back to top
spot_imgspot_img
ავიაბილთები avia.geავიაბილთები avia.ge

დასავლეთ საქართველოს ამინდის პროგნოზი – გაფრთხილება! რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 21.02.2025

დასავლეთ საქართველოში 23-25 თებერვალს კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან კი ძლიერი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რეგიონებში ძლიერი, ხოლო პერიოდულად ძალიან ძლიერი ქარი დაუბერავს, ზღვაზე კი 4-6-ბალიანი შტორმი იქნება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -4, -6 გრადუსამდე დაეცეს.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონებში ზოგან ნისლია მოსალოდნელი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ელექტროგადამცემ ხაზებზე ყინულის ფორმირება პროგნოზირებულია.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

იყავით ინფორმირებული და რეგულარულად გადაამოწმეთ უახლესი ამინდის პროგნოზი Amindi.info -ზე, რათა უსიამოვნო სიურპრიზებს თავი აარიდოთ! 

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები