ნინოწმინდა ამინდი
ნინოწმინდა ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი ნინოწმინდაში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი ნინოწმინდაში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი ნინოწმინდაში დღის განმავლობაში შეიცვლება. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb Ninotsmindashi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.
ამინდი ნინოწმინდა 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი ნინოწმინდა 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Ninotsminda საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.
ამინდი ნინოწმინდა 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღის ამინდის პროგნოზი ნინოწმინდაში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Ninowmindashi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ნინოწმინდა 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.
25 დღის ამინდის პროგნოზი ნინოწმინდაში
25 დღის ამინდის პროგნოზი ნინოწმინდაში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Ninotsminda განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი ნინოწმინდაში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.
ზუსტი ამინდი ნინოწმინდა
ზუსტი ამინდი ნინოწმინდაში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi ninotsminda და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე ნინოწმინდაში , რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი ნინოწმინდაში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მოწმობს. ნინოწმინდაში მრავლად გვხვდება ბრინჯაოს ხანის მეგალითური ნაგებობები, ყორღანები და ნამოსახლარები. აღსანიშნავია აბულისა და შაორის ციკლოპური სიმაგრეები, რომლებიც თავისი გრანდიოზულობით, გეგმარებითა და მშენებლობის ტექნიკით დღესაც უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. რაიონის ტერიტორიაზე კულტურა და ყოფაცხოვრება განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც, რასაც აქ შემორჩენილი მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი ადასტურებს.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ნინოწმინდაში
ნინოწმინდაზე გადიოდა ბიზანტიიდან, შემდგომ კი თურქეთიდან და სომხეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი ერთ-ერთი ცენტრალური გზა. დღესდღეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 3 თეატრი, 4 მუზეუმი, 15 ბიბლიოთეკა და სხვა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მარცვლეული კულტურები და მეკარტოფილეობა. დაწინაურებულია მეფუტკრეობაც. ნინოწმინდაში ასევე მოქმედებს ბაზალტის ქვის გადამამუშავებელი და მსუბუქი კედლების ბეტონის ბლოკის საამქროები. მუნიციპალიტეტში არის პემზის, ვულკანური წიდის, კირქვის, პერლიტის, თიხის საბადოები, მოდის მინერალური წყლებიც.
ნინოწმინდის ტერიტორია ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა დორელოეს რაიონის სახელწოდებით, 1991 წელს კი ნინოწმინდის რაიონი დაერქვა. დღესდღეობით მას მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. ნინოწმინდა გამოირჩევა ბუნების მრავალფეროვნებით და სილამაზით, ასევე მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების სიმრავლით, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს. ამ რაიონის მთებს, ულამაზეს ტბებს, ციხე-სიმაგრეებსა თუ ტაძრებს ყოველწლიურად უამრავი მოგზაურობის მოყვარული სტუმრობს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ნინოწმინდა. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით წალკა ესაზღვრება, დასავლეთით – ახალქალაქი, აღმოსავლეთით – დმანისი, სამხრეთ-დასავლეთით – თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთით კი – სომხეთი. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სამხრეთით ნაიყულის ქედითაა შემოსაზღვრული, ჩრდილოეთით, სამსრისა და ჯავახეთის ქედების შემაერთებელი სერით, დასავლეთით – სამსრის ქედით, აღმოსავლეთით კი – ჯავახეთის ქედის თხემით. რაიონის რელიეფისთვის დამახასიათებელია ნამარხი ვულკანები და სიმაღლეები. ნინოწმინდა 7-8 ბალიან სეისმურ ზონაში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ფარავანი. რაიონი პატარა მდინარეებითა და წყაროებითაა დანაწევრებული.
ნინოწმინდა ტბების სიმრავლით გამორჩევა, აქ მდებარეობს ზედაპირის ფართობით საქართველოს უდიდესი ტბა – ფარავანი. აღსანიშნავია აგრეთვე მადათაფის, ხანჩალის, საღამოს და ბუღდაშენის ტბები. ტბებსა და მდინარეებში მრავალი სახეობის თევზია. რაიონში ძირითადად ალპური ზონისთვის დამახასიათებელი ფლორა გვხვდება. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უტყეოა და მთის და მდელო-ველის მცენარეულობით არის დაფარული. ტბების ირგვლივ, დაჭაობებულ ტაფობებში, წყლისა და ჭაობის მცენარეულობაა გავრცელებული, 2200 მეტრზე მაღლა კი სუბალპური და ალპური მდელოები იწყება. ნინოწმინდის რაიონში მთიანი ზონისთვის დამახასიათებელი ფაუნაა, გვხვდება: მგელი, მელა, მაჩვი, ნუტრია, სკუნსი, წავი, ტურა, ზაზუნა და სხვა. რაიონის მრავალრიცხოვან ტბებზე 200-მდე სახეობის ფრინველს შეხვდებით (მათ შორის მიგრანტები, ზაფხულის ბინადრები, ბუდის მკეთებელი და წყლის ფრინველები).
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ზეგნის სხვადასხვაგვარი კონტინენტური ჰავაა, რადგან რელიეფი მკვეთრი ჰიფსომეტრიული დიაპაზონით ხასიათდება. ზამთარი ცივი და მცირეთოვლიანია, ზაფხული კი – გრილი. იანვრის საშუალო ტემპერატურაა – -10,6 °C, აგვისტოსი კი – 13,1 °C.