გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის ცვლილება. 8-9 თებერვალს შენარჩუნდება შედარებით ცივი ამინდი, ზოგან მოსალოდნელია ნალექი. ხოლო 10 თებერვალს კი გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
- თბილისი - 8-9 თებერვალს მოსალოდნელია მცირე ნალექი და ნისლი, ხოლო 10 თებერვალს – უნალექო ამინდი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4, +6°C ფარგლებში იქნება.
- სანაპირო რაიონები (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) - 8-9 თებერვალს კვლავ ცივი და ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. ტემპერატურა +9, +11°C იქნება.
- დასავლეთ საქართველოს დაბლობი (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) - 8-9 თებერვალს ზოგან წვიმიანი ამინდი გაგრძელდება, 10 თებერვალს გამოიდარებს. დღისით +10, +12°C დაფიქსირდება.
- დასავლეთ საქართველოს მთიანეთი (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) - 8-9 თებერვალს ზოგან თოვლი მოსალოდნელია, 10 თებერვალს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4, +6°C იქნება.
- დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები (მესტია, ბახმარო) - 8-9 თებერვალს თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება, 10 თებერვალს გამოიდარებს. ტემპერატურა -1, +1°C იქნება.
- ქართლი (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) - ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი გაგრძელდება 8-9 თებერვალს, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +5, +7°C იქნება.
- კახეთი (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) - ზოგან მოსალოდნელია ნალექი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +4, +6°C იქნება.
- აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) - ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ტემპერატურა +3, +5°C იქნება.
- აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) - ზოგან თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლებელია ნისლიც. ჰაერის ტემპერატურა -2, -4°C იქნება.
გაეცანი მუდმივად განახლებად ინფორმაციას Amindi.info -ზე.