საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული ამინდის პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის 94-110 კმ მონაკვეთი (ფარავანის უღელტეხილი) დროებით დაკეტილია ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის.
ამავე გზის 110-146 კმ მონაკვეთში (ფარავანი-ნინოწმინდა) შეზღუდვა შეეხება მხოლოდ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს, ხოლო დანარჩენი ტიპის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
გზის 1-93 კმ მონაკვეთზე (კოდა-აიაზმა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
გაეცანი მუდმივად განახლებად ინფორმაციას Amindi.info -ზე.