გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის გუდაური – კობის მონაკვეთზე მაღალი ზვავსაშიშროებაა. ამ მიზეზით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, რომელიც მოიცავს თოვას, ქარბუქსა და შეზღუდულ ხილვადობას, დროებით იზღუდება ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე.
მომდევნო 7 დღის ამინდის პროგნოზი გუდაურში:
- ორშაბათი, 6 იანვარი: მზიანი პერიოდები, მაქსიმალური ტემპერატურა: -5°C, მინიმალური: -9°C.
- სამშაბათი, 7 იანვარი: მზიანი და უფრო თბილი, მაქსიმალური ტემპერატურა: 1°C, მინიმალური: -4°C.
- ოთხშაბათი, 8 იანვარი: მზიანი მთელი დღე, მაქსიმალური ტემპერატურა: 4°C, მინიმალური: -3°C.
- ხუთშაბათი, 9 იანვარი: ნაწილობრივ მზიანი, მაქსიმალური ტემპერატურა: 4°C, მინიმალური: -3°C.
- პარასკევი, 10 იანვარი: მზიანი პერიოდები, მაქსიმალური ტემპერატურა: 5°C , მინიმალური: -3°C.
- შაბათი, 11 იანვარი: მზიანი, მაქსიმალური ტემპერატურა: 4°C, მინიმალური: -8°C.
- კვირა, 12 იანვარი: ნაწილობრივ ღრუბლიანი, მაქსიმალური ტემპერატურა: 1°C, მინიმალური: -7°C.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამინდის პროგნოზი შესაძლოა შეიცვალოს.
უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის, გადაამოწმეთ უახლესი ინფორმაცია Amindi.info -ზე.