ის ფორმას მარტივად არ იცვლის და ტენიანობის მიმართაც მდგრადია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ სივრცეებში, სადაც ტემპერატურა ხშირად იცვლება.
კერამიკული საფარის კიდევ ერთი უპირატესობა გამძლეობაა. ის ყოველდღიურ დატვირთვას კარგად უძლებს და ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. სწორედ ამიტომ, თუ იატაკქვეშა გათბობის დამონტაჟებას გეგმავთ, ხარისხიანი კერამიკული ფილები ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული არჩევანი შეიძლება იყოს.
ამ შემთხვევაში ყურადღება მხოლოდ დიზაინზე არ უნდა გაამახვილოთ. მნიშვნელოვანია, რომ საფარის ტექნიკური მახასიათებლები გათბობის სისტემის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. ასევე გასათვალისწინებელია მონტაჟის ხარისხი, რადგან არასწორად დაგებული საფარი სისტემის ეფექტურობაზეც აისახება.
ხე – თბოწინაღობა და ტემპერატურის ლიმიტი
ხის საფარი ინტერიერში ბუნებრივ და თბილ გარემოს ქმნის, თუმცა იატაკქვეშა გათბობასთან თავსებადობა ცალკე საკითხია. ხე ბუნებრივი მასალაა და ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებებზე რეაგირებს. ამიტომ ნებისმიერი პარკეტი არ გამოგადგებათ. შედარებით დაბალი ხარისხის პარკეტს იატაკქვეშა გათბობის სისტემაზე ვერ გამოიყენებთ, რადგან მარტივად გაფუჭდება. ამიტომაც, ევროპული პრემიუმ ბრენდების კოლექციების არჩევა სჯობს.
მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული კოლექციის გამოყენება იატაკქვეშა გათბობის სისტემასთან შესაძლებელი იყოს. ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სისქესა და მასალასაც. მაგალითად, სამშრიანი პარკეტი ტემპერატურის ცვლილებას უკეთ უძლებს, ამიტომ იატაკქვეშა გათბობის სისტემასთან უფრო ხშირად გამოიყენება. ასევე, შესაფერისი ვარიანტია მუხის პარკეტი, რომელიც გამძლე, ბუნებრივად ლამაზი და მედეგია.
ზოგადად, საჭიროა კონკრეტული პროდუქტის ტექნიკური რეკომენდაციების გათვალისწინება და იმის შემოწმება, რამდენად გამოიყენება იატაკქვეშა გათბობასთან კომბინაციაში.
ხის საფარის შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი. ზედმეტად მაღალი ტემპერატურა მასალის გამოშრობას და დროთა განმავლობაში დეფორმირებას იწვევს. ოთახში ტენიანობის სტაბილური მაჩვენებელი დაცული უნდა იყოს. ასეთი პირობები პარკეტის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებასა და მისი ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ.
ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ დამხმარე მასალებს. წებო, ქვეშსაგები და სხვა კომპონენტები იატაკქვეშა გათბობის დატვირთვას უნდა უძლებდეს.
გათბობის რადიატორები – როდის უნდა დაამონტაჟოთ?
თუ იატაკის საფარი უკვე შერჩეული გაქვთ და ის იატაკქვეშა გათბობასთან თავსებადი არ არის, რადიატორი უფრო პრაქტიკული არჩევანი იქნება. ამ შემთხვევაში იატაკის შეცვლა აღარ დაგჭირდებათ და ინტერიერს გათბობის სისტემასაც მარტივად მოარგებთ.
გათბობის რადიატორები განსაკუთრებით მოსახერხებელია, როდესაც გსურთ, რომ ოთახი სწრაფად გათბეს და ტემპერატურის მარტივად რეგულირება შეძლოთ. მისი დამონტაჟება შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის იატაკის საფარის შემთხვევაში, რადგან გათბობის წყარო პირდაპირ იატაკის კონსტრუქციაში არ არის ინტეგრირებული.
ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა ოთახებს განსხვავებული დანიშნულება აქვთ. მაგალითად, შეიძლება გირჩევნიათ, რომ საძინებელში უფრო დაბალი ტემპერატურა იყოს, ვიდრე მისაღებში. თანამედროვე გათბობის სისტემები საშუალებას გაძლევთ, სხვადასხვა სივრცეში ტემპერატურა საჭიროების მიხედვით აკონტროლოთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად რადიატორის ხარისხიც. კარგი რადიატორი მხოლოდ ოთახის სწრაფად გათბობას არ უნდა უზრუნველყოფდეს. მნიშვნელოვანია, სითბო თანაბრად გაანაწილოს, იყოს გამძლე და დიდხანს მოგემსახუროთ. პრემიუმ ბრენდების ხარისხიანი რადიატორები ამ მხრივ კარგი არჩევანია. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში სითბოს გათბობის გამორთვის შემდეგაც ინარჩუნებენ.
თანამედროვე ცენტრალური გათბობის რადიატორები ნებისმიერ ინტერიერში მარტივად ინტეგრირდება. ეს იმიტომ, რომ არჩევანი მრავალფეროვანია. ზოგიერთი კოლექცია იმდენად შთამბეჭდავია, ვერც კი იფიქრებთ, რომ ოთახში განთავსებული ეს ნივთი რადიატორია.
პრემიუმ ბრენდების სხვადასხვა ზომისა და დიზაინის კოლექციიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი, რომელიც სახლის სტილს მოუხდება და სივრცეს ზედმეტად არ დატვირთავს.
ორი სისტემა ერთ სახლში – როცა კომბინაცია კარგი არჩევანია
აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის სახლში მხოლოდ ერთი ტიპის გათბობის სისტემა გამოიყენოთ. ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესი შედეგის მისაღებად შესაძლებელია კომბინაციის ხერხსაც მიმართოთ.
ამგვარი შერეული სისტემა კარგი გადაწყვეტილებაა დიდი სახლების შემთხვევაში, სადაც სხვადასხვა ოთახს განსხვავებული ფუნქცია და დატვირთვა აქვს. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გათბობის სიმძლავრის სწორად განსაზღვრა და მასალების ერთმანეთთან შესაბამისობის შემოწმება.
ზოგიერთი ადამიანისთვის იატაკის საფარის არჩევის შემდეგ გათბობის სისტემის შერჩევა ბევრად უფრო მარტივია. ეს იმიტომ, რომ უკვე იცის, რა მახასიათებლებით გამოირჩევა კონკრეტული მასალა და რომელი ტიპის გათბობასთან არის მისი გამოყენება შესაძლებელი. თუ იატაკის საფარი ჯერ არ შეგირჩევიათ, შეგიძლიათ ორივე საკითხი ერთდროულად მოაგვაროთ.
არჩევანი მხოლოდ იმის მიხედვით არ უნდა გააკეთოთ, რომელი სისტემა უფრო თანამედროვე ან პოპულარულია. მნიშვნელოვანია თქვენს სახლში არსებული პირობები, ოთახების დანიშნულება და იატაკის საფარი. ზოგ შემთხვევაში უკეთესი არჩევანი არის გათბობის რადიატორები, ზოგ შემთხვევაში – იატაკქვეშა გათბობა, ხოლო დიდ ან მრავალფეროვანი ფუნქციის მქონე სივრცეში შეიძლება ორივეს კომბინაციამ უკეთესი შედეგი მოგცეთ. მთავარია, რომ ეს გადაწყვეტილება რემონტის დაგეგმვის ეტაპზევე მიიღოთ.







