back to top
spot_imgspot_img
ავიაბილთები avia.geავიაბილთები avia.ge

საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს 05.03.2025

სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 მარტს თბილისში უნალექო, თუმცა ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 13°C-მდე მოიმატებს. 7 მარტიდან კი ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს, კვირის განმავლობაში კი პროგნოზირებულია შემდეგი მაჩვენებლები:

  • 7 მარტი: +2°C/+16°C
  • 8 მარტი: +2°C/+16°C
  • 9 მარტი: +3°C/+17°C
  • 10 მარტი: +4°C/+16°C
  • 11 მარტი: +4°C/+17°C
  • 12 მარტი: +6°C/+19°C
  • 13 მარტი: +7°C/+20°C

რაც შეეხება ზოგად ამინდის პროგნოზს საქართველოში, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ცივი ამინდია მოსალოდნელი.

  • დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში თოვა გაგრძელდება, ხოლო სანაპირო და დაბლობ რაიონებში ნალექი წვიმისა და თოვლჭყაპის სახით იქნება.
  • კვირის დასაწყისში ტემპერატურა დაბალი იქნება, ღამით -5 გრადუსამდე დაეცემა, თუმცა კვირის ბოლოსკენ მნიშვნელოვნად მოიმატებს.
  • დაბლობ რაიონებში დღისით +15-16 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში +10-12, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში +8-10 გრადუსი.
  • აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლი შენარჩუნდება, თბილისშიც მოსალოდნელია თოვლჭყაპი.
  • შიდა ქართლში დაბალი ტემპერატურაა -3, -4 გრადუსი, ხოლო დღისით +5 გრადუსი.
  • გუდაურსა და ბაკურიანში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, ტემპერატურა -13, -14 გრადუსამდე დაეცემა, თუმცა მომდევნო კვირის ბოლოს იქაც დათბობა დაიწყება.

გამოიყენეთ მზიანი დღეები გარე აქტივობებისთვის! დეტალური ამინდის პროგნოზის გასაგებად, ეწვიეთ Amindi.info -ს.

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები