სინოპტიკოსების პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ტემპერატურა ძირითადად 20-30 გრადუსის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ღამით შედარებით გრილდება, ზოგან 10 გრადუსს ჩამოსცდება. მაღალმთიან რეგიონებში, განსაკუთრებით მესტიასა და ბაკურიანში, ღამით ტემპერატურა მინუს ნიშნულამდეც ეცემა. ზოგადად, თბილი და სასიამოვნო ამინდია მოსალოდნელი, რაც კომფორტული პირობებს ქმნის როგორც ყოველდღიური საქმიანობისთვის, ისე დასვენებისთვის.
- რუსთავშიც ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. თბილისში სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება მოსალოდნელი.
- ქუთაისში დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება მოსალოდნელი. სინოპტიკოსები მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
- ოზურგეთში მთელი დღე მზიანი ამინდი იქნება, დღისით ტემპერატურა +29 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმშიც ანალოგიური მდგომარეობაა – ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
- ფოთში მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში ტემპერატურა +27 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +11 გრადუსს ჩამოსცდება. მზიანი ამინდი შენარჩუნდება ზუგდიდშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება.
- სოხუმშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი.
- მესტიაში დღისით +18 გრადუსი იქნება, თუმცა ღამით ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიკლებს. ამბროლაურში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
- ჭიათურაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით +5 გრადუსი. ახალციხეში დღის განმავლობაში ტემპერატურა +21 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
- ბორჯომში მთელი დღე მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით +3 გრადუსი იქნება. ბაკურიანშიც მზიანი დღეა, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი.
- გორში დღისით ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ანალოგიური ამინდია, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი.
- გუდაურში დღის განმავლობაში ტემპერატურა +10 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდია ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
- ლაგოდეხში დღის განმავლობაში ტემპერატურა +25 გრადუსამდე გაიზრდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. თელავშიც მზიანი დღეა, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი.
- გურჯაანში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი. სიღნაღში დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი.