გურჯაანი ამინდი
გურჯაანი ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი გურჯაანში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი გურჯაანში შესაძლებლობას იძლევა წინასწარ შეიტყოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ შეიცვლება Amindi saatebis mixedvit Gurjaanshi. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ამინდის შესახებ, მათ შორის ნალექის, ტემპერატურას ცვლილებისა და ქარის სიჩქარის შესახებ.
ამინდი გურჯაანი 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი გურჯაანი 7 დღის პროგნოზი, გურჯაანში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება იყოს მათთვის, გარდა გურჯაანელებისა, ვინც გურჯაანში აპირებს მოგზაურობას. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორი იქნება ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Gurjaanshi განიჭებთ პრივილეგიას, უკეთ მოემზადოთ იმ აქტივობებისთვისა ან ღონისძიებებისთვის, რომლებსაც ამ ქალაქში დაგეგმავთ.
ამინდი გურჯაანი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღიანი ამინდის პროგნოზი გურჯაანში საშუალებას იძლევა უფრო ფართო სურათის დანახვის, მოსალოდნელი ამინდის შესახებ და კლიმატურ პირობებზე, მომდევნო 14 დღის(ორი კვირის) განმავლობაში. ხანგრძლივვადიანი პროგნოზები ცვალებადია, თუმცა, კლიმატური ცვლილებების ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნაკლები დაბრკოლება იყოს თქვენთვის და წინასწარ გქონდეთ ინფორმაცია როგორია, 14 dgis amindis prognozi Gurjaanshi, რომელ დღეს როგორი ტანისსამოსით უნდა გახვიდეთ სახლიდან.
25 დღის ამინდის პროგნოზი გურჯაანში
25 დღის ამინდის პროგნოზი გურჯაანში გვთავაზობს ყველაზე ფართო პერსპექტივას ამინდის ხედვის. ამგვარი კლიმატური პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია ადამიანთა კატეგორიისთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივვადიან პერიოდზე. აღსანიშნია ის, რომ 25 dgis prognozi gurajaanshi, ანუ თითქმის ერთი თვის, ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, შესაბამისად, პროგნოზის სიზუსტე შესაძლოა არ იყოს 100%-იანი სიზუსტით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ იქნება მაქსიმალურ სიზუსტესთან მიახლოებული. ამიტომ, ენდეთ ჩვენს პროგნოზს და დაგეგმეთ საკუთარი მომავალი ერთი თვით ადრე.
ზუსტი ამინდი გურჯაანში
ზუსტი ამინდი გურჯაანში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რომლებიც მუდმივად განახლებადია და არის ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული. ჩვენი ამინდის პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ელჭექის, წვიმის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ თქვენთვის მისაღები zusti amindi Gurjaanshi და უკეთესი საუკეთესო გადაწყვეტილებები ყველა იმ შესაძლებელი ვარიანტებიდან, რომელიც გაგაჩნიათ.
ქალაქის ისტორია
გურჯაანი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, აღმოჩენილია ქვის ხანის ადამიანის სადგომი. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მჭიდროდ ყოფილა დასახლებული როგორც ბრინჯაოს, ისე ანტიკურ და ფეოდალურ ხანაში. ეს ისტორიული დასახლება მრავალი ბრძოლის მოწმეა: განსაკუთრებით აღსანიშნავია კახეთის 1812 წლის გლეხთა აჯანყება რუსეთის თვითმპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. სახელ გურჯაანს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ — ქართველთა სადგომს.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი გურჯაანში
რაიონში არის საშუალო პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები, ასევე ბიბლიოთეკები, თეატრები და მუზეუმები. გურჯაანში წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ძირითადად მევენახეობა და მეცხოველეობა. მუნიციპალიტეტში რამდენიმე ღვინის და სპირტის ქარხანაა, ასევე სხვა პროფილის მცირე საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. გურჯაანი ძალიან ლამაზი და კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ ნახავთ სხვადასხვა პერიოდის ციხე-სიმაგრეებს, ნამოსახლარებსა და მნიშვნელოვან ტაძრებს. განსაკუთრებით ცნობილია ორგუმბათიანი გურჯაანის ყველაწმინდა. რაიონის მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახი, რომლის ბაზაზეც არის აშენებული კურორტი ახტალა. აქ არის მოზრდილთა და ბავშვთა სანატორიუმი, პოლიკლინიკა და ტალახსამკურნალო სააბაზანო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გურჯაანი. მუნიციპალიტეტი მოიცავს ქ. გურჯაანის, სოფელ ვაჩნაძიანისა და სოფელ კახიფარის, კალაურის, სოფელ შაშიანის, სოფელ ვაზისუბნის, სოფელ მუკუზნისა და სოფელ ზეგაანის, სოფელ ველისციხის, სოფელ ახაშნის, სოფელ ჩუმლაყისა და სოფელ ყიტაანის, გურჯაანის, ჭანდრის, სოფელ ძირკოკის, სოფელ ვეჯინის, სოფელ კოლაგის, სოფელ ბაკურციხის, სოფელ კარდენახის, სოფელ ჩალაუბნის, სოფელ მელაანის, სოფელ კაჭრეთის, სოფელ ზემო კაჭრეთის, სოფელ ნანიანის, სოფელ ჯიმითის, სოფელ არაშენდის, სოფელ ქოდალოს, სოფელ დარჩეთის, სოფელ ზიარისა და სოფელ ფხოველის, სოფელ ჭერემის ადმინისტრაციულ ერთეულებს.
გურჯაანს დასავლეთით ესაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – სიღნაღის, ჩრდილო-დასავლეთით – თელავის, ჩრდილოეთით – ყვარლის, აღმოსავლეთით კი – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. გურჯაანის ტერიტორია უმეტესად დაბალმთიანია, ზოგან არის საშუალომთიანი რელიეფიც. მუნიციპალიტეტი მდინარე ალაზნის აუზშია მოქცეული, რომელიც რაიონის მთავარი სამდინარო არტერიაა. რაიონის შუა ნაწილში გომბორის საშუალომთიანი ქედია აღმართული, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ივრის ზეგნის მონაკვეთია შემოჭრილი, აღმოსავლეთით კი ვრცელდება ალაზნის მთათაშორისი ვაკე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. აქ მკვეთრად გამოხატული ჰავის სიმაღლებრივი ზონალობაა. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთით ვაკეზე ჩამოყალიბებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, ზომიერი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით, გომბორის ქედზე ხანგრძლივი ზაფხული იცის, ივრის ზეგანზე კი მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და საკმაოდ ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12.4 °C, იანვრის საშუალო ტემპერატურა 0.9 °C-ა, აგვისტოსი კი – 23.6 °C.