წყალდიდობამ დააზარალა ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციის ბანგუნგ რეჯენსის თითქმის 60 000 მცხოვრები. მდინარე სიტარუმმა და მისმა შენაკადებმა დატბორა მოსახლეობა. წყალდიდობის სიმაღლე ზოგან 2.5 მეტრს აღწევდა. დაზარალებული უბებისათვის ეს პირველი წყალდიდობა არ არის, აქ წყალდიდობა იანვარში და მარტშიც მოხდა.
ინდონეზიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, 24 საათის განმავლობაში, ქალაქ ბანგუნგმა მიიღო 76.8 მმ ნალექი.
საწყისი შეფასებით, დაიტბორა 8 812 სახლი, 18 სკოლა და 28 სალოცავი ადგილი.