ფოთი ამინდი
ფოთი ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი ფოთში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი ფოთში, ყველაზე ზუსტი პროგნოზია, რომელიც ჩვენს საიტზე შეგიძლიათ ნახოთ Amindi.info ყოველი საათის ზუსტი პროგნოზი ტემპერატურისა და სხვა კლიმატური პირობების შესახებ, რომელიც ჩვენი საიტიდან შეგიძლიათ შეიტყოთ, დიდ კომფორტს შეგიქმნით, რათა იგი საშუალებას იძლევს Amindis prognozi poti თითოეული საათი დაგეგმოთ ისე, რომ ხელი არ შეგიშალოთ გაუთვალისწინებელმა კლიმატურმა პირობებმა.
ამინდი ფოთი 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი ფოთი 7 დღის პროგნოზი –ს წინასწარი ცოდნა ქალაქ ფოთში მნიშვნელოვან ფაქტს საჭიროებას წარმოადგენს მრავალი ადამიანისთვის, რადგან შავიზღვისპირეთის ქალაქი საკურორტო ზონაა და ბევრი მოქალაქის სურვილია გამგზავრებამდე წინასწარ ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ თუ კურორტზე როგორი ამინდი დახვდება, რის საშუალებასაც გაძლევთ ჩვენი საიტი რომ გაიგოთ 7 dgis amindis prognozi potshi.
ამინდი ფოთი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღის ამინდის პროგნოზი ფოთში მნიშვნელოვანი კლიმატური პირობების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა 100%-იანი სიზუსტით არ ახდეს, გამომდინარე იქიდან რომ 14 dgis amindis prognozi potshi, თუმცა ჩვენი საიტი მაქსიმალურად დიდი სიზუსტით მოგაწვდით ინფორმაციას შემდეგი 2 კვირის მოსალოდნელი ამინდის შესახებ ქალაქ ფოთში.
25 დღის ამინდის პროგნოზი ფოთში
25 დღის ამინდის პროგნოზი ფოთში ყველაზე ხანგრძლივვადიანი პროგნოზია, რომელიც ჩვენს საიტზე amindi.info -ზე შეგიძლიათ მიიღოთ. ქარი, წვიმა, ელჭექი, სეტყვა – ყველა მსგავსი კლიმატური პირობების შესახებ, რომელსაც ქალაქ ფოთში შეიძლება წააწყდეთ შემდეგი 25 dgis amindis prognozi potshi შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენგან.
ზუსტი ამინდი ფოთი
ზუსტი ამინდი ფოთში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi potshi, რომელიც მუდმივად განახლდება. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ფოთის ისტორია
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს და ის ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია შავი ზღვისპირეთში. ქალაქს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ხობის რაიონი, ხოლო სამხრეთიდან კი მდინარეები – პალიასტომი და კაპარჭინა. ქალაქი ფოთი უმდიდრესი ისტორიული წარსულის მქონე, ევროპულად დაგეგმარებული, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობის სანავსადგურო ქალაქია.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ფოთში
ისტორიული ტრადიცია თანამედროვე ქალაქ ფოთს უკავშირებს არქეოლოგიურად ჯერაც დაუდასტურებელ ანტიკურ ქალაქ ფაზისს. ითვლება, რომ ფაზისი დაარსეს საბერძნეთის ქალაქ მილეთის კოლონისტებმა. ფაზისის შესახებ პირველ ცნობებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეების ძველი საბერძნეთის ავტორები გვაწვდიან, ხოლო ტოპონიმი ,,ფოთი’’ პირველად VIII საუკუნის ისტორიულ წყაროებში გვხვდება. ფსევდოსკილაკოსი ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში წერდა, რომ ფაზისი ელინთა ქალაქია და რომ მდინარის აღმა 180 სტადიის მანძილზე მდებარეობს დიდი ქალაქი, მედეას სამშობლო.
აღსანიშნავია, რომ ისტორიულ ფაზისში ფუნქციონირებდა უმაღლესი რიტორიკული სკოლა ,,ფაზისის აკადემია“. 1858 წელს ფოთი სანავსადგურო ქალაქად გამოცხადდა და ამ პერიოდიდან დაიწყო მისი აღმშენებლობა, ევროპულად მოაზროვნე სახელმწიფო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობითა და კონცეფციით. ქალაქის დაგეგმარება ნიკო ნიკოლაძისა და გერმანელ არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის კოლაბორაციასთან არის დაკავშირებული. ფრიკმა ნიკოლაძესთან ერთად ქალაქის გენ‐გეგმა პარიზის ბულვარის მიხედვით დააპროექტა.
ქალაქი მოდერნის (Art Nouveau) სტილის უნიკალური შენობა-ნაგებობებითაა გამორჩეული, რომლებიც აგებულია IXX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ისინი წარმოადგენენ ცვალებადი სიმაღლის მქონე შენობებს, რომლებიც განსხვავებული დეკორატიული ელემენტების მიუხედავად, საერთო სახეს ატარებენ.
ნიკო ნიკოლაძემ ასევე განახორციელა პორტის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება იმდროინდელი უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ქალაქის ეკონომიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ფოთის პორტის მშენებლობამ, რამაც ის სტრატეგიულ ცენტრად აქცია.
ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრი ნოვაცია უკავშირდება ქალაქ ფოთს, მათ შორის წარმატებული მუნიციპალიზმი, ურბანული კულტურის მაღალი სტანდარტები, საქართველოში პირველი რკინიგზა, რომელიც ოფიციალურად, ფოთი – ტფილისის მიმართულებით 1872 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა. რკინიგზის გაყვანამ საფუძვლიანად შეცვალა ფოთის საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება.
ქალაქს დასავლეთით ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით ხობის რაიონი და მდინარე რიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე კაპარჭა და პალიასტომის ტბა. მისი ტერიტორია 65.8 კმ2-ია. ფოთისათვის დამახასიათებელია ვაკე რელიეფი. დაბალი ჰიფსომეტრიული დონე და ნიადაგ-გრუნტის წყლის სიახლოვე ზედაპირთან დაჭაობების პროცესს განაპირობებს, ამიტომაც გარკვეული ტერიტორიების ხელოვნურად ამაღლება ხდება. ხელოვნურადაა ამაღლებული 9 აპრილის ხეივანი და რიონის ხიდთან კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი.
ქალაქის მწვანე საფარს ძირითადად ქალაქის ცენტრალური პარკი, მალთაყვის ტყე-პარკი, გამწვანების ზოლები, სკვერებისა და ქუჩების გამწვანებები წარმოადგენს. ქალაქის ტერიტორიის მიწები განეკუთვნება ქვიშა და ქვიშნარს. აქ გვხვდება დელფინი აფალინა, თეთრგვერდა დელფინი, ტურა, გარეული ღორი, კავკასიური თხუნელა და ა.შ. ფოთი და მისი შემოგარენი მელიორაციულ – ეკოლოგიური თვალთახედვით რთული რეგიონია. ეს სირთულე მისი კლიმატური პირობებითა და რელიეფური ფაქტორებითაა განპირობებული. ქალაქი გაშენებულია მდინარე რიონის დელტაში, რომლის დიდი ნაწილიც ტორფიანი ჭაობებითაა წარმოდგენილი, ხოლო სანაპირო ზოლი ქვიშიანი დიუნებითაა აგებული. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ფოთი კოლხეთის ეროვნული პარკითაა შემოსაზღვრული, სადაც დაცულია კოლხეთის დაბლობისთვის სახასიათო ჭარბტენიანი ჰაბიტატები. მისი საერთო ფართობია 44,600 ჰა. ფოთის სამხრეთით, კოლხეთის ეროვნული პარკის ფარგლებში მოქცეულია ბუნებრივი ტბა პალიასტომი, მისი ფართობია 18 კმ2.
ქალაქი ასევე, გამოირჩევა კულტურული ობიექტებით, მათ შორის აღსანიშნავია კოლხური კულტურის მუზეუმი, სახელმწიფო პროფესიული თეატრი, სახელოვნებო სასწავლებლები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, კულტურისა და დასვენების პარკი და სხვ.