back to top
spot_imgspot_img
ავიაბილთები avia.geავიაბილთები avia.ge

ავიაბილეთები 79 ლარიდან როგორ შევიძინოთ?!

თუ გსურთ, რომ თვითმფრინავის ბილეთები იაფად შეიძინოთ, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩევა. მოგზაურობა უდაოდ შესანიშნავი გამოცდილებაა, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყველა მოგზაუროსთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სწორედ ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილებაა. გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებათ იაფი თვითმფრინავის ბილეთები ს პოვნაში და მოგზაურობის მაქსიმალურად კომფორტულად დაგეგმვაში.

traveling

1. დაჯავშნეთ წინასწარ

ერთ-ერთი მთავარი წესია თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა მინიმუმ 1.5-2 თვით ადრე. რაც უფრო ადრე დაჯავშნით, მით უკეთესი ფასის მიღების შანსი გექნებათ. გაითვალისწინეთ, ბოლო მომენტში შეძენილი ავიაბილეთები უმეტესად უფრო ძვირია ხოლმე.

2. ისარგებლეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების ფრენებით

ბიუჯეტური ავიაკომპანიები ხშირად გაცილებით იაფ ფრენებს გვთავაზობენ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამატებითი სერვისები, როგორიცაა კვება ან ჩასაბარებელი ბარგი, დამატებით გადასახადს მოითხოვს. თუ თქვენი პრიორიტეტი ბიუჯეტური მოგზაურობაა, ამ კომპანიების შეთავაზებები საუკეთესო არჩევანია.

3. იმოგზაურეთ მხოლოდ ხელბარგით

ჩასაბარებელი ბარგის გარეშე მოგზაურობა არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ დამატებით თანხის დაზოგვაშიც დაგეხმარებათ. ბევრი ავიაკომპანია ჩასაბარებელ ბარგზე ცალკე ფასს აწესებს, ხოლო მხოლოდ ხელბარგით მგზავრობა საშუალებას გაძლევთ თვითმფრინავის ბილეთები იაფად შეიძინოთ.

4. აირჩიეთ არასეზონური პერიოდი

სეზონური პიკი ავიაბილეთების ფასებზე დიდ გავლენას ახდენს. ზაფხულსა და ზამთარში, როდესაც ტურისტული ნაკადი იზრდება, ფასებიც მკვეთრად მატულობს. მოგზაურობის დაგეგმვა ნაკლებად დატვირთულ თვეებში, დაგეხმარებათ არა მხოლოდ ფინანსების დაზოგვაში, არამედ უფრო მშვიდი და კომფორტული გამოცდილების მიღებაშიც.

5. სწორად შეარჩიეთ ფრენის დღე

ავიაბილეთების ფასები კვირის დღეების მიხედვით იცვლება. მაგალითად, პარასკევსა და შაბათ-კვირას ფრენები ხშირად უფრო ძვირია, რადგან მოთხოვნა მაღალია. თუ შეგიძლიათ, თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა სამშაბათსა და ოთხშაბათს უკეთესი ვარიანტია, რადგან ამ დღეებში ფასები შედარებით დაბალია.

6. ყურადღება მიაქციეთ ფრენის დროს

დილით ადრე ან გვიან ღამით შესრულებული ფრენები, როგორც წესი, უფრო იაფია. დღის განმავლობაში, განსაკუთრებით შუადღის საათებში, ავიაბილეთები უფრო ძვირია. ამიტომ, თუ გსურთ თანხის დაზოგვა, შეარჩიეთ არა მხოლოდ სწორი დღე, არამედ დღის იაფი მონაკვეთებიც.

7. შეიძინეთ ორმხრივი ბილეთები ერთდროულად

თუ ზუსტად იცით თქვენი გამგზავრების და დაბრუნების თარიღები, საუკეთესო ვარიანტია ერთდროულად შეიძინოთ ორივე მიმართულების ავიაბილეთი. ეს ხშირად თვითმფრინავის ბილეთები იაფად შეძენის კარგი საშუალებაა, რადგან ცალ-ცალკე ყიდვა უფრო ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ.

ორმხრივი ავიაბილეთები

8. გადაამოწმეთ ტრანზიტული რეისები

ზოგჯერ პირდაპირი ფრენები უფრო ძვირია, ვიდრე ტრანზიტული რეისები. ალტერნატიული მარშრუტების მოძიებით შეგიძლიათ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა. მაგალითად, ახლომდებარე ქალაქში გაფრენა და იქიდან სხვა ტრანსპორტით მგზავრობა შეიძლება უფრო იაფი და მოსახერხებელი იყოს.

9. გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო სისტემები

თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა თანამედროვე საძიებო სისტემების გამოყენებით გაცილებით მარტივი და მოსახერხებელია. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ერთი ავიაკომპანიის ვებ-გვერდით - ავიაბილეთების საძიებო პლათფორმაზე ფრენების შედარება უფრო მეტ არჩევანს გაძლევთ.

ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია https://avia.ge/ სადაც შეგიძლიათ გაფილტროთ ავიაბილეთები ფასის, თარიღის და ავიაკომპანიის მიხედვით. ფასების კალენდრის ფუნქცია კი საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ ყველაზე ხელმისაწვდომი დღე ფრენისთვის.

მცირე სტრატეგიების გამოყენებით და სწორი დაგეგმვით, შეძლებთ თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა -ს საუკეთესო ფასად და დაზოგავთ თანხას მოგზაურობისთვის!

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები