back to top
spot_img
spot_img

ქუთაისი ამინდი

loader-image
Kutaisi, GE
10:40, ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
weather icon 14°C
მზიანი
ტენიანობა: 58 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 37 Km/h E
ღრუბლიანობა: 0%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 21 ნოემბერი13:00 მზიანი
weather icon
15°17°°C 0 mm 0% 23 Km/h 55 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 მზიანი
weather icon
16°17°°C 0 mm 0% 18 Km/h 52 % 101 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი19:00 მზიანი
weather icon
13°13°°C 0 mm 0% 13 Km/h 65 % 101 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი22:00 მზიანი
weather icon
12°12°°C 0 mm 0% 13 Km/h 63 % 101 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი01:00 მზიანი
weather icon
11°11°°C 0 mm 0% 11 Km/h 63 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი04:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
10°10°°C 0 mm 0% 11 Km/h 63 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი07:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
10°10°°C 0 mm 0% 3 Km/h 61 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი10:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
12°12°°C 0 mm 0% 4 Km/h 65 % 102 kpa 0 mm/h

ქუთაისი ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
Weather Forecast Georgia

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ ? 21 ნოემბერი 2024 წ.

თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

ამინდი საქართველოში

როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში 2024 წ. ნოემბრის ბოლომდე?

1.

აᲛაინდი ქუთაისში საათების მიხეწდვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი ქუთაისში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, amindi saatebis mixedvit Kutaisshi ამინდი დღის განმავლობაში შეიცვლება. amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ამინდის შესახებ, მათ შორის ნალექის შესაძლებლობას, ტემპერატურას და ქარის სიჩქარეს.

2.

ამინდი ქუთაისი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი ქუთაისი 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis prognozi Kutaisi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი ქუთაისი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

გრძელვადიანი 14 დღის ამინდის პროგნოზი ქუთაისში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი პროგნოზები ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნაკლებად იყოს დაბრკოლებად.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი ქუთაისში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი ქუთაისში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 dgis amindis prognozi kutaisshi უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.

5.

ზუსტი ამინდი ქუთაისში

plus icon close icon

ზუსტი ამინდი ქუთაისში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Kutaisshi, რომელიც მუდმივად განახლდება. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

ქალაქი ქუთაისი – იმერეთის მხარეში, მდინარე რიონის ნაპირებზეა განლაგებული. ქუთაისია იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან დასტურდება კოლხური კულტურის არსებობა.

გააგრძელე კითხვა…

ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIIIს) დედაქალაქად თვლიდნენ. ქალაქის ძველი სახელებია: აია, ქუთაია და ქუთათისიუმი. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია ვრცელი დასახლების კვალი. VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს კი იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი გახლდათ. X საუკუნეში ქუთაისი ახალგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა. აქ ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი.

amindi kutaisi – სწორედ დავით აღმაშენებელმა ააგო ქუთაისთან ახლოს გელათის ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმათლებლო კერა გახდა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. 1122 წელს დავით აღმაშენებელმა სამეფო ტახტი თბილისში გადაიტანა, თუმცა ქუთაისი კვლავ მნიშვნელოვან ქალაქად დარჩა, როგორც კულტურული, ასევე ისტორიული თვალსაზრისით. დღესდღეობით ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქია განვითარებული ინფრასტრუქტურითა და კულტურით.

ქუთაისში ფუნქციონირებს უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, მუზეუმი, თეატრი, გალერეები და ა.შ. ქალაქში ასევე არის რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, კინო და სხვა მნიშვნელოვანი ობიქტები, სადაც კომფორტულ დასვენებასა და დროის სასიამოვნოდ გატარებას შეძლებთ. ქუთაისი ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით უამრავ ტურისტს იზიდავს. უქიმერიონის ციხე, გელათი, ბაგრატის ტაძარი, ასევე სხვა მრავალი კულტურისა თუ ბუნების ძეგლი და თავად ქალაქის სილამაზე აუცილებლად შეგაყვარებთ ქუთაისს.

ქუთაისი

ქუთაისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. თუკი ქუთაისს ესტუმრებით აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები. იმერეთში მრავალი ულამაზესი კარსტული მღვიმეა. სათაფლიაში გარდა სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წყებით შემკული ჯადოსნური დარბაზებისა, დინოზავრის ნაკვალევის ნახვასა და პრეისტორიულ სამყაროში მოგზაურობას შეძლებთ. ულამაზესია აგრეთვე ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე ოკაცეს კანიონი, კიდული ბილიკით, ჩანჩქერებითა და საოცარი ხედებით.

ქუთაისთან ახლოს მდებარეობს აგრეთვე კლდეთა სიღრმეში მოქცეული “გაბზარული ტბა” და მუხურას ჩანჩქერი. ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ქუთაისი -ს ბოტანიკური ბაღი, სადაც 700-მდე სახეობის მცენარეა გაშენებული. ქუთაისის ისტორია უძველესი დროიდან იწყება, შესაბამისად აქ მრავალი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია შემორჩენილი, როგორც წინარექრისტიანული პერიოდის, ასევე შუასაუკუნეების.

ქუთაისი ამინდი – გრანდიოზული და შთამბეჭდავი ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, რომელიც ქართველ მეფეთა საძვალე იყო და სადაც დაკრძალულია საქართველოს უდიდესი მეფე – დავით აღმაშენებელი, მოწამეთა, გეგუთის სასახლე და მრავალი სხვა ტაძარი თუ ციხე-სიმაგრე საქართველოს ისტორიისა და კულტურული განვითარების ნათელ სურათს გვიშლიან თვალწინ. ქუთასიში ფუნქციონირებს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია უნიკალური მასალა ძვ.წ. IX-VII სს.-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. ქალაქთან ახლოს მდებარეობს სამკურნალო წყლებითა და ულამაზესი ბუნებით გამორჩეული კურორტი წყალტუბო, სადაც კომფორტულ და გამაჯანსაღებელ დასვენებას შეძლებთ.