თერჯოლა ამინდი
Terjola, GE
00:34,
შაბათი, 5 ოქტომბერი
12°C
მგრძნობელობა: 11°C°
მზიანი
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
შაბათი
05 ოქტომბერი01:00
12° / 16°°C
0 mm
0%
6 Km/h
59 %
102 kpa
0 mm/h
შაბათი
05 ოქტომბერი04:00
13° / 16°°C
0 mm
0%
8 Km/h
59 %
102 kpa
0 mm/h
შაბათი
05 ოქტომბერი07:00
14° / 16°°C
0 mm
0%
9 Km/h
57 %
102 kpa
0 mm/h
შაბათი
05 ოქტომბერი10:00
24° / 24°°C
0 mm
0%
19 Km/h
40 %
102 kpa
0 mm/h
შაბათი
05 ოქტომბერი13:00
28° / 28°°C
0 mm
0%
16 Km/h
28 %
102 kpa
0 mm/h
შაბათი
05 ოქტომბერი16:00
29° / 29°°C
0 mm
0%
13 Km/h
25 %
101 kpa
0 mm/h
შაბათი
05 ოქტომბერი19:00
22° / 22°°C
0 mm
0%
9 Km/h
42 %
102 kpa
0 mm/h
შაბათი
05 ოქტომბერი22:00
20° / 20°°C
0 mm
0%
13 Km/h
45 %
102 kpa
0 mm/h
1.
აᲛინდი თერჯოლაში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი თერჯოლაში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი დღის განმავლობაში შეიცვლება. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis shesaxeb Terjolashi, მათ შორის ნალექის შესაძლებლობას, ტემპერატურას და ქარის სიჩქარეს.
2.
ამინდი თერჯოლა 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი თერჯოლა 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amidis prognozi Terjola საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.
3.
ამინდი თერჯოლა 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
გრძელვადიანი 14 დღის ამინდის პროგნოზი თერჯოლაში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Terjolashi პროგნოზები ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნაკლებად იყოს დაბრკოლებად.
4.
25 დღის ამინდის პროგნოზი თერჯოლაში
25 დღის ამინდის პროგნოზი თერჯოლაში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 dgis amindis prognozi Terjolashi უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.
5.
ზუსტი ამინდი თერჯოლა
ზუსტი ამინდი თერჯოლაში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Terjolashi, რომელიც მუდმივად განახლდება. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, ამას თერჯოლაში არსებული გამოქვაბულებიც ადასტურებს, სადაც ქვის იარაღები და სხვა არტეფაქტებია გამოვლენილი. კარგადაა ცნობილი ცნობილი საკაჟიასა (სოფელი გოდოგანი) და საგვარჯილეს გამოქვაბულები. რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები, რაც ცხადყოფს რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანის განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე არსებობდა დასახლებები.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი თერჯოლაში
ანტიკურ პერიოდში აქ განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა. თერჯოლის ისტორიულ წარსულში და ასევე ისტორიული კოლხეთის, შემდეგ კი ეგრის-ლაზიკის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალაქები, ჩიხორი და ჩხარი, აქტიურ როლს ასრულებდა. თერჯოლა მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა შუასაუკუნეებშიც. ცნობილია V საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი სკანდას ციხე, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. აქ გადიოდა დიდი სავაჭრო საქარავნო გზა – „აბრეშუმის გზა”. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა, ლევან მეორე დადიანმა, არაერთხელ ილაშქრა ამ მხარეში, რის შედეგადაც ჩხორიცა და ჩიხორიც განადგურდა და ნელ-ნელა მოსახლეობისგან დაიცალა.
XVIII საუკუნის 30-იან წლებში ქალაქები კვლავ აღდგა. თერჯოლის ტერიტორიაზე არსებულმა დასახლებებმა, ისევე, როგორც სრულიად იმერეთმა მრავალი დაღმასვლა და აღმასვლა განიცადა. იგი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა და ჩხარის რაიონი ეწოდებოდა, 1950 წელს თერჯოლის რაიონი გახდა, 2008 წლიდან კი მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. დღესდღეობით იგი განვითარებული რაიონია, აქ ფუნქციონირებს 3 თეატრი, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურული დაწესებულებები. თერჯოლაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა.
მუნიციპალიტეტში ასევე არის ჩაისა და ღვინის ქარხნები. რაიონში არის ჰიდროელექტროსადგური “ძევრულაჰესი”. მუნიციპალიტეტში მოიპოვება წიაღისეულიც, როგორიცაა: ქალცედონი, კირქვა, სპონგოლითი, მარმარილო, საკრამიტე და სააგურე თიხა, ეკლარი და სხვა. თავად სახელწოდება თერჯოლა მკვლევართა აზრით თეთრ ბჟოლას (ანუ თუთას) უნდა ნიშნავდეს. მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ჯადოსნური კარსტული მღვიმეები, ჩანჩქერები, ციხე-სიმაგრეები თუ უძველესი ტაძრები უამრავ მნახველს იზიდავს და გულგრილს არავის ტოვებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თერჯოლა. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ქალაქი ქუთაისი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – ტყიბული, ჩრდილო-აღმოსავლეთით – ჭიათურა, სამხრეთით კი – ბაღდათი. თერჯოლა მდინარეთა ხშირი ქსელით ხასიათდება. მთავარი მდინარეა ყვირილა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასევე მიედინება მდინარეები: ჩოლაბური, ძევრულა, წყალწითელა და სხვა. რაიონი ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია კოლხური ტიპის მცენარეული საფარი. ტყეებში გავრცელებულია: მუხა, წიფელი, ცაცხვი, კავკასიური ძელქვა, ბზა, ტირიფი, მურყვანი, უთხოვარი და ა.შ.
თერჯოლის ჯერ კიდევ ხელუხლებელ ტყის მასივებში ბინადრობენ: მგელი, კავკასიური კვერნა, მაჩვი, ტურა, მგელი, კურდღელი, წავი და მრავალი სხვა. არგვეთის ქედის კალთების უტყეო და დაუმუშავებული ადგილები მდელოებს უჭირავს, რომლებსაც სათიბებად და საძოვრებად იყენებენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის დაბალმთიან და საშუალომთიან ადგილებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, კლიმატი მაინც ნოტიოა. რაიონისთვის დამახასიათებელია ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,9˚ C -დან 14,1˚ C -მდე მერყეობს.