back to top
spot_img
ავიაბილთები avia.ge

ინტენსიური თოვისა და ქარბუქის შედეგად შეზღდულია გადაადგილება 28.11.2024

რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, რომელიც გამოწვეულია ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 მონაკვეთზე (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) დროებით აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათ შორის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ამასთან, გუშინ დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაშია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. თოვის და შეზღუდული ხილვადობის გამო, გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 28,29,30 ნოემბერს? 

28 ნოემბერი:

  • თბილისი: მცირე წვიმა, დღისით 8°C, ღამით 4°C.
  • ბათუმი: წვიმა, დღისით 10°C, ღამით 6°C.
  • ქუთაისი: მცირე წვიმა, დღისით 9°C, ღამით 5°C.

29 ნოემბერი:

  • თბილისი: მზიანი ამინდი, დღისით 10°C, ღამით 1°C.
  • ბათუმი: უმეტესად ღრუბლიანი, დღისით 12°C, ღამით 7°C.
  • ქუთაისი: უმეტესად ღრუბლიანი, დღისით 11°C, ღამით 4°C.

30 ნოემბერი:

  • თბილისი: ნაწილობრივ ღრუბლიანი, დღისით 9°C, ღამით 3°C.
  • ბათუმი: მცირე წვიმა, დღისით 11°C, ღამით 6°C.
  • ქუთაისი: მზიანი ამინდი, დღისით 10°C, ღამით 3°C.

ინტენსიური თოვა და ქარბუქი ხშირად იწვევს გადაადგილების შეზღუდვებსა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. თვალი ადევნეთ ზუსტი ამინდის პროგნოზს Amindi.info -ზე, რათა თავიდან აირიდოთ შეფერხება და უამინდობით გამოწვეული დისკომფორტი.

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები