17 დეკემბრიდან საქართველოში ამინდი კვლავ ცვალებადი იქნება, ნალექიანი დღეები და ტემპერატურის ცვლილებები გაგრძელდება, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ რეგიონებში. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განაცხადა.
“17 დეკემბერს ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა მაინც დაბალი დარჩება,” – აღნიშნა ქოქოსაძემ. მისი თქმით, თბილისში 17-18 დეკემბერს ღამის ტემპერატურა 0,+2 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დღისით +5 გრადუსს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოში 17-20 დეკემბერს ღამის საათებში ტემპერატურა 0,+5 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, დღისით კი +6,+11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი მოსალოდნელია 18 დეკემბრის შემდეგ, ძირითადად წვიმის სახით. თუმცა მაღალმთიან რაიონებში თოვლი შენარჩუნდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 17-20 დეკემბრის ღამეები კვლავ ცივი იქნება. 17 დეკემბერს ტემპერატურა -5, 0 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დღისით ჰაერის ტემპერატურა +3,+5 გრადუსს მიაღწევს. 18 დეკემბრიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექი თოვლისა და თოვლჭყაპის სახით, განსაკუთრებით შიდა ქართლში, კახეთსა და მთიან რეგიონებში.
თბილისში 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა ღამით ტემპერატურა 0 გრადუსის ფარგლებში იქნება, დღისით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე მიაღწევს. 18-19 დეკემბერს კვლავ გაიზრდება თოვლჭყაპის ალბათობა, ხოლო 20 დეკემბერს ტემპერატურა ისევ დაეცემა და დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, ტემპერატურა კვლავ მკვეთრად დაბლა დაეცემა. 18-19 დეკემბრის ღამეს ტემპერატურა -10, -13 გრადუსამდე შეიძლება ჩამოვიდეს შიდა ქართლისა და გორის რაიონებში.
“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შედარებით მაღალი დარჩება, თუმცა ნალექიანი ამინდი და ტენიანობა მოსალოდნელია. 17-20 დეკემბერს დღისით +7,+12 გრადუსი დაფიქსირდება,” – დასძინა ქოქოსაძემ.
ამინდის ცვლილებები ქვეყნის მასშტაბით 20 დეკემბრამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც ტემპერატურის მცირე მატება და სტაბილიზაციაა ნავარაუდევი.
ყოველდღიური ამინდის ზუსტი პროგნოზის გასაგებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეწვიეთ Amindi.info -ს და მიიღე ამომწურავი ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ.