back to top
spot_img
spot_img

რუსთავი ამინდი

loader-image
Rustavi, GE
18:56, ოთხშაბათი, 20 ნოემბერი
weather icon 13°C
უმეტესად ღრუბლიანი
ტენიანობა: 66 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 6 Km/h SSE
ღრუბლიანობა: 100%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ოთხშაბათი 20 ნოემბერი19:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
8°13°°C 0 mm 0% 5 Km/h 66 % 102 kpa 0 mm/h
ოთხშაბათი 20 ნოემბერი22:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
7°11°°C 0 mm 0% 2 Km/h 71 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი01:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
6°9°°C 0 mm 0% 2 Km/h 76 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი04:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
7°7°°C 0 mm 0% 2 Km/h 78 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი07:00 უმეტესად ღრუბლიანი
weather icon
7°7°°C 0 mm 0% 2 Km/h 80 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი10:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
9°9°°C 0 mm 0% 3 Km/h 70 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი13:00 მზიანი
weather icon
12°12°°C 0 mm 0% 4 Km/h 54 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 მზიანი
weather icon
14°14°°C 0 mm 0% 5 Km/h 47 % 102 kpa 0 mm/h

რუსთავი ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
Weather Forecast Georgia

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ ? 21 ნოემბერი 2024 წ.

თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

ამინდი საქართველოში

როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში 2024 წ. ნოემბრის ბოლომდე?

1.

აᲛაინდი რუსთავში საათების მიხეწდვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი რუსთავში გაძლევთ ზუსტ ინფორმაციას ტემპერატურის ცვლილებებისა და ნალექის პროგნოზის შესახებ საათობრივად. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, შეიცვლება ამინდი დღის განმავლობაში თუ არა. Amindi.info გთავაზობთ amindi saatebis mixedvit Rustavshi ჩაშლილ დეტალურ ინფორმაციას კლიმატური პირობების შესახებ, რომელიც საშუალებას მოგცემთ თითოეული საათით დატკბეთ და თავი დაიზღვიოთ მოულოდნელი უსიამოვნებებისგან.

2.

ამინდი რუსთავი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი რუსთავი 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანთა კატეგორიისთვის, ვისაც უნდა წინასწარ დაგეგმოს თავისი კვირის გეგმა. 7 dgis amindis prognozi Rustavshi საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 დღის პროგნოზი რუსთავში საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის ქალაქ რუსთავში.

3.

ამინდი რუსთავი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

გრძელვადიანი 14 დღის ამინდის პროგნოზი რუსთავში საშუალებას გვაძლევს დავინახოთ უფრო ფართო სურათი ამინდის ტენდენციებსა და კლიმატურ პირობებზე მომდევნო 14 dgis amindis prognozi Rustavshi. მართალია, გრძელვადიანი პროგნოზები ცვალებადია, თუმცა, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ცუდმა ამინდმა აღარ შეგიშალოთ ხელი.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი რუსთავში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი რუსთავში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიანი ხედვის პერსპექტივას. ეს პროგნოზი განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვისი გეგმებიც ხანგრძლივვადიანია, რა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა ვიცოდეთ, 25 dgis amindis prognozi Rustavshi უფრო ძირითადად ეფუძნება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის შემთხვევაში.

5.

ზუსტი ამინდი რუსთავში

plus icon close icon

ზუსტი ამინდი რუსთავში ეფუძნება ახალ და უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და სწორედ ამ მონაცემების მუდმივი განახლების საშუალებით, მომხმარებლებს ვაწვდით ზუსტ და საიმედო ინფორმაციას. ჩვენი საიტი – Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Rustavshi. ჩვენი პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, მათ შორის, წვიმის, ელვის, ჭექა-ქუხილის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

