ბოლნისი ამინდი
ბოლნისი ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი ბოლნისში საათების მიხედვით
გაეცანით საათობრივი ამინდის პროგნოზი ბოლნისში. მიიღე ჩვენგან ყველაზე ზუსტი და საიმედო ინფორმაცია ამინდის შესახებ. ჩვენი საიტი Amindi.info დიდ ფუფუნებას აძლევს საკუთარ მომხმარებელს, რადგან თითოეული საათის შესახებ აწვდის ინფორმაციას, რომელიც მაქსიმალური სიზუსტის გარანტიას გაძლევთ ნახოთ amindi prognozi Bolnisi.
ამინდი ბოლნისი 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ჩვენი საიტიდან მიიღებთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას 7 dgis amindis prognozi Bolnisshi. დაგეგმე შენი კვირა ჩვენი საიტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და იყავი მშვიდად. ამინდი ბოლნისი 7 დღის პროგნოზი დაგეხმარებათ ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ შემდეგი კვირის შესახებ და მზად დახვდეთ ქარს, წვიმას, ელჭექსა თუ სეტყვას, რომელიც შესაძლოა ბოლნისში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში იყოს.
ამინდი ბოლნისი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
შემდეგი ორი კვირის ამინდის პროგნოზს ჩვენი საიტიდან შეიტყობთ. amindi.info დაგეხმარებათ მიიღოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია შემდეგი ორი კვირის ამინდის შესახებ. 14 დღიანი ამინდის პროგნოზი ბოლნისში მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით 14 dgis amindi Bolnisi.
25 დღის ამინდის პროგნოზი ბოლნისში
25 dgis amindis prognozi Bolnisshi მთელი თვის ამინდის ყველაზე ზუსტ და საიმედო ამინდის პროგნოზს შეიტყობთ ჩვენი საიტიდან amindi.info. ბოლნსის მთელი თვის ზუსტი ამინდის პროგნოზი მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ გაიგოთ. 25 დღიანი ამინდის პროგნოზი ბოლნისში მიახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით მთელი თვის მოსალოდნელი ტემპერატურის ცვლილებისა, თუ სხვა კლიმატური პირობების შესახებ.
ზუსტი ამინდი ბოლნისში
ზუსტი ამინდი ბოლნისში, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე, რომელიც მუდმივად განახლდება. zusti amindi Bolnisshi მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
1818 წელს ამ ქართულ მიწაზე სამხრეთ გერმანიიდან, კერძოდ ვიურტემბერგიდან ჩამოსული შვაბები დასახლდნენ, სახლები და ეკლესია ააშენეს, მეურნეობები განავითარეს, დასახლებას კი ვიურტემბერგის დედოფლის – ეკატერინეს პატივსაცემად კატერინენფელდი (Katharinenfeld) დაარქვეს. ბოლნისში დღემდეა შემორჩენილი გერმანელების დაგებული ქვაფენილიანი ქუჩები, რამდენიმე საწარმო და ქვის საძირკველზე ფახვერკის ტექნიკით ნაგები ორსართულიანი სახლები ციცაბო სახურავებით, ხის აივნებითა და შუშაბანდებით. სახლების კარკასის მასალა ძირითადად მუხაა, მის შესავსებად კი ქვებია გამოყენებული, განსხვავებით ევროპული ფახვერკებისგან, სადაც ხის კარკასს ნამჯაგარეული თიხით ავსებდნენ და შემდეგ თეთრად ღებავდნენ.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ბოლნისში
აქ სახლებს სქელი კედლები, მაღალი სხვენები, ღრმა სარდაფები და მარნები აქვს. მაღალ სხვენებში სურსათ-სანოვაგეს ინახავდნენ, შაშხს ბოლავდნენ და ყველს აშრობდნენ, სხვენებს კი პატარა სარკმელს – ე.წ. სამერცხლე-სამტრედეს უკეთებდნენ, რათა ყველს მატლი არ გასჩენოდა. სარდაფებს დიდ სიღრმეზე თხრიდნენ, რათა წლის ნებისმიერ სეზონზე ღვინის შესანახად საჭირო ტემპერატურა ყოფილიყო. ზოგიერთ სარდაფში დღესაც ინახება 200-წლოვანი ხის კასრები.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბოლნისი. ბოლნისს აღმოსავლეთიდან მარნეულის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – დმანისი, ჩრდილოეთით – თეთრიწყარო, სამხრეთით კი – სომხეთის რესპუბლიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ქვემო ქართლის ალუვიურ ვაკეს უჭირავს. რაიონის სამხრეთ ნაწილში ლოქის ქედის ჩრდილოეთ კალთა შემოდის. ჩრდილოეთით მდინარეების მაშავერასა და ხრამის შუამდინარეთში დისველის პლატო მდებარეობს, რომელიც ქვემო ქართლის პლატოს შემადგენელი ნაწილია და მისი სამხრეთი კიდე შინდლარის მასივითაა შემოსაზღვრული. მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში კი ჯავახეთის ზეგნის აღმოსავლეთ კალთა იჭრება.
ბოლნისის რაიონი მდიდარია შიდა წყლებით. მუნიციპალიტეტის დიდი მდინარეებია ხრამი და მაშავერა. რაიონის ფარგლებში გვხვდება რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნური ტბაც. ბოლნისში ფლორა და ფაუნა მრავალფეროვანია. ტერიტორიის ნახევარი ტყესა და ბუჩქნარს ჭირავს. აქაურ ტყეებში გავრცელებულია ქართული მუხა, ტირიფი, ჭალის მუხა, წნორი, ნეკერჩხალი და ა.შ. მუნიციპალიტეტში გვხვდება გარეული ღორი, მგელი, მელა, კვერნა, კურდღელი და სხვა. უხვადაა წარმოდგენილი ორნითოფლორაც. აქ ნახავთ კაჭკაჭს, გნოლს, ტყის ქათამს, კაკაბს და სხვა მრავალ ფრინველს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ორი ტიპის ჰავა გამოიყოფა: მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავა ზომიერად ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით და ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი ზაფხულით. ვაკე ტერიტორიაზე საშუალო წლიური ტემპერატურაა 12 °C. მთისწინეთებზე ზამთრის საშუალო ტემპერატურა 3-5 °C-ა, ზაფხულისა კი – 23-28 °C.
ამ დასახლებაში მოხვედრისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მართლაც ვიურტემბერგის რომელიღაც სოფელში იყავი. მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ კი სტალინმა სსრკ-ში მცხოვრები გერმანელები ხალხის მტრებად გამოაცხადა და მათი სასწრაფოდ გადასახლების ბრძანება გამოსცა. ასე დამთავრდა კატერინენფელდის ამბავი. გადასახლება მხოლოდ ადგილობრივებზე დაქორწინებულ გერმანელებს არ შეეხო და დღეს აქ მათი რამდენიმე შთამომავალია დარჩენილი.