ხარაგაული ამინდი
ხარაგაული ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი ხარაგაულში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი ხარაგაულშისაშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი ხარაგაულში დღის განმავლობაში შეიცვლება. amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb Kharagaulshi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.
ამინდი ხარაგაული 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი ხარაგაული 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Kharagaulshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.
ამინდი ხარაგაული 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღის ამინდის პროგნოზი ხარაგაულში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ ori kviris amindi Kharagaulshi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ორი კვირის ამინდი ხარაგაულში თქვენთვის დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენს.
25 დღის ამინდის პროგნოზი ხარაგაულში
25 დღის ამინდის პროგნოზი ხარაგაულში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. titkmis 1 tvis amindis prognozi Kharagaulshi განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი ხარაგაულში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, თუმცა იგი ფართო კლიმატური სურათის დანახვაში გვეხმარება
ზუსტი ამინდი ხარაგაული
ზუსტი ამინდი ხარაგაულში ეფუძნება ინოვაციურ მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi Kharagaulshi და საიმედო ინფორმაცია. ჩვენი საიტი Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე ხარაგაულში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი ხარაგაულში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ იყოთ საიმედოდ.
ქალაქის ისტორია
ხარაგაული იმერეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც დევისხვრელის პალეოლითური ნამოსახლარიც ადასტურებს. ფეოდალურ ხანაში უნიციპალიტეტი არაგვეთის საერისთაოში შედიოდა, რომელზეც გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო ვახანის ციხე. ვახანის ციხეში გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება 1804 წელს, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ხარაგაულში
ხარაგაულს მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის და ხანდების გვირაბებით აკავშირებს. მუნიციპალიტეტში რამდენიმე რკინიგზის სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა. რაიონში ფუნქციონირებს: მუზეუმი, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, თეატრი და 12 ბიბლიოთეკა. 1998 წლიდან გამოდის ადგილობრივი გაზეთი – „ჩემი ხარაგაული”. ხარაგაული გამოირჩევა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითა და ულამაზესი ბუნებით. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, უბისის მონასტერი, მელის ციხე და მრავალი სხვა საინტერესო ადგილი უამრავ ლაშქრობისა თუ ბუნებაში დასვენების მოყვარულს იზიდავს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული. რაიონის ტერიტორია მოიცავს მესხეთისა და ლიხის ქედის ნაწილებსა და ძირულის დენუდაციურ პლატოს. ხარაგაული 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ესენია: დაბა ხარაგაული, ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ვახანი, ზვარი, კიცხი, ლეღვანი, ლაში, მოლითი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ფარცხნალი, ხიდარი, წყალაფორეთი, წიფი, ღორეშა, ხუნევი, ხევი. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ზესტაფონისა და ბაღდათის, სამხრეთით – ბორჯომის, აღმოსავლეთით – ხაშურის, ჩრდილოეთით კი – ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება. ხარაგაული მოიცავს ბორჯომ-ხარაგაულისეროვნული პარკის ნაწილს.
რაიონი მდიდარია ტყეებით, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, გვხვდება ტბებიც. მთისწინეთსა და დაბალ მთებში წიფლნარ-რცხილნარია გავრცელებული. ასევე გვხვდება: წაბლი, მუხა, ცაცხვი, იფანი და სხვა. საშუალმთიან ზონაში გაბატონებულია წიფლნარი, ზედა სარტყელში წიწვოვანებიც გვხვდება. ტყის ზემო საზღვართან კი სუბალპური მეჩხერი ტყეა (მაღალმთის მუხა, ნეკერჩხალი, არყი), რასაც სუბალპური მდელოები მოსდევს. რაიონის მთავარი მდინარეა ძირულა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. ძირულისა და ჩხერიმელას ხეობაში ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფხული იცის. Amindi Xaragaulshi საშუალო წლიური ტემპერატურა 10-13°C-ა, იანვრის – 0,3-დან 3,2°C-მდე, ივლისისა კი – 20-22,6°C. 600-დან 1200 მ.-მდე ზონისთვის დამახასიათებელია ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. საშუალო წლიუი ტემპერატურა 6,3°C-დან 8°C-მდეა, იანვრის ტემპერატურა -2,4 -3,9°C-ა, ივლისისა კი – 15,6-18°C.