ლაგოდეხი ამინდი
ამინდი ლაგოდეხში საათების მიხედვით
ამინდის პროგნოზი საათების მიხედვით საშუალებას გაძლევთ წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია თითოეულ საათზე, თუ რომელ საათზე როგორი ტემპერატურა იქნება თქვენთვის სასურველ ქალაქში. ლაგოდეხში საათების მიხედვით ზუსტი ინფორმაციის მიღება გამოსადეგი და აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხისთვის.
ამინდი ლაგოდეხში 7 დღის ზუსტი პროგნოზი
7 დღის ამინდის პროგნოზი საშუალებას მოგცემთ თამამად და მოურიდებლად დაგეგმოთ კვირა და მიიღოთ ინფორმაცია ყოველი დღის ამინდის პროგნოზის შესახებ მთელი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ წინასწარ იცოდეთ როგორ გათბება ჰაერი, იქნება თუ არა წვიმა, ნალექი და შესაბამისად მოემზადოთ მთელი კვირისთვის.
ამინდი ლაგოდეხში 14 დღის ზუსტი პროგნოზი
მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი ხშირად იცვლება და იმდენად ზუსტი არაა, როგორც მოკლევადიანი: 7 დღიანი ან შემდეგი დღის მოსალოდნელი ამინდი, 14 დღის ამინდის პროგნოზი ჩვენს საიტზე amindi.info ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით ლაგოდეხის მოსალოდნელი ამინდისა და მიახლოებითი ტემპერატურის შესახებ, რაც თქვენთვის სასურველ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან დაგეხმარებათ.
25 დღის ამინდის პროგნოზი ლაგოდეხში
25 დღის ამინდის პროგნოზი ყველაზე ხანგრძლივვადიანი პროგნოზია, რაც შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი საიტიდან – amindi.info ცხადია, 25 დღის ამინდის პროგნოზი შესაძლოა შეიცვალოს, თუმცა როგორც 14 დღის ამინდის პროგნოზი, ამ შემთხვევაშიც თქვენ მიიღებთ მაქსიმალურად მიახლოებით პროგნოზს კლიმატური ცვლილებებისა და ტემპერატურის შესახებ, რომელიც თქვენი ხანგრძლივვადიანი გეგმების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
ზუსტი ამინდი ლაგოდეხში
ამინდის სიზუსტე ლაგოდეხში ემყარება უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე, რომელიც მუდმივად განახლდება. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
ლაგოდეხი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი ისტორიის მქონე ტერიტორიაზე აღმოცენდა, რომელიც ჯერ კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა. მოგვიანებით იგი რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაში იყო, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ნაწილი გახდა. ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. იგი წყაროებში პირველად VIII ს-ში იხსენიება. რაიონის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ: მარცვლოვანი და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. აქ არის ღვინის, ყველ-კარაქის ქარხნები, სხვა პროფილის მცირე საწარმოები.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ლაგოდეხში
ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადის ლაგოდეხი-ზაქათალის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა. მუნიციპალიტეტში არის საშუალო პროფესიული სასწავლებელი, ბიბლიოთეკები, თეატრი და მუზეუმი. ლაგოდეხი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. რაიონის ტერიტორიაზეა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ჩანჩქერებით, ულამაზესი ტბებითა და საოცარი ხედებით. ლაგოდეხში მრავალ მხატვრული და ისტორიული კუთხით საინტერესო ტაძარსა და ციხე-სიმაგრეს ვხვდებით. ეს რაიონი თავისი ბუნებრივი თუ კულტურული რესურსებით უამრავ ტურისტს იზიდავს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლაგოდეხი. მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია: ქალაქი ლაგოდეხის, მაწამის, შრომის, ნინიგორის, ცოდნიკარის, ვარდისუბნის, ჭიაურის, კართუბნის, ბაისუბნის, კაბლის, ფონის, გიორგეთის, აფენის, არეშფერანის და ლელიანის ადმინისტრაციული ერთეულები. ლაგოდეხს აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით — ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით — დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი – სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები.
რაიონი მდიდარია ზედაპირული და გრუნტის წყლებით. მთავარ ჰიდროგრაფიულ ქსელს, მდინარე ალაზანი ქმნის, რომელიც გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საზღვარზე გაედინება. ასევე აღსანიშნავია მდინარები: კაბალი, მაწიმისწყალი, ლაგოდეხისწყალი, არეში და აფენისხევი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვაკისა და მთის ნაწილებად იყოფა. ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში შემოდის ალაზნის ვაკე, ჩრდილოეთ ნაწილი კი გაშლილია კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, რომელიც სწორედ აქაურ მიწებთან მთავრდება. კახეთის კავკასიონი მწვერვალ დიდი ბორბალოდან მწვერვალ ტინოვროსომდე ვრცელდება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. მაღალმთიან ნაწილებში ზომიერად ნოტიო ჰავაა გავრცელებული, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13 °C. ალაზნის ვაკეზე ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13 °C. მინიმუმი – 23 °C. ნალექები 650 მმ-დან 1080 მმ-მდე. აქაური კლიმატისათვის დამახასიათებელია სეტყვიანობა და გვალვა. მაღალმთიან ნაწილებში განცითარებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი და გრილი ზაფხული. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა – 8 °C. ნალექები 1200-1800 მმ.