ახალქალაქი ამინდი
ახალქალაქი ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი ახალქალაქში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი ახალქალაქში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი ახალქალაქში დღის განმავლობაში შეიცვლება. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb Akhalkalakshi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.
ამინდი ახალქალაქი 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი ახალქალაქი 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Akhalkalakshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.
ამინდი ახალქალაქი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღის ამინდის პროგნოზი ახალქალაქში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Akhalkalakshi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ახალქალაქი 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.
25 დღის ამინდის პროგნოზი ახალქალაქში
25 დღის ამინდის პროგნოზი ახალქალაქში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Akhalkalakshi განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი ახალქალაქში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.
ზუსტი ამინდი ახალქალაქი
ზუსტი ამინდი ახალქალაქი ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi Akhalkalakshi და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე ახალქალაქში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი ახალქალაქში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. ახალქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის სადგომები, ბაზალტის ხელცულები და სხვა არტეფაქტები. რაიონში ასევე არის ბრინჯაოს ხანისა და წინერაანტიკური დასახლებების კვალი. ყურადღებას იქცევს მეგალითები, რომელთაგანაც განსაკუთრებით ცნობილია მურჯახეთის მენჰირი, ხორენიას ციხე და ვეშაპოიდი და სხვა.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ახალქალაქში
ეს ტერიტორიები განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც. X საუკუნეში ახალქალაქი ჯავახეთთან ერთად საუფლიწულო მამულს წარმოადგენდა. იგი XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა და ვაჭროებისა და წარმოების მნიშვნელოვანი კერა იყო. გამოვლენილია ასევე X-XIII საუკუნეების ხელოსანთა უბნის ნაშთები, მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი, მინის საგნები და მონეტები. ახალქალაქი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს მუზეუმი, თეატრი და ბიბლიოთეკები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მეკარტოფილეობა და მარცვლეული კულტურები.
ახალქალაქში ასევე არის კვების პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწარმოები, სხვადასხვა სახის საამქროები და სადურგლო სახელოსნოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის თურქეთისა და საქართველოს რკინიგზების შემაერთებელი რკინიგზის ხაზი. ახალქალაქი ულამაზესი ლანდშაფტით, ტბების სიმრავლითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით გამოირჩევა, რაც მის დიდ ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. რაიონს უამრავი მოგზაური სტუმრობს, გაშლილი სივრჩეები, მთები თუ უძველესი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალქალაქი. მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ასპინძა ესაზღვრება, აღმოსავლეთით – ნინოწმინდა, ჩრდილოეთით – ბორჯომი, სამხრეთით კი – თურქეთის რესპუბლიკა. რაიონის ტერიტორია შემოფარგლულია თრიალეთის, აბული-სამსარის, ჯავახეთისა და ნიალის ყურის ქედებით და ზემო მტკვრის ხეობით. ახალქალაქის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთი.
მუნიციპალიტეტში გვხვდება ტბებიც, რომელთაგან აღსანიშნავია ხოზაფინის, ვაჩიანისა და მრუდე ტბები. რაიონის უმაღლესი მწვერვალია დიდი აბული (3305 მ). ახალქალაქის რაიონის უმეტესი ნაწილი უტყეოა და მთისა და მდელო-ველის მცენარეულობითაა დაფარული. სამსარის ქედის სუბნივალურ ზონაში მცენარეთა 62 სახეობაა აღრიცხული, მათ შორის 3 ლოკალური და 14-კავკასიის ენდემი. მრავალფეროვანია მუნიციპალიტეტის ფაუნა, აქ მრავლად გვხვდება ენდემური სახეობებიც. რაიონში გვხვდება მგელი, დათვი, ხალებიანი აფთარი, წავი და მრავალი სხვა. ახალქალაქში ზომიერად ნოტიო ჰავაა, მშრალი ზამთრით და მოკლე ზაფხულით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ვულკანური მთები, ვრცელი ხედები და ლურჯი ტბები წლის ყველა სეზონზე უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. დიდი პოპულარობით სარგებლობს ლევანისა და კარწახის ტბები და დიდი აბულის მწვერვალი. დიდი აბული აბულ-სამსარის ქედის უმაღლესი მწვერვალია და აქედან ჯავახეთის გაშლილი სივრცეებითა და აფერადებული მთების პანორამებით ტკბობას შეძლებთ. ახალქალაქში მრავალი საინტერესო კულტურული ძეგლის მონახულებაც შეგიძლიათ.
აქ ბევრ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნიმუშს ნახავთ უძველესი ნამოსახლარებით დაწყებული, შუასაუკუნეების ტაძრებით ჩათვლით. მეგალითები, ციხე-სიმაგრეები და უძველესი ტაძრები საქართველოს კულტურულ-ისტორიულ წარსულს გადაგიშლიან თვალწინ. აღსანიშნავია კუმურდოს ეკლესია, ბარალეთის ეკლესია, ღრტილას ეკლესია, აბულის ეკლესია, ბავრას ეკლესია, ახალქალაქის ციხე-ნაქალაქარი, მურჯახეთის მენჰირი და სხვა. ახალქალაქში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური ექსპონატები, ეროვნული სამოსი, ძველი ხელნაწერები, სურათები, ნუმიზმატიკა, ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა.