back to top
spot_img
spot_img

წინანდალი ამინდი

loader-image
Tsinandali, GE
14:11, ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
weather icon 14°C
მზიანი
ტენიანობა: 45 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 3 Km/h SE
ღრუბლიანობა: 7%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 მზიანი
weather icon
14°14°°C 0 mm 0% 4 Km/h 47 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი19:00 მზიანი
weather icon
10°11°°C 0 mm 0% 3 Km/h 58 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი22:00 მზიანი
weather icon
9°9°°C 0 mm 0% 5 Km/h 62 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი01:00 მზიანი
weather icon
8°8°°C 0 mm 0% 6 Km/h 61 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი04:00 მზიანი
weather icon
8°8°°C 0 mm 0% 6 Km/h 60 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი07:00 მზიანი
weather icon
8°8°°C 0 mm 0% 7 Km/h 61 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი10:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
12°12°°C 0 mm 0% 6 Km/h 49 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი13:00 მზიანი
weather icon
17°17°°C 0 mm 0% 4 Km/h 33 % 102 kpa 0 mm/h

წინანდალი ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
Tbilisi

თბილისში ამინდი იცვლება 22-28 ნოემბერი 2024

Weather Forecast Georgia

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ ? 21 ნოემბერი 2024 წ.

თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

1.

აᲛინდი წინანდალში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი წინანდალში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი ყოველ საათში. იმ შემთხვევაში, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ გარეთ აპირებთ გასვლას, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, შეიცვლება თუ არა ამინდი დღის განმავლობაში. Amindi.info გთავაზობთ გაიგოთ Amindis shesaxeb Tsinandalshi, მათ შორის ნალექის შესაძლებლობას, ტემპერატურას და ქარის სიჩქარეს.

2.

ამინდი წინანდალი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

7 დღის ამინდი წინანდალში, პროგნოზი განსაკუთრებით საჭიროა ადამიანთა იმ კატეგორიისთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა ნაყოფიერად. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgiani prognozi Tsinandalshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი წინანდალი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი წინანდალში საშუალებას იძლევა უფრო ფართო წარმოდგენა შეგიქმნათ ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Tsinandalshi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნაკლებად იყოს დაბრკოლებად.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი წინანდალში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი წინანდალში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან პროგნოზს. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 dgis amindis prognozi Tsinandalshi უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის, თუმცა იგი მაქსიმალურად მიახლოებულ წარმოდგენას გვიქმნის რეალურ ამინდთან.

5.

ზუსტი ამინდი წინანდალში

plus icon close icon

ზუსტი ამინდი წინანდალში ეფუძნება ყველაზე ახალ მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Tsinandalshi, რომელიც მუდმივად განახლდება. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

წინანდალი — სოფელი საქართველოში, თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას. ზღვის დონიდან 560 მ. თელავიდან 10 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2675 ადამიანი. სოფელი ცნობილია იმით, რომ აქ მდებარეობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და XIX საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი წინანდალში

სოფელი წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მეთვრამეტე საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე II-ის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში. მისი სასახლის შესახებ დღეისათვის მწირი ინფორმაცია არსებობს ცნობილია, რომ სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა.

გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ–საქართველოს ურთერთობებში და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს იოანე ბაგრატიონთან ერთად. მეფე ერეკლემ მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს (1786-1846) ერგო.

ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა და საიმპერატორო კარზე იზრდებოდა. იგი იყო ეკატერინე II-ისა და ალექსანდრე I-ის ნათლული.

1818 წელს ალ. ჭავჭავაძემ წამოიწყო ახალი სასახლის მშენებლობა. დიდძალი სტუმრიანობის გამო, ცხადი გახდა, რომ სასახლე მასშტაბებში უნდა გაზრდილიყო. 1831 წელს წინანდალში მშვენიერი ბაღით გარშემორტყმული დიდი სასახლე უკვე დგას, რაზეც მეტყველებს გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ორი შენობა“, რომელშიც ავტორი გარსევან ჭავჭავაძის ძველი სასახლისა და ალექსანდრეს ახალი სასახლის შედარებას ახდენს.

ალ. ჭავჭავაძეს ოთხი შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო, მეორე – ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანის მეუღლე, ვაჟი – დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე, ანა ბაგრატიონი, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII შვილიშვილი იყო. ალექსანდრეს უმცროსი ქალიშვილი სოფიო ჭავჭავაძე ცოლად გაჰყვა კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსს ბარონ ალექსანდრე ნიკოლაის.

XIX საუკუნეში წინანდალში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები. სასახლეს ასევე სტუმრობდნენ რუსი და უცხოელი დიპლომატები და ხელოვანები. წინანდლის სასახლე XIX საუკუნის კულტურულ კერას წარმოადგენდა.

1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამავე პერიოდიდან წინანდლის მამულების დიდი რეკონსტრუქცია იწყება. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სათავეში ცნობილი რუსი არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი ჩაუდგა. ხოლო 1887 წელს პარკის გადაკეთება შვედ ბოტანიკოსს არნოლდ რეგელს დაუკვეთეს. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მევენახეობის საბჭოთა მეურნეობა. რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ. 1946 წლიდან ქართველი პოეტის გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი.