back to top
spot_img
spot_img

ახალციხე ამინდი

loader-image
Akhalts'ikhe, GE
16:45, ოთხშაბათი, 20 ნოემბერი
weather icon 11°C
უმეტესად ღრუბლიანი
ტენიანობა: 56 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 3 Km/h SSE
ღრუბლიანობა: 86%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ოთხშაბათი 20 ნოემბერი19:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
7°10°°C 0 mm 0% 4 Km/h 57 % 102 kpa 0 mm/h
ოთხშაბათი 20 ნოემბერი22:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
6°8°°C 0 mm 0% 5 Km/h 69 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი01:00 მზიანი
weather icon
5°5°°C 0 mm 0% 4 Km/h 81 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი04:00 ღრუბლიანი
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 4 Km/h 85 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი07:00 მზიანი
weather icon
3°3°°C 0 mm 0% 4 Km/h 88 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი10:00 მზიანი
weather icon
6°6°°C 0 mm 0% 4 Km/h 73 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი13:00 მზიანი
weather icon
10°10°°C 0 mm 0% 5 Km/h 57 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 მზიანი
weather icon
11°11°°C 0 mm 0% 3 Km/h 53 % 102 kpa 0 mm/h

ახალციხე ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

ამინდი საქართველოში

როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში 2024 წ. ნოემბრის ბოლომდე?

weather in georgia

მომდევნო კვირის ამინდის პროგნოზი საქართველოში 15-22 ნოემბერი 2024

1.

აᲛაინდი ახალციხეში საათების მიხეწდვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი ახალციხეში შესაძლებლობას იძლევა წინასწარ შეიტყოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი დღის განმავლობაში შეიცვლება. Amindi.info გთავაზობთ გაიგოთ amindi Axalcixeshi, მათ შორის ნალექის, ტემპერატურას და ქარის სიჩქარეს.

2.

ამინდი ახალცხიე 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი ახალციხე 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება იყოს მათთვის, გარდა ახალციხელებისა, ვინც ახალციხეში აპირებს მოგზაურობას, . ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Axalcixeshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი ახალციხე 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღიანი ამინდის პროგნოზი ახალციხეში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას მოსალოდნელი ამინდის შესახებ და კლიმატურ პირობებზე, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. მართალია, 14 dgiani amindis prognozi Axalcixeshi ხშურდაც იცვლება, თუმცა, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნაკლები დაბრკოლება იყოს თქვენთვის და იყოთ საიმედოდ.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი ახალციხეში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი ახალციხეში გვთავაზობს ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც კი შესაძლებელია. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია ადამიანთა კატეგორიისთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივვადიან პერიოდზე. მნიშვნელოვანია ის, რომ 25 dgis amindis prognozi Axalcixeshi უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, თუმცა ეს არ უშლის ხელს იმას, რომ იყოს სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული.

5.

ზუსტი ამინდი ახალციხეში

plus icon close icon

ზუსტი ამინდი ახალციხეში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Axalcixeshi, რომელიც მუდმივად განახლდება. ჩვენი ამინდის პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ელჭექის, წვიმის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენთვის საჭირო საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან იწყება, რასაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვის ხანის იარაღები ადასტურებს. აქ ასევე აღმოჩენილია ძვ.წ. III ათასწლეულის ნამოსახლარები და სამარხები. ახალციხეს დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა შუასაუკუნეებშიც, რაც მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამაც განაპირობა. მკვლევართა აზრით ახალციხეს ძველად ლომსია ერქვა. მუნიციპალიტეტის ცენტრი, ქალაქი ახალციხე (მაშინდელი ლომსია) XI საუკუნის ომების დროს დაინგრა. XII საუკუნეში სამცხის ათაბაგებმა – ჯაყელებმა – ქალაქი აღადგინეს და ამ ადგილს ახალციხე ეწოდა. ისტორიულ წყაროებში ახალციხე XII საუკუნიდან იხსენიება. იგი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. დღესდღეობით ახალციხეში ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი, ბიბლიოთეკები, სამუსიკო სკოლა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი ახალციხეში

რაიონში ეკონომიკის წამყვანი დარგი მრეწველობაა, აქ არის მოპოვებითი და გადამამუშავებელი მრეწველობის მცირე საწარმოები. მუნიციპალიტეტში ასევე განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. ახალციხეში თავს იყრის თურქეთიდან და სომხეთიდან მომავალი გზები. რაიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა: აქატი, დიატომიტი, მურა ნახშირი, თაბაშირი და სხვა. ახალციხეში მრავალი საინტერესო ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება, ეს რაიონი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა, ეს ყველაფერი მას ტურისტულად ძალიან მიმზიდველს ხდის. უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ახალციხეს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, ახალციხის ქვაბულში, უჭირავს მტკვრისა და ფოცხოვის ხეობები. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ბორჯომი და ხარაგაული ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან – ასპინძა, დასავლეთიდან – ადიგენი, სამხრეთით კი – თურქეთის რესპუბლიკა. რაიონისთვის დამახასიათებელია რთული რელიეფი, აქ გვხვდება მოვაკებული ტერასები, ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომლებიც 950 მეტრიდან 2964 მეტრამდეა განლაგებული. ახალციხის მთავარი მდინარეებია მტკვარი და ფოცხოვი.

რაიონი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ მცენარეთა საფარის სამი ძირითადი ზონა გვხვდება: გარდამავალი ტყესტეპის, მთის ტყისა და მდელოსი. ტყვეებში გვხვდება ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარი, ღვია, შავჟაგა, ზღარბა და ა.შ. ახალციხეში ცხოველთა სამყაროც მრავალფეროვანია, გავრცელებულია: ირემი, არჩვი, შველი, გარეული ღორი, დათვი, მელა, ფოჩხვერი, გარეული კატა, კურდღელი, ქედანი, მწყერი, კავკასიური როჭო და მრავალი სხვა. მუნიციპალიტეტში მოიპოვება მინერალური წყლები და სხვა სასარგებლო წიაღისეული.

ახალციხის მუნიციპალიტეტის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,8 °C, აგვისტოსი კი – 20,5 °C. უფრო მაღალ ზონაში ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავაა. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში კი მთიანეთის სტეპების ჰავაა, მოკლე ზაფხულითა და ცივი ზამთრით.