back to top
spot_img
spot_img

მესტია ამინდი

loader-image
Mestia, GE
14:03, ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
weather icon 5°C
ღრუბლიანი
ტენიანობა: 78 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 4 Km/h S
ღრუბლიანობა: 13%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 ღრუბლიანი
weather icon
5°5°°C 0 mm 0% 4 Km/h 80 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი19:00 ღრუბლიანი
weather icon
-2°0°°C 0 mm 0% 8 Km/h 83 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი22:00 მზიანი
weather icon
-2°-2°°C 0 mm 0% 7 Km/h 82 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი01:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
-2°-2°°C 0 mm 0% 7 Km/h 75 % 103 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი04:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
-0°-0°°C 0 mm 0% 7 Km/h 75 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი07:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
2°2°°C 0 mm 0% 5 Km/h 78 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი10:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 2 Km/h 74 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი13:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
6°6°°C 0 mm 0% 4 Km/h 82 % 102 kpa 0 mm/h

მესტია ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
Tbilisi

თბილისში ამინდი იცვლება 22-28 ნოემბერი 2024

Weather Forecast Georgia

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ ? 21 ნოემბერი 2024 წ.

თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

1.

ამინდი მესტიაში საათების მიხედვით

plus icon close icon

ამინდი საათების მიხედვით მესტიაში დიდ კომფორტს უქმნის თითოეულ მესტიაში მცხოვრებ ადამიანს, ან მოქალაქეს, რომელიც აპირებს მესტიაში ჩასვლას, რადგან იგი მომზადებული ხვდება ნებისმიერ კლიმატურ ცვლილებას და საშუალება ეძლევა გაითვალისწინოს ყოველი საათი. saatobrivi amindis prognozi Mestiashi მნიშვნელოვანია ადამიანთა ნაწილისთვის, ვინც მცირე ხნით არის მესტიაში და სურს ნაყოფიერად გამოიყენოს ყოველი საათი.

2.

ამინდი მესტია 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

გაიგეთ ამინდი მესტია 7 დღის პროგნოზი ჩვენ საიტზე Amindi.info -ზე ჩვენი საიტი გთავაზობთ მიიღოთ ზუსტი ინფორმაცია შემდეგი 7 dgis amindis prognozi Mestiashi. ეს ინფორმაცია იდეალურია მათთვის, ვინც აპირებს მესტიაში დასასვენებლად, ტურისტულად მოგზაურობას და ერთი კვირის გატარებას ამ ულამაზეს ადგილას. იქიდან გამომდინარე, რომ მესტია მაღალმთიანი რეგიონია, შეიძლება ამინდი მომენტალურად შეიცვალოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველდღიური კლიმატური პროგნოზი იყოს ზუსტი, რასაც ჩვენი საიტი გთავაზობთ.

3.

ამინდი მესტია 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი მესტიაში ერთ-ერთი ხანგრძლივვადიანი პროგნოზია, რომელიც ჩვენს საიტზე შეგიძლიათ რომ მიიღოთ. ქარი, წვიმა, ნალექი, ელვა, ჭექა-ქუხილი, ნებისმიერი კლიმატური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ჩვენი საიტიდან მიიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ 14 dgiani amindi Mestiashi არ არის პატარა პერიოდი, შესაძლოა 100%-იანი სიზუსტით არ დაემთხვეს პროგნოზი, თუმცა ჩვენ გთავაზობთ მაქსიმალურთან მიახლოებულ პროგნოზს, რომლითაც უკმაყოფილონი ნამდვილად არ დარჩებით.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი მესტიაში

plus icon close icon

25 დღიანი ამინდის პროგნოზი მესტიაში ყველაზე ხანგრძლივვადიანი პროგნოზია, რომელსაც შეგიძლიათ ჩვენს საიტზე გაეცნოთ. თითქმის ერთი თვის წინასწარი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა ჩვენი საიტი amindi.info მიახლოებულ წარმოდგენას შეგიქმნით გაიგოთ 25 dgis amindis prognozi Mestiashi ტემპერატურისა და კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელიც მესტიაში გელოდებათ.

5.

ზუსტი ამინდი მესტიაში

plus icon close icon

ზუსტი ამინდი მესტიაში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე, რომელიც მუდმივად განახლდება. zusti amindis prognozi Mestiashi მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

მესტია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. მას, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია აქვს. მესტია გამორჩეულია საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. მომნუსხველი და დაუვიწყარია სვანეთის მშვენება, მწვერვალი უშბა, საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები. ალბათ სწორედ ამ ცადაზიდულ მყინვარებსა და კლდეებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ გვყავდა „კლდის ვეფხვად“ წოდებული მიხეილ ხერგიანი და სხვა დიდებული სვანი მთამსვლელები. სვანური კოშკები, უნიკალური ტაძრები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ რელიგიური ნიმუშები ნამდვილად ძალიან საინტერესო, ინდივიდუალური და უდიდესი ისტორიულ-კულტურული ღირებულების მქონე ნაწილია მდიდარი და მრავალფეროვანი ქართული კულტურისა. აღსანისნავია, რომ სვანური კოშკები ცნობილ იაპონელ ანიმატორს, ჰაიაო მიაძაკის გამოყენებული აქვს თავის ერთ-ერთ ცნობილ ანიმეში – „ლაპუტა: სასახლე ცაში“. მესტია შესანიშნავი ადგილია მთაში დასვენების მოყვარულთათვის როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. აქ ფუნქციონირებს სამთო-სათხილამურო კურორტები ჰაწვალი და თეთნულდი.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი მესტიაში

მესტიის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა მესტია. იგი მოიცავს ზემო სვანეთის ტერიტორიას, მდინარე ენგურის ხეობას ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე და მისი შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულებია: დაბა მესტია, ბეჩო, ეცერი, იდლიანი, იფარი, კალა, ლახამულა, ლატალი, ლენჯერი, მულახი, ნაკრა, უშგული, ფარი, ცხუმარი, წვირმი, ჭუბერი, ხაიში. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთად. ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია რაიონში 200-მდე მყინვარია, მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა. მესტიის მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადებია — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა.

ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7℃, იანვარში -6,4℃, ივლისში 16,4℃. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი -25℃, აბსოლუტური მაქსიმუმი +35℃. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება. ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.

მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. საკულტო ნაგებობათაგან აღსანიშნავია: მაცხოვრის (მაცხვარიშ) ქვით ნაგები ორსართულიანი ეკლესია (XIII-XIV სს.), რომლის კედლებსაც მაღალოსტატურად მოხატული ფრესკები ამკობს; ღვთისმშობლის (ლამარია) ეკლესია (განვითარებული შუა საუკუნეები) მოხატულობითა და წარწერეით; სეტის მთავარანგელოზთა (თარნგზელ) და ფუსტის ეკლესიები. შემონახულია აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები – გალავნით შემოზღუდული ერთიანი კომპლექსი, რომელშიც შედის კოშკი, მასზე მიდგმული საცხოვრებელი (მაჩუბი) და სამეურნეო დანიშნულების სხვა შენობები.

მესტია მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია), საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი (მთავარანგელოზთა ეკლესია). მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის უძველესი ძეგლები (ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა). მესტიაში არის სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.