back to top

ჩოხატაური ამინდი

loader-image
Chokhatauri, GE
01:06, შაბათი, 5 ოქტომბერი
weather icon 12°C
მზიანი
ტენიანობა: 57 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 8 Km/h SE
ღრუბლიანობა: 0%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
შაბათი 05 ოქტომბერი04:00
weather icon
14° / 16°°C 0 mm 0% 9 Km/h 54 % 102 kpa 0 mm/h
შაბათი 05 ოქტომბერი07:00
weather icon
15° / 16°°C 0 mm 0% 9 Km/h 52 % 102 kpa 0 mm/h
შაბათი 05 ოქტომბერი10:00
weather icon
22° / 22°°C 0 mm 0% 6 Km/h 42 % 102 kpa 0 mm/h
შაბათი 05 ოქტომბერი13:00
weather icon
27° / 27°°C 0 mm 0% 6 Km/h 35 % 102 kpa 0 mm/h
შაბათი 05 ოქტომბერი16:00
weather icon
28° / 28°°C 0 mm 0% 5 Km/h 29 % 101 kpa 0 mm/h
შაბათი 05 ოქტომბერი19:00
weather icon
20° / 20°°C 0 mm 0% 9 Km/h 56 % 102 kpa 0 mm/h
შაბათი 05 ოქტომბერი22:00
weather icon
19° / 19°°C 0 mm 0% 9 Km/h 51 % 102 kpa 0 mm/h
კვირა 06 ოქტომბერი01:00
weather icon
19° / 19°°C 0 mm 0% 9 Km/h 42 % 101 kpa 0 mm/h

ჩოხატაური ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
chokhatauri
mexi

რუს ტურისტს ბათუმში მეხი დაეცა

1.

აᲛინდი ჩოხატაურში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი ჩოხატაურში შესაძლებლობას იძლევა წინასწარ შეიტყოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ Amindi Choxatauri -ს შესახებ, თუ ამინდი დღის განმავლობაში შეიცვლება. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ამინდის შესახებ, მათ შორის ნალექის, ტემპერატურას ცვლილებისა და ქარის სიჩქარის შესახებ.

2.

ამინდი ჩოხატაური 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

7 დღის ამინდი ჩოხატაურში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება იყოს მათთვის, ვინც ჩოხატაურში აპირებს მოგზაურობას. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორი იქნება ქარის სიჩქარე. Amindi Choxatauri 7 dgis განიჭებთ პრივილეგიას, უკეთ მოემზადოთ იმ აქტივობებისთვისა ან ღონისძიებებისთვის, რომლებსაც ამ ქალაქში დაგეგმავთ.

3.

ამინდი ჩოხატაური 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი ჩოხატაურში საშუალებას იძლევა უფრო ფართო სურათის დანახვის, მოსალოდნელი ამინდის შესახებ და კლიმატურ პირობებზე, მომდევნო 14 დღის(ორი კვირის) განმავლობაში. ხანგრძლივვადიანი პროგნოზები ცვალებადია, თუმცა, კლიმატური ცვლილებების ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნაკლები დაბრკოლება იყოს თქვენთვის და წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია 14 dgis amindi Chokhatauri -ის შესახებ, რომელ დღეს როგორი ტანისსამოსით უნდა გახვიდეთ სახლიდან.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი ჩოხატაურში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი ჩოხატაურში გვთავაზობს ყველაზე ფართო პერსპექტივას  ამინდის ხედვის. ამგვარი კლიმატური პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია ადამიანთა კატეგორიისთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივვადიან პერიოდზე. აღსანიშნია ის, რომ 25 დღის პროგნოზი, ანუ Amindi Choxatauri 25 dgis , ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, შესაბამისად, პროგნოზის სიზუსტე შესაძლოა არ იყოს 100%-იანი სიზუსტით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ იქნება მაქსიმალურ სიზუსტესთან მიახლოებული. ამიტომ, ენდეთ ჩვენს პროგნოზს და დაგეგმეთ საკუთარი მომავალი ერთი თვით ადრე.

5.

ზუსტი ამინდი ჩოხატაური

plus icon close icon

ზუსტი ამინდი ჩოხატაურში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რომლებიც მუდმივად განახლებადია და არის ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული. ჩვენი zusti amindis prognozi Choxataurshi მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ელჭექის, წვიმის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ თქვენთვის მისაღები და უკეთესი საუკეთესო გადაწყვეტილებები ყველა იმ შესაძლებელი ვარიანტებიდან, რომელიც გაგაჩნიათ.

