back to top
spot_img
ავიაბილთები avia.ge

სენაკი ამინდი

loader-image
Senaki, GE
22:07, ოთხშაბათი, 11 დეკემბერი
weather icon 10°C
მსუბუქი წვიმა
ტენიანობა: 68 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 0 Km/h WNW
ღრუბლიანობა: 100%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 12 დეკემბერი01:00 მსუბუქი წვიმა
weather icon
9°10°°C 0.97 mm 97% 6 Km/h 76 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი04:00 საშუალო წვიმა
weather icon
9°9°°C 1 mm 100% 15 Km/h 87 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი07:00 საშუალო წვიმა
weather icon
9°9°°C 1 mm 100% 17 Km/h 92 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი10:00 საშუალო წვიმა
weather icon
8°8°°C 1 mm 100% 12 Km/h 93 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი13:00 მსუბუქი წვიმა
weather icon
9°9°°C 1 mm 100% 13 Km/h 88 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი16:00 მსუბუქი წვიმა
weather icon
8°8°°C 1 mm 100% 12 Km/h 85 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი19:00 მსუბუქი წვიმა
weather icon
7°7°°C 1 mm 100% 12 Km/h 90 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 12 დეკემბერი22:00 საშუალო წვიმა
weather icon
7°7°°C 1 mm 100% 23 Km/h 93 % 102 kpa 0 mm/h

სენაკი ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
tbilisi amindi

მომდევნო 7 დღის ამინდი თბილისში 12-18 დეკემბერი 2024

weather in batumi

ზუსტი ამინდის პროგნოზი ბათუმში – 10 დეკემბერი 2024 წ.

ამინდი ქუთაისში

ქუთაისის ამინდის პროგნოზი , 7 დეკემბერი 2024 წ.

1.

ამინდი სენაკში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი სენაკში გაეცანი ზუსტ ამინდს სენაკში საათების მიხედვით. შეიტყვე ჩვენი საიტიდან როგორი ამინდი იქნება სენაკში და რა იქნება მაქსიმალური ტემპერატურა, რომლის მიხედვითაც შეგიძლია დაგეგმო საკუთარი დღე. თითოეული საათი შეგიძლია წინაწარ დაგეგმო იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ჩვენი საიტი გაწვდით და გაიგოთ amindis prognozi Senakshi.

2.

ამინდი სენაკი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

გაეცანით ამინდი სენაკი 7 დღის პროგნოზი. დაგეგმე და გაატარე მთელი კვირა ნაყიფიერად ჩვენი საიტიდან მიღებული ინფორმაციით ამინდის შესახებ. Amindi.info ის საიტია, საიდანაც სწრაფად და მარტივად შეიტყობთ როგორია 7 dgis amindi Senakshi.

3.

ამინდი სენაკი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

იცოდი, რომ ჩვენს საიტზე 14 დღის ამინდის პროგნოზი სენაკში შესახებ შეგიძლია მიიღო ინფორმაცია? 12 dgis amindsi prognozi Senakshi შეგიძლია ჩვენი საიტის მიხედვით დაგეგმო, რაშიც amindi.info დაგეხმარება. იგრძენი თავი მშვიდად, როცა გეცოდინება შემდეგი ორი კვირის ამინდის პროგნოზი წინასწარ.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი სენაკში

plus icon close icon

ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს ზუსტი ინფორმაცია შემდეგი 25 დღის ამინდის პროგნოზი სენაკში. 25 დღის ამინდის შესახებ შეიტყობ ჩვენი საიტიდან amindi.info. თითქმის ერთი თვის ამინდის პროგნოზი ცხადია 100%-იანი სიზუსტის არ იქნება, თუმცა ჩვენს საიტზე მიღებული ინფორმაცია ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით როგორი ამინდი იქნება მომდევნო 25 dgis amindi senakshi.

5.

ზუსტი ამინდი სენაკში

plus icon close icon

ზუსტი ამინდი სენაკში ეფუძნება უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi Senakshi და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე, რომელიც მუდმივად განახლებადია. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

სიტყვა „სენაკი“ ბერის ოთახს ანუ „მცირე სახლს“ ნიშნავს. ამ ადგილას ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესი უძველესი დროიდან იღებს სათავეს. სამეგრელოს ამ რეგიონს ყოველთვის სტრატეგიული და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. 

