back to top

მარტვილი ამინდი

loader-image
Martvili, GE
19:58, ხუთშაბათი, 19 სექტემბერი
weather icon 22°C
უმეტესა ღრულიანი
ტენიანობა: 50 %
წნევა: 101 kpa
ქარი: 16 Km/h E
ღრუბლიანობა: 99%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
დღეს 22:00
weather icon
19° / 21°°C 0 mm 0% 13 Km/h 49 % 101 kpa 0 mm/h
ხვალ 01:00
weather icon
19° / 20°°C 0 mm 0% 16 Km/h 50 % 101 kpa 0 mm/h
ხვალ 04:00
weather icon
19° / 19°°C 0 mm 0% 16 Km/h 47 % 101 kpa 0 mm/h
ხვალ 07:00
weather icon
17° / 17°°C 0.71 mm 71% 18 Km/h 71 % 101 kpa 0 mm/h
ხვალ 10:00
weather icon
20° / 20°°C 0.4 mm 40% 17 Km/h 59 % 101 kpa 0 mm/h
ხვალ 13:00
weather icon
25° / 25°°C 0 mm 0% 13 Km/h 38 % 101 kpa 0 mm/h
ხვალ 16:00
weather icon
23° / 23°°C 0 mm 0% 7 Km/h 47 % 101 kpa 0 mm/h
ხვალ 19:00
weather icon
19° / 19°°C 0.24 mm 24% 4 Km/h 74 % 101 kpa 0 mm/h

ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
martvili
mexi

რუს ტურისტს ბათუმში მეხი დაეცა

1.

აᲛინდი მარტვილში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი მარტვილში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი  თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი მარტვილში დღის განმავლობაში შეიცვლება. amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb martvilshi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.

2.

ამინდი მარტვილი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი მარტვილი 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Martvilshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი მარტვილი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი მარტვილში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Martvilshi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი მარტვილი 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი მარტვილში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი მარტვილში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Martvilshi განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი მარტვილში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.

5.

ზუსტი ამინდი მარტვილი

plus icon close icon

ზუსტი ამინდი მარტვილი ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi martvili და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე მარტვილში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი მარტვილში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. იგი გამოირჩევა უძველესი ისტორიითა და ბუნების მრავალფეროვნებით. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. მარტვილის ძველი სახელწოდებაა ჭყონდიდი, რაც წარმართულ საკულტო მუხის (ჭყონი) ხეს უკავშირდება. იგი განვითარებულ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა შუა საუკუნეებშიც, რაზეც, გარდა ისტორიული წყაროებისა, რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც მეტყველებს.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი მარტვილში

დღესდღეობით მარტვილში ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა ტიპის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, მისდევენ მეცხოველეობას, მეაბრეშუმეობას, მეხილეობას, მევენახეობას და ა.შ. მრეწველობა ძირითადად ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს ემყარება. მარტვილის რაიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც ბუნების სილამაზე და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. ტურისტული თვალსაზრისით მის მიმზიდველობას ხელს უწყობს ბალნეო-კლიმატური კურორტი ლებარდე. თავისი მრავალფეროვნებით მარტვილი უამრავ ადამიანს იზიდავს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. რაიონის სამხრეთ ნაწილი ოდიშის დაბლობზეა განლაგებული, ცენტრალური და ჩრდილოეთ ნაწილები კი – ეგრისის გედის მთისწინეთსა და მის სამხრეთ კალთებზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მარტვილი. მარტვილს ჩრდილოეთით ლენტეხის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, აღმოსავლეთით – ხონი და ცაგერი, სამხრეთით – სენაკი და აბაშა, დასავლეთით კი – ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე, ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს. მარტვილში მიედინება მდინარეები ტეხური და აბაშისწყალი. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილი კოლხეთის ბარის ვაკესა და მთისწინეთს უჭირავს, ხოლო ჩრდილეთ ნახევარი მთაგორიანია. რაიონის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით ასხის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა“ და დვირის მთებში მრავლად გვხვდება სამკურნალო მინერალური წყლები. მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ნოტიო- სუბტროპიკული ჰავაა, თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხულითა და რბილი ზამთრით. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 12°C-ია, მთიან ზონაში კი ჰაერის ტემპერატურა უფრო ნაკლებია.

მარტვილის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. რაიონი შთამბეჭდავი ალპური ტბებით, ჩანჩქერებით, მღვიმეებით თუ უმშვენიერესი ხეობებით მრავალ ბუნებისა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლებარდეს ტბები, ონიორეს, წაჩხურუს, კაღუს, აბჰესისა და ტობის ჩანჩქერები, მარტვილის კანიონი, ბალდის კანიონი და სხვა. მარტვილში მრავალ შესანიშნავ ადგილს იპოვნით, როგორც თავგადასავლებით სავსე ლაშქრობის მოსაწყობად, ასევე მსუბუქი გასვლებისთვის თუ საოჯახო პიკნიკებისთვის.

რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითაც, აქ ნახავთ უძველეს, საინტერესო არქიტექტურის მქონე ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეებს. მუნიციპალიტეტის კულტურულ ძეგლებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მარტვილის მონასტერი, ყურადღებას იქცევს აგრეთვე ნოჯიხევის ნაეკლესიარი, რომელიც ერთადერთი რვააფსიდიანი ეკლესიაა საქართველოში. მნიშვნელოვანი და საყურადღებო ძეგლია ასევე ადრეული შუა საუკუნეების აბედათის ციხე, რომელიც საკმაოდ კარგად არის შემონახული.

მარტვილში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ დადიანების სალხინოს რეზიდენცია, ნოღის ციხე, თამაკონის ციხე, ნოჯიხევის ტეტრაკონქის ტიპის ნაეკლესიარი, წაჩხურუს ეკლესია და სხვა. რაიონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც სხვადასხვა პერიოდის (ქვის ხანიდან XIX-XX საუკუნეებამდე) მრავალფეროვანი ექსპონატებია წარმოდგენილი. თუკი მთაში დასვენების მოყვარული ხართ ამისთვის შესანიშნავი ადგილია ბალნეო-კლიმატური კურორტი ლებარდე, სადაც ულამაზესი ხედებით დატკბებით და სიმშვიდეში განიტვირთებით.