ნუქსი ფრანგული პრემიუმ ბრენდია, რომელიც სახის, ტანისა და თმის მოვლის პროდუქტებს ბუნებრივი ინგრედიენტებით ქმნის. მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით გამორჩეული თავის მოვლის საშუალებების შეძენა სააფთიაქო ქსელ ჯპს-შია შესაძლებელი. ბრენდის პოპულარული პროდუქტებია მრავალფუნქციური ნუქსი ზეთი, კრემები, შრატები, ნუქსი სუნამო და მზისგან დამცავი საშუალებები.
ის, რაც უნდა იცოდეთ:
- ჯპს-ში ბრენდის ოფიციალური პროდუქციაა ხელმისაწვდომი;
- მრავალფუნქციური მშრალი ზეთი სახის, ტანისა და თმისთვის გამოიყენება;
- სუნამოების ხაზში განსხვავებული ხასიათის არომატებია წარმოდგენილი;
- პროდუქტები ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ.
ბუნებრივი ინგრედიენტები და ფრანგული კოსმეტიკის ტრადიცია
ბრენდის ისტორია 1990-იანი წლებიდან იწყება. მისი დამფუძნებელი ალიზ ჟაბეა, რომლის მიზანიც ბუნებრივ ექსტრაქტებზე დაფუძნებული ეფექტური კოსმეტიკის შექმნა იყო.
სწორედ პარიზის ლაბორატორიაში შეიქმნა მრავალფუნქციური მშრალი ზეთი – Huile Prodigieuse. პროდუქტი მალევე გახდა ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავის მოვლის საშუალება. აღსანიშნავია, რომ ის დღესაც ბრენდის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტად რჩება.
ნუქსი სუნამო – არომატების მრავალფეროვნება
ნუქსის ასორტიმენტში განსხვავებული სურნელის სუნამოებია. მათ შორისაა მსუბუქი ყვავილოვანი არომატი და უფრო თბილი, ინტენსიური სურნელი.
ფლორალურ სუნამოში გრეიფრუტის, მაგნოლიისა და თეთრი მუშკის ნოტები ერთიანდება. მისი არომატი ნაზი და მსუბუქია. ფორმულა 89%-ით ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს შეიცავს.
Prodigieux Le Parfum უფრო თბილ და ტკბილ სურნელს ტოვებს. მასში მაგნოლიის, ვანილისა და ნარინჯის ყვავილის ნოტები ერთიანდება. ფორმულა 88%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შედგება.
ნუქსის ორივე სუნამო შეიძლება გამოიყენოთ კანზე ან თმაზე. რამდენიმე შესხურება საკმარისია ყელის, დეკოლტეს ან მაჯის მიდამოებში.
მამაკაცებისთვის შექმნილი Men Boost კი უფრო ინტენსიური ხასიათისაა. მის პირველ ნოტებში ღვია და გრეიფრუტი იგრძნობა. შავი წიწაკა კი სურნელს პიკანტურ ელფერს მატებს.
ერთი ზეთი სახის, ტანისა და თმისთვის
მრავალფუნქციური ნუქსის ზეთი სხვადასხვა ტიპის მოვლისთვის არის შექმნილი. მისი გამოყენება შესაძლებელია სახეზე, ტანსა და თმაზე.
სახეზე ზეთი ამცირებს სიმშრალეს და ხელს უწყობს კანის კვებას. მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან დაცვასაც უკავშირდება.
ტანზე ის არბილებს კანს და სიმშრალეს ამცირებს. თმაზე კი ხელს უწყობს ელასტიკურობის შენარჩუნებას. ასევე, თმას უფრო რბილსა და მოვლილს ხდის.
ფორმულა მცენარეულ ზეთებს ეფუძნება. შემადგენლობაში შედის მაკადამიის, არგანის, კამელიის, თხილის, ცუბაკის, ტკბილი ნუშისა და ბორაგოს ზეთები. დამატებით შეიცავს E ვიტამინს და ცხიმოვან მჟავებს. პროდუქტი არ შეიცავს სილიკონს, კონსერვანტებსა და მინერალურ ზეთებს.
მშრალი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და კანზე ცხიმოვან ფენას არ ტოვებს. ამიტომ მისი გამოყენება დღის სხვადასხვა მონაკვეთშიც მოსახერხებელია.
ნუქსი ზეთი შეიძლება გახდეს ყოველდღიური რუტინის მარტივი ნაწილია. რამდენიმე წვეთი საკმარისია სახის, სხეულის ან თმისთვის.
რატომ უნდა აირჩიოთ ჯპს?
ჯპს თავის მომხმარებლებზე განსაკუთრებულად ზრუნავს. სწორედ ამის გამოხატულებაა ისიც, რომ გამორჩეული ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. მომხმარებლებს სხვადასხვა აქციითა და შეთავაზებით სარგებლობაც ხშირად შეუძლიათ. ეს კი საყვარელი პროდუქციის შეძენას ბევრად ამარტივებს.
ჯპს-ში სხვადასხვა ხაზის პროდუქტების ხელმისაწვდომი. შესაბამისად, თქვენთვის შესაფერისი რუტინის შედგენა არ გაგიჭირდებათ. სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები ერთ ბრენდშია თავმოყრილი.
ხშირად დასმული კითხვები
ბრენდის რომელი პროდუქტია ყველაზე ცნობილი?
ნუქსს სხვადასხვა ეფექტური თავის მოვლის საშუალება აქვს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტი კი არის მრავალფუნქციური მშრალი ზეთი Huile Prodigieuse. ის სახეზე, ტანსა და თმაზე გამოიყენება.
როგორი არომატების სუნამოების ბრენდის ასორტიმენტში?
ბრენდის სუნამოების ხაზში როგორც მსუბუქი, ყვავილოვანი, ისე უფრო თბილი და ინტენსიური არომატებია წარმოდგენილი. მათ შორის განსხვავდება ნოტები და სურნელის ხასიათიც.
საქართველოში სად შეიძლება ნუქის პროდუქციის შეძენა?
ბრენდის ოფიციალური პროდუქციის შეძენა ჯპს-შია შესაძლებელი.







