წარმატებული მოგზაურობის დაგეგმვა ორი მთავარი პროგნოზის შემოწმებით იწყება: ერთი ფინანსურია, მეორე კი რეალური, მეტეოროლოგიური. ხშირად მეორეს სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა, სწორედ ამინდს შეუძლია, დიდი რუდუნებით დაგეგმილი ბიუჯეტური მოგზაურობა სრულ კოშმარად აქციოს.
წარმოიდგინეთ: თვეებია ეძებდით იაფ ავიაბილეთებს, იპოვეთ ხელმისაწვდომი სასტუმრო და მზად ხართ, ქალაქი ფეხით დაათვალიეროთ. ჩაფრინდით და მთელი კვირა გადაუღებლად წვიმს, ან ტემპერატურა მოულოდნელად ნულს ქვემოთ დაეცა. ბიუჯეტური გეგმა, რომელიც პარკებში სეირნობასა და ქუჩის კაფეებში ჯდომას გულისხმობდა, იმ წამსვე ინგრევა. გიწევთ ალტერნატივის ძებნა ძვირადღირებული მუზეუმები, ტაქსით მგზავრობა ან, უბრალოდ, ოთახში ჯდომა. შედეგად, მოგზაურობა ან ბიუჯეტს აცდება, ან სრულიად უფუჭდება.
სწორედ ამიტომ, სანამ იაფ ავიაბილეთებზე ნადირობას დავიწყებთ, პირველი ნაბიჯი დანიშნულების ადგილის სეზონური ამინდის პროგროზის გარკვევაა. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება „კარგი ამინდის თარიღი“, შეგვიძლია, ამ პერიოდში საუკეთესო ფინანსური გარიგების მოძიებაზე გადავერთოთ.
როგორც კი ამინდის საკითხს მოვაგვარებთ, დგება ფინანსური ნაწილი. რეალურად, მოგზაურობა გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი ხდება, როდესაც მას სტრატეგიულად ვუდგებით. ამ პროცესში მთავარია ფრენების ნახვა ონლაინ და შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენება. ეს 4 რჩევა დაგეხმარებათ, იპოვოთ იაფი ავიაბილეთები სწორი სეზონისთვის.
რჩევა #1: იყავით მოქნილი დანიშნულების ადგილის არჩევისას
ბიუჯეტური მოგზაურობის ფუნდამენტური პრინციპი ხედვის შეცვლაა. იმის მაგივრად, რომ ავია ბილეთი ეძებოთ კონკრეტულ, წინასწარ შერჩეულ ქალაქში (ვთქვათ, ბარსელონაში), გაცილებით უკეთესია გაარკვიოთ, თუ სად შეგიძლიათ გაფრენა ყველაზე დაბალ ფასად იმ პერიოდში, როცა იქ კარგი ამინდია.
გამოიყენეთ შებრუნებული მიდგომა: დაადგინეთ თქვენი ბიუჯეტის ზღვარი და ნახეთ, რომელი მიმართულებები ჯდება ამ ფინანსურ ჩარჩოში. შესაძლოა, ბარსელონაში გამგზავრება გსურდათ (სადაც იმ დროს შეიძლება წვიმების სეზონი იყოს), მაგრამ აღმოაჩენთ, რომ საოცრად იაფად შეგიძლიათ ესტუმროთ კრაკოვს, ვილნიუსს ან ათენს, სადაც იმავე პერიოდში შესანიშნავი ამინდია.
რჩევა #2: იყავით მოქნილები თარიღებთან მიმართებაში (თქვენს „ამინდის ფანჯარაში“)
ავიაბილეთების ფასი მუდმივად ცვალებადია. მას შემდეგ, რაც შეარჩევთ სასურველ სეზონს (მაგალითად, მაისს), ამ თვის ფარგლებში თარიღების თუნდაც ერთი ან ორი დღით გადაწევას შეუძლია ღირებულება მნიშვნელოვნად დააკლოს. როგორც წესი, ფრენა სამუშაო დღეებში (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი) უფრო იაფია, ვიდრე დასვენების დღეებში (პარასკევი, შაბათი, კვირა) ან სადღესასწაულო პერიოდებში. გამოიყენეთ ფასების კალენდარი, რათა ერთიანად ნახოთ მთელი თვის ფასები და შეარჩიოთ ყველაზე ხელმისაწვდომი პერიოდი.
რჩევა #3: ყურადღება გაამახვილეთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე
საქართველოდან, მით უმეტეს ქუთაისის აეროპორტიდან, რეისებს ასრულებს რამდენიმე დაბალტარიფიანი (Low-Cost) ავიაკომპანია (Wizz Air, Ryanair, Pegasus და ა.შ.). ისინი ეკონომიური მოგზაურობის მთავარი დამხმარეები არიან. როდესაც საკითხი ეხება ხელმისაწვდომ ფრენებს, სწორედ ეს კომპანიები გვთავაზობენ საუკეთესო შეთავაზებებს. მათი ბიზნეს მოდელი მარტივია: თქვენ იხდით მხოლოდ გადაფრენის საფასურს, ხოლო ყველა დამატებითი სერვისი, როგორიც არის რეგისტრირებული ბარგი, ფასიანია.
რჩევა #4: იმგზავრეთ მსუბუქად
ეს რეკომენდაცია პირდაპირ კავშირშია წინასთან. დაბალტარიფიანი ავიაკომპანიები ჩასაბარებელ ბარგზე საკმაოდ მაღალ ფასს აწესებენ. თანხის დაზოგვის საუკეთესო გზაა, მიეჩვიოთ მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მგზავრობას, რომლის პარამეტრებიც ავიაკომპანიის უფასო ხელბარგის ნორმას შეესაბამება. რადგან უკვე იცით, რომ კარგი ამინდის სეზონზე მიფრინავთ, აღარ დაგჭირდებათ ბევრი თბილი და მოცულობითი ტანსაცმლის წაღება, რაც მსუბუქად ჩალაგებას კიდევ უფრო ამარტივებს.
როგორ გავხადოთ ეს პროცესი მარტივი?
ყველა ამ რეკომენდაციის ხელით შესრულება ამინდის კვლევა, თარიღების შედარება და სხვადასხვა საიტზე ფასების მუდმივი მონიტორინგი საკმაოდ დამღლელი პროცესია. საბედნიეროდ, არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც ამ ყველაფრის ფინანსურ ნაწილს თქვენს მაგივრად, რამდენიმე წამში აკეთებს.
ქართული პლატფორმა Frenebi ზუსტად ეკონომიური მოგზაურების მოთხოვნებზეა მორგებული და ყველა ზემოხსენებულ ფინანსურ პრინციპს ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
ბიუჯეტური მგზავრობა სავსებით რეალურია. უმთავრესია, ჯერ სწორი ამინდის სეზონი შეარჩიოთ და შემდეგ გამოიყენოთ სწორი ინსტრუმენტები იაფი ბილეთების მოსაძებნად. იყავით მოქნილები და მიეცით უფლება თქვენს ბიუჯეტს, თვითონ შემოგთავაზოთ შემდეგი თავგადასავალი.






