back to top
spot_img
ავიაბილთები avia.ge

ამინდი მკვეთრად უარესდება 30-31 დეკემბერი 2024

30 დე­კემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის დი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი, მთა­ში და მა­ღალმთა­ში ზო­გან ძლი­ე­რი თოვა და ქარ­ბუ­ქი, და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, ზღვა­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მი.

ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

“მო­სა­ლოდ­ნელ­მა ნა­ლე­ქებ­მა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია წყლის დო­ნე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ტე­ბა, პა­ტა­რა მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მო­ვარ­დნე­ბი, გო­რაკ-ბორ­ცვი­ან ზო­ნებ­ში მე­წყრულ-ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ხოლო ქვეყ­ნის მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ზვა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის ცალ­კე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე დიდ­თოვ­ლო­ბის, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბის, ლი­პყი­ნუ­ლის და ხილ­ვა­დო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ი­ზღუ­დოს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა (საფრ­თხის დონე სა­შუ­ა­ლო)” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები