back to top
spot_img
ავიაბილთები avia.ge

წალენჯიხა ამინდი

loader-image
Tsalenjikha, GE
00:07, ხუთშაბათი, 12 დეკემბერი
weather icon 9°C
მსუბუქი წვიმა
ტენიანობა: 84 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 3 Km/h SSW
ღრუბლიანობა: 100%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 12 დეკემბერი01:00 საშუალო წვიმა
weather icon
8°8°°C 1 mm 100% 6 Km/h 91 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი04:00 საშუალო წვიმა
weather icon
8°8°°C 1 mm 100% 3 Km/h 93 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი07:00 საშუალო წვიმა
weather icon
9°9°°C 1 mm 100% 11 Km/h 94 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი10:00 საშუალო წვიმა
weather icon
8°8°°C 1 mm 100% 10 Km/h 94 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი13:00 მსუბუქი წვიმა
weather icon
8°8°°C 1 mm 100% 6 Km/h 90 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი16:00 საშუალო წვიმა
weather icon
7°7°°C 1 mm 100% 9 Km/h 95 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი19:00 მსუბუქი წვიმა
weather icon
7°7°°C 1 mm 100% 8 Km/h 96 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი22:00 საშუალო წვიმა
weather icon
7°7°°C 1 mm 100% 11 Km/h 95 % 102 kpa 0 mm/h

წალენჯიხა ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
tbilisi amindi

მომდევნო 7 დღის ამინდი თბილისში 12-18 დეკემბერი 2024

weather in batumi

ზუსტი ამინდის პროგნოზი ბათუმში – 10 დეკემბერი 2024 წ.

ამინდი ქუთაისში

ქუთაისის ამინდის პროგნოზი , 7 დეკემბერი 2024 წ.

1.

აᲛინდი წალენჯიხაში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი წალენჯიხაში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი  თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი წალენჯიხაში დღის განმავლობაში შეიცვლება. amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb tsalenjikhashi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.

2.

ამინდი წალენჯიხა 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი წალენჯიხა 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Tsalenjikashi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი წალენჯიხა 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი წალენჯიხა იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi tsalenjikha ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი წალენჯიხა 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი წალენჯიხაში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი წალენჯიხა გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Tsalenjikha განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი წალენჯიხა უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.

5.

ზუსტი ამინდი წალენჯიხა

plus icon close icon

ზუსტი ამინდი წალენჯიხა ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi Tsalenjikha და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე წალენჯიხაში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი წალენჯიხაში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. რაიონი გამოირჩევა უდიდესი ისტორიული წარსულით. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება და ფაქტობრივად უწყვეტად გრძელდება. წალენჯიხის ტერიტორიაზე გამოვლენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა და უძველესი ნამოსახლარები. იგი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ყოფილა შუა საუკუნეებშიც, რასაც უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც ადასტურებს. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. XIII-XIV საუკუნეებისათვის წალენჯიხაში იყო დადიანების რეზიდენცია, მათი სასახლე, საჭურჭლე და საგვარეულო სამარხი. იგი დღესდღეობით განვითარებული რაიონია, სადაც ფუნქციონირებს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, დასასვენებელი და სხვა ტიპის დაწესებულებები.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი წალენჯიხაში

მუნიციპალიტეტი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა დოლომიტი და მინერალური წყლები. წალენჯიხაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: თხილისა და მარცვლოვანი კულტურების მოყვანა-დამუშავება, მესაქონლეობა, მებაღეობა. რაიონი გამორჩეულია ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით, რაც მის ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი ფაქტორია მუნიციპალიტეტში კურორტი სქურის არსებობაც, რომელიც მრავალ დამსვენებელს იზიდავს. წალენჯიხა თავისი უძველესი ისტორიით, შუა საუკუნეების ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით, ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, ხეობებითა თუ მთებით საქართველოს ერთ-ერთი მრავალფეროვანი და საინტერესო რაიონია.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა. რაიონში 2 ქალაქი და 37 სოფელია. წალენჯიხას ჩრდილოეთით მესტიის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – გალი, სამხრეთ-დასავლეთით – ზუგდიდი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით კი – ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის წყლის ძირითადი არტერიებია: მდინარეები – ენგური, ჭანისწყალი და მაგანა. რაიონი მდიდარია ტბებითა და ჩანჩქერებით. წალენჯიხა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, რბილი ზამთრითა და ხანგრძლივი, ცხელი ზაფხულით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, ჩანჩქერები, ყვავილოვანი მდელოები, ტყეები და საოცარი ალპური ტბები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და მრავალ მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. მოლაშქრეთათვის განსაკუთრებით პუპულარულია ტობავარჩხილის ტბების ბილიკი და ქუაქანცალია. კლდეებს შორის მოქცეული კრიალა ტბები და მათი ჯადოსნური ხედები ზღაპრულ გარემოს ქმნის. უზარმაზარი მოქანავე ლოდი – ქუაქანცალია კი ნამდვილად შეგიქმნით მისტიკურობის განცდას. მართალია ტობავარჩხილის ტბები ბევრი მოხეტიალის ოცნებაა, თუმცა თუ ასეთი სირთულეებისთვის მზად არ ხართ, რაიონში უფრო მარტივად მისასვლელი ბევრი უმშვენიერესი ადგილი მოიძებნება, როგორიცაა: ინწირას ჩანჩქერი, მაგანას კანიონი, ბარხას მღვიმე და სხვა.

გარდა ბუნების მშვენიერებისა, წალენჯიხა მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლითაც იქცევს ყურადღებას. ამ მხრივ რაიონის რაიონის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, რომელიც გამოირჩევა მაღალმხატვრული ღირებულებით. წალენჯიხაში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ: სქურის ეკლესია, ჯვარის წმ. გიორგის ეკლესია, სქურის ციხე, ლეშამგეს ეკლესია და სხვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე მუზეუმი, რომლებიც ძალიან საინტერესოა, კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვის. თუკი მრავალფეროვან მოგზაურობასთან ერთად კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავი ადგილია კურორტი სქური, რომელიც მწვანეში ჩაფლული გარემოთი და სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყლით მრავალ დამსვენებელს იზიდავს.