ქალაქის ისტორია

ჩოხატაური გურიის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. სახელწოდება საგვარეულო სახელიდან (ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი) არის ნაწარმოები. ეს რაიონი ხშირად ყოფილა სისხლისღვრისა თუ ავბედითობის მოწმე. იმერეთის აჯანყების დროს, 1820 წლის აპრილიდან აგვისტომდე, ჩახატაური რუსეთის იმპერიის ჯარებსა და აჯანყებულ გურულებს შორის ბრძოლების ერთ-ერთ პოლიგონს წარმოადგენდა. დღესდღეობით ჩოხატაურში ფუნქციონირებს: 4 მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ხელოვნების გალერეა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი და 33 ბიბლიოთეკა. რაიონში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა (მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა).

გააგრძელე კითხხვა…

ამინდი ჩოხატაურში

მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მინერალური წყლის – „ნაბეღლავის“ ჩამოსასხმელ ქარხანას. გარდა მინერალური წყლისა, მუნიციპალიტეტის მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა: მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, სააგურე და საკერამიკე მიწა. დიდი პოპულარობისთ სარგებლობს სამთო-კლიმატური კურორტები ბახმარო და ნაბეღლავი. ნაძვების სურნელსა და ნისლებში გახვეული ბახმარო, ჯაჯის ტბა, ამწვანებული თუ შემოდგომისფერი ტყეები, კულტურული ძეგლები და ეს ყველაფერი კი გურულების ენამოსწრებული იუმორით შეზავებული, ვფიქრობ, ნამდვილად არის მიზეზი, რომ ჩოხატაურსა და ზოგადად გურიას ერთხელ მაინც ესტუმროთ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩოხატაური. ჩოხატაურს ჩრდილოეთით სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით — ვანის, სამხრეთით — ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით კი — ოზურგეთისა და ლანჩხუთის. მუნიციპალიტეტი შედგება 2 დაბისა და 60 სოფლისგან. რაიონის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია, ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უჭირავს. ჩოხატაურის უმაღლესი ადგილი მწვერვალი მეფისწყაროა (ზღვის დონიდან 2850 მეტრი).

ჩოხატაური გამოირჩევა სილამაზით, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა სრულიად სიმწვანეშია ჩაფლული და გარშემო აკაციის ყვავილის სურნელი ტრიალებს. ვინც ბახმაროს წვევია და „მზის ჩასავალი გორიდან“ მინავლული სხივებით ავარდისფერებული ღრუბლების ზღვისთვის გადაუხედავს, ანდაც პირველ სხივებს შეხვედრია „მზის ამოსავალ გორზე“, ეს სანახაობა ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება. ბახმაროში მიმავალი კი აუცილებლად უნდა გაჩერდეთ ნაბეღლავში და მინერალური წყალი დააგემოვნოთ, ეს ბახმაროსკენ მიავალი დამსვენებლებისა თუ მოგზაურებისთვის ერთგვარი ტრადიციაა. ჩოხატაური ტბებისა და ჩანჩქერების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა ალპურ მდელოებსა და მოლურჯო მთებს შორის მოქცეული ჯაჯის ტბა, თვალუწვდენელი ხედებით, ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ხეტიალის მოყვარულთათვის.

ბუნების სილამაზესთან ერთად, რაიონში უძველესი და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულებასაც შეძლებთ: ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები, ერისთავთა რეზიდენცია და სხვა. განსაკუთრებით ცნობილია XIII-IX საუკუნეების ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია და ნახევრად კლდეში გამოკვეთილი უდაბნოს მამათა მონასტერი. ჩოხატაურში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VI-V საუკუნეებიდან განვითარებულ შუასაუკუნეებამდე (სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სხვადასხვა ინვენტარი, ნუმიზმატური ნიმუშები, საბრძოლო იარაღი და ა.შ.).

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა სუფსა. რაიონის დიდი ნაწილი ტყიანია. მთის კალთებზე ვხვდებით: წიფელს, მუხას, წაბლს, სოჭს, ჭადარს, რცხილასა და თხემლას, 1500-1600 მეტრის ზევით კი ნაძვისა და სოჭის ტყეები ჭარბობს. ჩოხატაურის ტყეები მდიდარია ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ ბინადრობენ: შველი, არჩვი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, დათვი, მელა, მაჩვი და სხვა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სუბტროპიკული ჰავაა. ბარში, 500-600 მეტრამდე, ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, მთებში კი – ნოტიო. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 12°C-ა, მაღალ მთაში კი 0-4°C. თოვლი მთაში დაახლოებით 5-6 თვე არ დნება.