back to top

ახმეტა ამინდი

loader-image
Akhmeta, GE
19:57, ხუთშაბათი, 19 სექტემბერი
weather icon 16°C
უმეტესა ღრულიანი
ტენიანობა: 63 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 2 Km/h E
ღრუბლიანობა: 99%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
დღეს 22:00
weather icon
16° / 16°°C 0 mm 0% 2 Km/h 62 % 102 kpa 0 mm/h
ხვალ 01:00
weather icon
15° / 16°°C 0 mm 0% 2 Km/h 64 % 102 kpa 0 mm/h
ხვალ 04:00
weather icon
15° / 15°°C 0 mm 0% 4 Km/h 67 % 102 kpa 0 mm/h
ხვალ 07:00
weather icon
14° / 14°°C 0.45 mm 45% 4 Km/h 74 % 102 kpa 0 mm/h
ხვალ 10:00
weather icon
14° / 14°°C 0.48 mm 48% 3 Km/h 81 % 102 kpa 0 mm/h
ხვალ 13:00
weather icon
13° / 13°°C 1 mm 100% 3 Km/h 92 % 102 kpa 0 mm/h
ხვალ 16:00
weather icon
15° / 15°°C 0.73 mm 73% 3 Km/h 79 % 102 kpa 0 mm/h
ხვალ 19:00
weather icon
14° / 14°°C 0 mm 0% 3 Km/h 83 % 102 kpa 0 mm/h

ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
akhmeta
mexi

რუს ტურისტს ბათუმში მეხი დაეცა

1.

აᲛინდი ახმეტაში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი ახმეტაში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი  თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი ახმეტაში დღის განმავლობაში შეიცვლება. amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb akhmetashi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.

2.

ამინდი ახმეტა 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი ახმეტა 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Akhmetashi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი ახმეტა 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი ახმეტაში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Akhmetashi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ახმეტა 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი ახმეტაში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი ახმეტაში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Akhmetashi განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი ახმეტაში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.

5.

ზუსტი ამინდი ახმეტა

plus icon close icon

ზუსტი ამინდი ახმეტა ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi Akhmetashi და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე ახმეტაში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი ახმეტაში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

ახმეტის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი სადგომები და არტეფაქტები ადასტურებს. ახმეტაში ასევე აღმოჩენილია ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის „ილტოს“ ნამოსახლარი და სამაროვანი, გვიან ბრინჯაოსა და გვიანანტიკური ხანის სამარხები, შუა საუკუნეების ნასახლარი და სამაროვანი და სხვა. ახმეტა, როგორც მნიშვნელოვანი დასახლება, ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნის 40-იანი წლებიდან იხსენიება. ახმეტაში სხვადასხვა პერიოდის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება, რაც ამ რაიონში გასულ საუკუნეებში განვითარებული კულტურის არსებობას და მის ისტორიულ მნიშვნელობას ცხადყოფს. იგი ცალკე რაიონი 1951 წელს გახდა, ამჟამად მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. დღესდღეობით მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 2 მუზეუმი, 2 თეატრი, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი ახმეტაში

რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მემარცვლეობა, მეცხოველეობა, მეცხვარეობა. აგრეთვე მისდევენ მებოსტნეობას, მეხილეობასა და მეაბრეშუმეობას. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მრეწველობასაც. მრეწველობის დარგებიდან აღსანიშნავია ხე-ტყის დამუშავება და კვების მრეწველობა. ახმეტის მუნიციპალიტეტი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ გვხვდება როგორც კახეთისთვის დამახასიათებელი ბუნება და ხუროთმოძღვრული ძეგლები, ასევე თუშეთის ლანდშაფტი და სახასიათო არქიტექტურა. მთები, ტბები, ჩანჩქერები, ფიქლით ნაგები კოშკები, შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანესი ტაძრები, როგორიცაა: ალავერდი, კვეტერა და სხვა, ძალიან მიმზიდველ გარემოს ქმნის მოგზაურობის მოყვარულთათვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე რაიონის ეკონომიკაში ტურიზმიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახმეტას წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი სტუმრობს.

ახმეტის მუნიციპალიტეტი კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახმეტა. მუნიციპალიტეტს დასავლეთით დუშეთი და თიანეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთით – ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით – თელავი და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საგარეჯო. ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია გეომორფოლოგიურად კონტრასტებით ხასიათდება. უდიდესი ნაწილი მაღალი ქედებითა და მთებითაა გარშემორტყმული. შედარებით დაბალი ადგილები მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში გვხვდება, ალაზნის ვაკის სახით. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი, კახეთის კავკასიონის საწყისი მონაკვეთი და მათთან დაკავშირებული განშტოებები. რაიონი ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით ხასიათდება. ჩრდილოეთით მთიან მხარეში, თუშეთში, აღსანიშნავია ორი მდინარე: პირიქითი ალაზანი და თუშეთის ალაზანი. მნიშვნელოვანი მდინარეა აგრეთვე ალაზანი, რომელიც სწორედ ახმეტის რაიონის ფარგლებში, ბორბალოს მთის აღმოსავლეთ კალთაზე ზღვის დონიდან 2750 მ-ზე იწყება. რაიონში გვხვდება ტბებიც.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ბუნებრივი პირობების თვალსაზრისით უნიკალურია. ახმეტაში სამი სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს: ბაწარის, ბაბანეურისა და თუშეთის. დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა რაიონის ფლორა და ფაუნა. აქაურ ტყეებში გვხვდება: ფიჭვი, არყი, მუხა, ურთხელი, ძელქვა, ნეკერჩხალი და ა.შ. მუნიციპალიტეტში ბინადრობენ: არჩვი, ჯიხვი, ნიამორი, მურა დათვი, ფოცხვერი, შველი, მელა, მგელი, კურდღელი, კავკასიური როჭო, ორბი და მრავალი სხვა.

მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმია 38 °C. ზღვის დონიდან 700 -იდან 1200 მ-მდე ზომიერად ნოტიო ჰავაა ჩამოყალიბებული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 3 C°, ივლისისა კი – 22 °C. ზღვის დონიდან 1200-2000 მ-ზე ტენიანი ჰავაა, ცივი ზამთრითა და გრილი ზაფხულით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 19 °C.