რუსთავი ქალაქი და მუნიციპალიტეტია აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში. რუსთავის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდა. მსხვილი დასახლებები აქ გვიან ბრინჯაო- ადრე რკინის ხანაში გაჩნდა. რუსთავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მის მშენებლობას ლეონტი მროველი ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ცოლს მიაწერს. XII—XIII საუკუნეებში ქალაქი განვითარების მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა, ყვაოდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგები: კერამიკის, მინის, ლითონის, ტყავის, ძვლის, ხის, ასევე საფეიქრო წარმოება. 1265 წელს ბექა-ყაენის ლაშქრობის შედეგად კი რუსთავმა არსებობა შეწყვიტა. ამ გამანადგურებელი ლაშქრობის შემდეგ მხოლოდ რუსთავის ციხის ნანგრევებიღა შემორჩა. იგი ერთადერთი ციხეა საქართველოში, რომელშიც ფრესკული ნიმუშები გვხვდება. რუსთავი XX საუკუნემდე ნანგრევების სახით არსებობდა. 1944 წელს ისტორიული ნაქალაქარის ტერიტორიაზე უზარმაზარი მეტალურგიული ქარხნის მშენებლობა დაიწყო. იმავე პერიოდში ჩაეყარა საფუძველი ქალაქის მშენებლობასაც.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი რუსთავში

რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ. ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა რუსთავის პარკი, სადაც დასვენებისთვის საუკეთესო სივრცეა მოწყობილი კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნებით, სკეიტ-პარკით, ხის დეკორატიული ფანჩატურებით, საპიკნიკე სივრცეებით, შადრევნებითა და ველოტრასებით. რუსთავის პარკში მდებაორებს V-VIII საუკუნეების რუსთავისციხე-სიმაგრე და ნაქალაქარი. ძალიან საინტერესოა რუსთავის ისტორიული მუზეუმი, სადაც ძვ. წ – ახ. წ. XVIII საუკუნეების ექსპონატებია დაცული. ქალაქში ყოველწლიურად იმართება სახალხო ზეიმი „რუსთავქალაქობა“ და საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი ქვემო ქართლის ვაკეზე მდბარეობს და მდინარე მტკვარი მას ორ ნაწილად, ძველ და ახალ რუსთავად (მარჯვენა და მარცხენა სანაპირო) ჰყოფს. მუნიციპალიტეტი დაყოფილია დავით აღმაშენებელის სახელობის, ძველი რუსთავის სახელობის, შოთა რუსთაველის სახელობის, ჟიული შარტავას სახელობის, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის, ილია ჭავჭავაძის სახელობის, ვახტანგ გორგასლის სახელობის, იაკობ ცურტაველის სახელობის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის და 13 ასურელი მამის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულებად.

რუსთავის პარკი – ბუნებრივი ტყე-პარკი, „რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი“, მდებარეობს რუსთავის ცენტრში, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ მონაკვეთთან, სადაც გაშენებულია პატარა ხელოვნური ტბა. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია დასვენების საუკეთესო სივრცე – კალათბურთის, ფეხბურთის და ფრენბურთის მოედნები, სკეიტ-პარკი და ქუჩის სპორტის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის -„street workout“-ის („ქუჩის ვარჯიში“) ღია ტიპის სავარჯიშო მოედანზე. პარკში მოწყობილია სკამები, ხის დეკორატიული ფანჩატურები, საპიკნიკე სივრცეები, შადრევნები, ბეტონის ბილიკები და ველოტრასები. პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით ასევე ღია ამფითეატრს. დამონტაჟებულია განათების სისტემა. ცენტრალურ შესასვლელში კი მდებაორებს, 50 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგის სივრცე.

რუსთავის ადმინისტრაციული საზღვარი მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებთან გადის. სამხრეთიდან და დასავლეთიდან მას იაღლუჯისა და ჩათმის მთები აკრავს, აღმოსავლეთით კი გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. იგი უნაყოფო სტეპის ტერიტორიაზეა გაშენებული. ძველ და ახალ რუსთავს შორის, მტკვრის სანაპიროზე რუსთავის ტყეა, რომელიც ამჟამად კულტურისა და დასვენების პარკის ნაწილია. პარკში რის ხელოვნურად შექმნილი ტბა. რუსთავში ხმელთაშუა ზღვისა და სტეპს შორის გარდამავალი ჰავაა არამკაცრი, თოვლიანი ზამთრით და მშრალი, ზომიერი და ცხელი ზაფხულით.