მცხეთა ამინდი
მცხეთა ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი მცხეთაში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი მცხეთაში შესაძლებლობას გვაძლევს წინასწარ შეიტყოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ რა ამინდი იქნება დღის განმავლობაში. Amindi.info გთავაზობთ გაიგოთ დეტალურ Amindi Mcxeta -ში, მათ შორის ნალექის, ტემპერატურის ცვლილებისა და ქარის სიჩქარეს შესახებ.
ამინდი მცხეთა 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი მცხეთა 7 დღის პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, რადგან მცხეთა ტურისტული ადგილია და თან დედაქალაქთან ახლოსაა ტერიტორიულად შესაბამისად, ინტერესიც დიდია ამ ქალაქის ამინდის მიმართ. ეს პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი, დაბალი თუ საშუალო ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Mcxeta საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის, რომლესაც მცხეთაში დაგეგმავთ.
ამინდი მცხეთა 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღიანი ამინდის პროგნოზი მცხეთაში შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ უფრო ფართო სურათი მოსალოდნელი ამინდის შესახებ და კლიმატურ პირობებზე, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში. მართალია, გრძელვადიანი პროგნოზები ხშირად იცვლება, თუმცა, Mcxeta amindi 7 dgis ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში, ამიტომ შედით ჩვენს საიტზე და მიიღეთ ყველაზე ზუსტი ინფორმაცია ამინდის შესახებ, რომელიც თქვენს ქალაქში იქნება.
25 დღის ამინდის პროგნოზი მცხეთაში
25 დღის ამინდის პროგნოზი მცხეთაში მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც კი შესაძლებელია ბაზარზე მიიღოთ. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია ადამიანთა კატეგორიისთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელიც გათვლილია ხანგრძლივვადიან პერიოდზე და მნიშვნელოვანია თითოეული დღის ამინდი. Amindi 25 dgis Mcxeta -ში უფრო ძირითადად ეფუძნება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო მცირეა, თუმცა ეს არ უშლის ხელს იმას, რომ იყოს სიზუსტესთან მაქსიმალურად მიახლოებული და მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული.
ზუსტი ამინდი მცხეთაში
მცხეთის ზუსტი ამინდი ეფუძნება ინოვაციურ მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია კლიმატური ცვლილებების შესახებ საკუთარ ქალაქში. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე, რომელიც მუდმივად განახლდება. ჩვენი ამინდის პროგნოზი მოიცავს დეტალებს ისეთი კლიმატური პირობების შესახებ როგორებიცაა: ტემპერატურა, ნალექი, ელჭექი, წვიმა, ტენიანობა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენთვის მისაღები გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
მცხეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში იყო დასახლებული, რაზეც სამთავროს, წიწამურის, ნარეკვავისა და სხვა ნამოსახლარები მეტყველებს. ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან აღმოსავლეთის უდიდესი პოლიტიკური წარმონაქმნების ცხოვრებისთვის დახასიათებელი დიდი ძვრები მცხეთის ისტორიაზეც აისახა. მცხეთაში შემოჭრილმა ძლიერმა კულტურულმა ნაკადმა მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის ცხოვრება III — IV საუკუნეებამდე. ლეგენდის მიხედვით ქალაქი ეთნარქოსმა მცხეთოსმა დაარსა. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. გადმოცემის თანახმად IV საუკუნის დასაწყისში მცხეთაში ქრისტიანობას ქადაგებდა იერუსალიმიდან მოსული მისიონერი ნინო.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი მცხეთაში
მცხეთა ცალკე რაიონი 1930-34 წლებში გახდა, დღესდღეობით მას ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზი, ასევე აქ მდებარეობს ამიერკავკასიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური-ზაჰესი. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მებოსტნეობა-მებაღეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურები. მცხეთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, 1 თეატრი, 4 ბუზეუმი და 41 ბიბლიოთეკა. მუნიციპალიტეტეის ტერიტორიაზე უამრავი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია. ქალაქ მცხეთის კულტურული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. რაიონი ბუნების სილამაზითაც გამოირჩევა. სხვადასხვა პერიოდის მრავალფეროვანი კულტურა და შესანიშნავი ხედები გულგრილს არავის ტოვებს და უამრამ ტურისტს იზიდავს.
მცხეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – კასპის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით – დუშეთი და თიანეთი, სამხრეთით კი – გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები და ქალაქი თბილისი. რაიონი ბუნებრივი პირობების მიხედვით მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მცხეთის ტერიტორია დაბალ და საშუალომთიანია. მის სამხრეთ ნაწილში საგურამოს ქედი იჭრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით საწკეპელას ქედია აღმართული. მის აღმოსავლურ დაბოლოებას არმაზის ქედი ეწოდება, რომლის სიმაღლეც 1125 მ-მდეა. მდინარეებს ქსანსა და არაგვს შორის სხალტბის სერი მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი მორფოლოგიური ელემენტია მუხრან-საგურამოს ვაკე. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე მტკვარი, რომლის მთავარი შენაკადები მუნიციპალიტეტის ფარგლებში არის: ხეკორძულა, არაგვი და დიღმისწყალი. რაიონში გვხვდება ტბებიც.
მცხეთა გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებითაც. საგურამოს ნაკრძალში გავრცელებულია კავკასიური ირემი, შველი, მურა დათვი, მგელი, მელია, ფოცხვერი, კურდღელი, წავი და სხვა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. მუხრან-საგურამოს ვაკეზე ზომიერად ნოტიო ჰავაა ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით. Amindi Mtskheta -ში ჰაერის წლიური საშუალო ტრემპერატურა 10,8 °C-ა, იანვრისა კი – -1,1 °C. სხალტბისა და საგურამოს ქედებზე ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული იცის.