back to top
spot_imgspot_img
ავიაბილთები avia.geავიაბილთები avia.ge

17.03.2025-დან საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 მარტის დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ნალექი - დაბლობში წვიმა, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში შესაძლოა ზოგან თოვლიც, ზოგ ადგილებში კი ინტენსიური. სანაპირო ზონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მაღალი ტემპერატურის შედეგად თოვლის დნობამ და ძლიერი წვიმებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს მდინარეების წყლის დონე, რაც მათი ადიდებისა და ზოგიერთ ადგილას კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხეს შექმნის. ამ პროცესმა შეიძლება წყალდიდობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მცირე მდინარეებზე.

მაღალმთიან რეგიონებში იზრდება ზვავების ჩამოწოლის ალბათობა, ხოლო მთიან და გორაკიან ზონებში შესაძლოა მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება (მაღალი საფრთხის დონე).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი და იყოთ მზად მომდევნო დღეებისთვის! ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ Amindi.info -ს.

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები