დედამიწამდე მოღწეული მზის გამოსხივების 30 % ირეკლება ატმოსფეროს მიერ, 20 % იწოვება, ხოლო დარჩენილი 50 % – კვერთს დედამიწის ზედაპირს. მაგრამ ეს რიცხვი არ უდრის 170 მილიონი ენერგოსადგურის მიერ გამომუშავებულ ენერგიას.
ხშირად, თბილი რეგიონების ბუჩქნარ ადგილებში ვითარდება ხანძრები. ამ დროს მზის სინათლე ფოკუსირდება ფოთლებზე არსებულ ცვრის წვეთებზე. ჯერ კიდევ ძვ.წ. 200 წლისათვის, ბერძნებმა ჩინელებთან ერთად დაიწყეს სფერული სარკის გამოყენება მზის სხივებზე ფოკუსირებისათვის.
საფრანგეთში, მონტ ლუიხში აგებულია მრავალსართულიანი შენობა, რომლის ერთი მხარე მთლიანად დაფარულია რეფლექტორებით და ქმნის გიგანტური ზომის სფერულ სარკეს. ფოკუსირების წერტილში, სარკის წინ მდებარეობს წვის კამერა, რომელშიც ტემპერატურა 3000 გრადუსამდე იზრდება, რაც საკმარისია მრავალი ლითონის დასადნობად.