გააგრძელე კითხვა…

ამინდი სენაკში

მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მეტრზე, თბილისიდან 288 კმ სიშორით. სენაკში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ნალექები თავის მაქსიმუმს აღწევს ზაფხული – შემოდგომის პერიოდში. ამ ტერიტორიაზე იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა – 14,5°C-ია, იანვრისა 5,4°C, აგვისტოსი 22,8°C. ნალექები კი – 1670 მმ წელიწადში.

სენაკის ტერიტორია რელიეფის ფორმის მიხედვით იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. ჩრდილოეთ მხარეზე ქალაქი, მთელ სიგრძეზე შხეფიდან კურორტ მენჯამდე, მიყვება ეკის მთის გადაშლილ კალთებსა და მცირე სიმაღლის სერებსა და ბორცვებს. ქალაქის ცენტრი და სამხრეთ ნაწილი ვაკე და გაშლილი ადგილია, რომლის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 28 მეტრს აღწევს. ქალაქის ტერიტორია ძირითადად იშლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარეების ტერუხისა და ცივის შორის. ქალაქს შუაში კვეთს პატარა მდინარე ფიცუ, რომელიც ტეხურის ერთ-ერთი შენაკადია.

სენაკი ნამდვილად გამოირჩევა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით. მას დასავლეთ საქართველოს რეგიონში ცენტრალური მდებარეობა უჭირავს და აკავშირებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის ცენტრს ერთმანეთთან. IV-VIII საუკუნეებში აქედან რამდენიმე კილომეტრში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი არსებობდა, ცენტრის ფუნქცია ძველ სენაკს ჰქონდა – სოფელს, რომელიც ახლა ქალაქის განაპირას მოექცა.

XX საუკუნის დასაწყისში კი ახლანდელი ქალაქის ტერიტორიაზე რკინიგზის სადგური აშენდა, აქაურობა თბილისი-ფოთის სარკინიგზო ხაზის მნიშვნელოვანი კვანძი გახდა და 1921 წელს ქალაქის სტატუსიც მიენიჭა. კულტურული ცხოვრება აქ ყოველთვის დუღდა – ძველ სენაკშიც და შემდეგ ახალ ქალაქშიც, იყო თეატრალური დასი, სტამბაში იბეჭდებოდა წიგნები – მათი „ვეფხისტყაოსნის“ ეგზემპლარი ინგლისში, უორდროპების ბიბლიოთეკაში ინახებოდა, გახსნილი იყო სათავადაზნაურო სასწავლებელი.

სენაკი დღეს თანამედროვე ქალაქია კულტურის სახლით, მუზეუმებით, სამხატვრო გალერეით, სპორტული კომპლექსებით, თხილის, დაფნისა და ჩაის გადამმუშავებელი ქარხნებით. ქალაქის ცენტრში დგას აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის ნეობაროკოს სტილის ულამაზესი ნაგებობა, რომელიც 1959 წელს აშენდა და დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის პროფესიული დასის სპექტაკლს თუ დაესწრები, დიდ სიამოვნებას მიიღებ.

ისტორიული ძეგლები ძველი სენაკის ტერიტორიაზეა, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია საქართველოში. განსაკუთრებით საინტერესოა კარსტული მღვიმე-დარბაზი უნაგირას მთის ქვეშ, IV-XVI საუკუნეების შხეფის ციხე, XIX საუკუნის თეკლათის დედათა მონასტერი. თუ სენაკში ნოემბრის პირველ რიცხვებში ჩახვალ, არ გამოტოვო ფესტივალი „ეგრისობა“, რომელიც ქალაქიდან 17 კილომეტრში, ნოქალაქევის  მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე იმართება. 

აქ IV-VIII საუკუნეების ეგრისის სამეფოში „იმოგზაურებ“, თეატრალიზებული წარმოდგენებით გაეცნობი ისტორიას, გასინჯავ მეგრულ კერძებს, მოუსმენ მეგრულ სიმღერებს და ნახავ ცხენოსანთა შეჯიბრებას ეროვნულ სახეობებში – ისინდში, ცხენბურთსა და მარულაში, რომლებიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია.