ბაკურიანი ამინდი
ბაკურიანი ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
ამინდი ბაკურიანში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი ბაკურიანში. გაეცანი ზუსტ ამინდს ბაკურიანში საათების მიხედვით. შეიტყვე ჩვენი საიტიდან როგორი ამინდი იქნება ბაკურიანში და რა იქნება მაქსიმალური ტემპერატურა, რომლის მიხედვითად შეგიძლია დაგეგმო საკუთარი დღე. გაიგეთ amindis prognozi Bakurianshi და ნახეთ თითოეული საათი რომლის მიხედვით შეგიძლია წინაწარ დაგეგმო იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელსაც ჩვენი საიტი გაწვდით.
ამინდი ბაკურიანი 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი ბაკურიანი 7 დღის პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რადგან ბაკურიანი საზამთრო კურორტია და შესაბამისად, ინტერესიც დიდია ამ ქალაქის ამინდის მიმართ. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი, დაბალი თუ საშუალო ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. amindi Bakurianshi 7 dgis საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის, რომლესაც ბაკურიანში დაგეგმავთ.
ამინდი ბაკურიანი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღის ამინდის პროგნოზი ბაკურიანში შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ უფრო ფართო სურათი მოსალოდნელი ამინდის შესახებ და კლიმატურ პირობებზე, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში. მართალია, 14 dgis amindis prognozi Bakurianshi ხშირად იცვლება, თუმცა, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ საერთოდ დაგავიწყდებათ ის დრო, როცა ამინდი თქვენთვის ოდესღაც დაბრკოლებას წარმოადგენდა.
25 დღის ამინდის პროგნოზი ბაკურიანში
25 დღის ამინდის პროგნოზი ბაკურიანში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც კი შესაძლებელია ბაზარზე მიიღოთ. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია ადამიანთა კატეგორიისთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივვადიან პერიოდზე და მნიშვნელოვანია თითოეული დღის ამინდი. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 25 dgis amindis prognozi Bakurianshi უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო მცირეა, თუმცა ეს არ უშლის ხელს იმას, რომ იყოს სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული.
ზუსტი ამინდი ბაკურიანი
ზუსტი ამინდი ბაკურიანში ეფუძნება ინოვაციურ მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია კლიმატური ცვლილებების შესახებ საკუთარ ქალაქში. ჩვენი საიტი – Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Bakurianshi, რომელიც მუდმივად განახლდება. ჩვენი ამინდის პროგნოზი მოიცავს დეტალებს ისეთი კლიმატური პირობების შესახებ როგორებიცაა: ტემპერატურა, ნალექი, ელჭექი, წვიმა, ტენიანობა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენთვის მისაღები გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი. თემის ცენტრი (სოფლები: დიდი მიტარბი, პატარა მიტარბი, თორი, საკოჭავი). წარმოადგენს ბორჯომი – ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ბაკურიანში
ბაკურიანი ცნობილი სამთო-კლიმატური კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. 1932 წელს გაიხსნა პირველი სათხილამურო ბაზა. ბაკურიანიდან კოხტაგორის მთაზე (1,3 კმ) და ცხრაწყაროს უღელტეხილზე (3,5 კმ) გაყვანილია საბაგირო გზები, აგებულია სათხილამურო ტრამპლინები. დიდველის სათხილამურო გზებზე მოქმედებს ხელოვნური გათოოვლიანება. ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება (2052 სთ წელიწადში) და ულტრაიისფერი სხივების მაღალი რადიაცია. სამედიცინო ჩვენება: ლიმფადენიტი, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებანი, სისხლნაკლებობა.
სათხილამურო კურორტი ბაკურიანი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. ბაკურიანი თბილისიდან დაახლოებით 180 კილომეტრში, ხოლო ბორჯომიდან 30 კილომეტრის დაშორებითაა. ბაკურიანის კლიმატი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ამ მიზეზით, ბაკურიანში ყოველ სეზონზე ბევრი დამსვენებელია. იანვარი და თებერვალი ზამთრის სეზონისთვის საუკეთესო თვეა. ამ პერიოდში თოვლის რაოდენობა და ხარისხი საუკეთესოა.
ბაკურინში ჩასვლა თბილისიდან დაახლოებით 2 საათშია შესაძლებელი. მოგზაურები საკუთარი მანქანით ან მიკრო ავტობუსებით მიდიან კურორტზე. მიკრო ავტობუსები დიდუბიდან და სადგურის მოედნიდან გადიან. სანამ ბაკურიანში ჩახვალთ, ბორჯომამდე გზა ყოველთვის გაწმენდილია თოვლისგან. ბაკურიანის გზა ზოგჯერ თოვლით ან ყინულითაა დაფურული, ამიტომ მანქანით მგზავრობისას აუცილებელია ზამთრის საბურავები. ასევე, შესაძლებელია სადგურის მოედნიდან ბორჯომამდე მიკრო ავტობუსით ან მატარებლით იმგზავროთ, შემდეგ კი ბორჯომი-ბაკურიანის “კუკუშკას” გაყვეთ. “კუკუშკა” პატარა მატარებელია, რომელიც ბაკურიანისკენ მისასვლელ ულამაზეს გზას გადის.
ბაკურიანი, როგორც სათხილამურო კურორტი 1935 წელს დაარსდა. აქ ძირითადად 23 განსხვავებული სახის სასრიალო გზებია, რომლებიც მოთხილამურის დონეების მიხედვით იყოფა. დამწყებ, საშუალო დონისა და გამოცდილ მოთხილამურეებს შეუძლიათ ისრიალონ ბაკურიანის სასრიალო ტრასებზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბაკურიანი პროფესიონალი მოთხილამურისთვის არ არის იდეალური ადგილი, რადგან თოვლის ხარისხი და რაოდენობა შედარებით ნაკლებია ბაკურიანში, ვიდრე სხვა საქართველოს სათხილამურო კურორტებზე. ამიტომაც, სათხილამურო კურორტი ბაკურიანი უფრო დამწყები და საშუალო დონის მოთხილამურისთვის არის რეკომენდებული.
ბაკურიანში 5 სასრიალო ტრასაა. ფუნიკულიორი და საბაგიროები მუშაობს დილის 10 საათიდან შუადღის 5 საათამდე. დიდველის სასრიალო ტრასა განსაკუთრებული ადგილია მოთხილამურეებისთვის, რადგანაც ტრასას მთელ სიგრძეზე მიუყვება ფერად-ფერადი განათებები. მოგზაურები ყოველ შაბათ-კვირას დადიან ღამის სრიალზე, რომელიც შუადღის 5 საათზე იწყება და საღამოს 10-ის ნახევრამდე გრძელდება.