კასპი ამინდი
კასპი ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი კასპში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი კასპში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, შეიცვლება თუ არა ამინდი დღის განმავლობაში. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis shesaxeb Kaspshi, მათ შორის ნალექის შესაძლებლობას, ტემპერატურას და ქარის სიჩქარეს.
ამინდი კასპი 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი კასპი 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amidis prognozi Kaspshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.
ამინდი კასპში 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
გრძელვადიანი 14 დღის ამინდის პროგნოზი კასპში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი პროგნოზები ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნაკლებად იყოს დაბრკოლებად.
25 დღის ამინდის პროგნოზი კასპში
25 დღის ამინდის პროგნოზი კასპში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 dgis amindis prognozi Kaspshi უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.
ზუსტი ამინდი კასპი
ზუსტი ამინდი კასპში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Kaspshi, რომელიც მუდმივად განახლდება. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც უძველესი ნამოსახლარები და არქეოლოგიური მასალა მოწმობს. კასპი დარეული პერიოდიდანვე დაწინაურდა და მნიშვნელოვანი სამხედრო და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, რაც მისი გეოგრაფიულ-სტრატეგიული მდებარეობით იყო განპირობებული. იგი ციხე-ქალაქს წარმოადგენდა, რომელსაც საკუთარი სპასალარი ჰყოლია.
გააგრძელე კითხვა
ამინდი კასპში
V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კასპი განვითარების მაღალ საფეხურზე იდგა, დიდი ყურადღება ექცეოდა განათლებისა და აღზრდის საკითხს. მემატიანე მოგვითხრობს, რომ აქ წარჩინებულები და მეფეები აღსაზრდელად აგზავნიდნენ თავინთ შვილებს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასლის და მირანდუხტიც. VIII საუკუნეში არაბი სარდლის, მურვან ყრუს, ლაშქრობამ კასპი სრულიად გაანადგურა და ცხოვრება ჩაკვდა. XV საუკუნეში იგი ამილახვართა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაში იყო. XV საუკუნის მეორე ნახევარში კი ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ამილახვრებს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა.
XIX საუკუნეში იგი სოფლის ტიპის დასახლება იყო. კასპი ცალკე რაიონია 1930 წლიდან. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურული და დასასვენებელი სივრცეები და ა.შ. იგი ასევე საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ცემენტის, სპირტის, საკონსერვო და საკონდიტრო ქარხნები. კასპის ტერიტორიაზე გადის ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი, რაც მის ეკონომიკურ პოტენციალს ზრდის. განვითარებულია ასევე სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, სარძევე მეცხოველეობა. რაიონი გამოირჩევა ბუნების სილამაზით, აქ ასევე მრავალი მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. კასპის უძველესი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, როგორიცაა: რკონის მონასტერი, რკონის ციხე, სამთავისი და მრავალი სხვა, დიდი პიპულარობით სარგებლობს და უამრავ ტურისტს იზიდავს.
კასპის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის მხარეში მდებარეობს, მტკვრის ორივე მხარეს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი კასპი. კასპს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მცხეთის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით – გორის, სამხრეთით – თეთრიწყაროსა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი – დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. ჩრდილოეთით მას კავკასიონის ქედის სამხრეთ განშტოებები აკრავს, სამხრეთით კი – თრიალეთის ქედი.
რაიონის უმაღლესი მწვერვალია ობოლო კლდე (2080მ). კასპის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, ქსანი, ლეხურა, კავთურა, თეძამი. ტყითაა დაფარული მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 32.7%. რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ჯაგრცხილნარიანი მუხნარია, თრიალეთის ქედის ფერდობებზე რცხილნარ-მუხნარია გავრცელებული, სამხრეთით კი წიფლის ტყეებია. ტყეებში გვხვდება: მუხა, წიფელი, რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი და წიწვოვანები.
კასპის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, ცივი ზამთრითა და მშრალი, ცხელი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა 11,4 °C, იანვრისა – 0,5 °C, აგვისტოსი კი – 23 °C.