back to top
spot_img
spot_img

ბორჯომი ამინდი

loader-image
Borjomi, GE
10:31, ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
weather icon 8°C
მზიანი
ტენიანობა: 55 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 6 Km/h SSE
ღრუბლიანობა: 0%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 21 ნოემბერი13:00 მზიანი
weather icon
8°10°°C 0 mm 0% 4 Km/h 58 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 მზიანი
weather icon
9°10°°C 0 mm 0% 4 Km/h 53 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი19:00 მზიანი
weather icon
6°6°°C 0 mm 0% 9 Km/h 66 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი22:00 მზიანი
weather icon
5°5°°C 0 mm 0% 11 Km/h 65 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი01:00 მზიანი
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 11 Km/h 70 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი04:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 12 Km/h 72 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი07:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 12 Km/h 71 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი10:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
7°7°°C 0 mm 0% 8 Km/h 60 % 102 kpa 0 mm/h

ბორჯომი ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
Weather Forecast Georgia

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ ? 21 ნოემბერი 2024 წ.

თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

ამინდი საქართველოში

როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში 2024 წ. ნოემბრის ბოლომდე?

1.

აᲛაინდი ბორჯომში საათების მიხეწდვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი ბორჯომში შესაძლებლობას იძლევა წინასწარ შეიტყოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი დღის განმავლობაში შეიცვლება. ჩვენი საიტი – Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას amindi Borjomshi შესახებ, მათ შორის ნალექის, ტემპერატურის ცვლილებისა და ქარის სიჩქარეს.

2.

ამინდი ბორჯომი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი ბორჯომი 7 დღის პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რადგან ბორჯომი კურორტია და შესაბამისად, ინტერესიც დიდია ამ ქალაქის ამინდის მიმართ. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი, დაბალი თუ საშუალო ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Borjomshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის, რომლესაც ბორჯომში დაგეგმავთ.

3.

ამინდი ბორჯომი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღიანი ამინდის პროგნოზი ბორჯომში შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ უფრო ფართო სურათი მოსალოდნელი ამინდის შესახებ და კლიმატურ პირობებზე, შემდეგი 14 dgis amindis prognozi Borjomshi. მართალია, გრძელვადიანი პროგნოზები ხშირად იცვლება, თუმცა, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ საერთოდ დაგავიწყდებათ ის დრო, როცა ამინდი თქვენთვის ოდესღაც  დაბრკოლებას წარმოადგენდა.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი ბორჯომში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი ბორჯომში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც კი შესაძლებელია ბაზარზე მიიღოთ. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია ადამიანთა კატეგორიისთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივვადიან პერიოდზე და მნიშვნელოვანია 25 dgis amindis prognozi Borjomshi. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი ბორჯომში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო მცირეა, თუმცა ეს არ უშლის ხელს იმას, რომ იყოს სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული.

5.

ზუსტი ამინდი ბორჯომში

plus icon close icon

ზუსტი ამინდი ბორჯომში ეფუძნება ინოვაციურ მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია კლიმატური ცვლილებების შესახებ საკუთარ ქალაქში. ჩვენი საიტი – Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Borjomshi, რომელიც მუდმივად განახლდება. ჩვენი ამინდის პროგნოზი მოიცავს დეტალებს ისეთი კლიმატური პირობების შესახებ როგორებიცაა: ტემპერატურა, ნალექი, ელჭექი, წვიმა, ტენიანობა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენთვის მისაღები გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

ბორჯომის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს, საქართველოს ისტორიული მხარის, თორის ტერიტორიაზე. შუა ფეოდალურ ხანაში თორი (დღევანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი) ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში კი ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა. ბორჯომი უძველესი კულტურისა და ულამაზესი ბუნების მქონე რაიონია და აქ სხვადასხვა ეპოქის მრავალი საინტერესო ძეგლი გვხვდება. მისი ბუნება კი ტყეებით, სუფთა ჰაერით, სამკურნალო და მინერალური წყლებით, ალპური მინდვრებითა და მწვანეში ჩაფლული ტბებით უამრავ დამსვენებელსა და მოგზაურობის მოყვარულს იზიდავს. დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომის სამთო-სათხილამურო და ბალნეო-კლიმატური კურორტები, სადაც სასიამოვნო დასვენებასთან და შესანიშნავი ბუნებით ტკბობასთან ერთად წინარექრისტიანული ციკლოპური ნაგებობების, შუასაუკუნეების ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების მონახულებაც შეიძლება.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი ბორჯომში

ბორჯომის მუნიციპალიტეტი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბორჯომი. იგი 11 ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა, ესენია: ახალდაბა, ბაკურიანი, ბალანთა, ბორჯომი, დვირი, ტაბაწყური, ტაძრისი, ტბა, ყვიბისი, ციხისჯვარი, წაღვერი. ბორჯომის მუნიციპალიტეტს დასავლეთით – ახალციხის, სამხრეთით— ასპინძისა და ახალქალაქის, აღმოსავლეთით – წალკის, ჩრდილოეთით – ხარაგაულის, ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.

რაიონის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ბორჯომის ხეობას უჭირავს. ის ასევე მოიცავს მცირე კავკასიონის ნაწილს, თრიალეთის ქედის დასავლეთ და მესხეთის ქედის აღმოსავლეთ დაბოლოებებს. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია თრიალეთის ქედის განშტოებები – გვირგვინას ქედი და ციხისჯვარი, რომელთა მწვერვალები ზღვის დონიდან 2000-2850 მეტრ სიმაღლეს აღწევს. თრიალეთის ამ შტოქედებს შორის მდებარეობს თორის ქვაბული. მუნიციპალიტეტს კვეთს მდინარე მტკვარი. მას მარჯვნიდან ერთვის ბორჯომულა და გუჯარეთისწყალი. მდინარეებს როგორც სარწყავად, ასევე ენერგეტიკული მიზნითაც იყენებენ. ბორჯომში ვხვდებით ბევრ ტბას. მათგან ტაბაწყური და კახისი, გარდა სილამაზისა, მდიდარია ძვირფასი თევზითაც. რაიონში მრავლადაა მინერალური წყლები, რაც მისი მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია, დასვენებისთვის, მთის სპორტისთვის, ლაშქრობისთვის თუ ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ნიმუშების გასაცნობად. აქ მრავალი სალაშქრო მარშრუტია ტყეებით, პანორამული ხედებითა და ტბებით. განტვირთვისთვის აუცილებლად უნდა ესტუმროთ ბორჯომის გოგირდოვან აუზს. რაიონში სხვდასხვა ეპოქისა და კულტურის ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია შემონახული. ათასწლეულების ისტორიის მქონე მეგალითები, ანტიკური კულტურის ნაშთები, ციხე-სიმაგრეები, რომლებიც მრავალი ბრძოლისა და სიმამაცის მოწმენი გამხდარან, ცნობილი და გამორჩეული ტაძრები ბევრს ამბობენ საქართველოს წარსულსა და კულტურულ განვითარებაზე. ასევე ძალიან საინტერესოა ქალაქ ბორჯომის XIX საუკუნის არქიტექტურა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში კონტინენტურ სუბტროპიკულიდან ზღვის სუბტროპიკულზე გარდამავალი ჰავაა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ზაფხულით. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა -3 – -6°C; აგვისტოსი კი – 14-18°C.