სოხუმი ამინდი
სოხუმი ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი სოხუმში საათების მიხედვით
ამინდის საათების მიხედვით სოხუმში რომელიც ჩვენი საიტიდან – Amindi.info შეგიძლიათ შეიტყოთ, საშუალებას გაძლევთ თითოეული საათი წინასწარ დაგეგმოთ. საათობრივი პროგნოზი დიდი ფუფუნებაა მათთვის, ვისთვისაც ყოველი საათი მნიშვნელოვანია, რადგან აუცილებელია იცოდნენ soxumi 24 saatis amindis prognozi. ჩვენი საიტი კი მაქსიმალურად ზუსტ პროგნოზს გთავაზობთ საათების მიხედვით.
ამინდი სოხუმი 7 დღის ზუსტი პროგნოზი
7 დღის ამინდის პროგნოზი სოხუმში საშუალებას გაძლევთ თქვენი კვირა წინასწარ დაგეგმოთ აფხაზეთში, სოხუმში და წინასწარი ინფორმაცია გქონდეთ Soxumi 7 dgis amindi-ის ტემპერატურისა თუ კლიმატური ცვლილებების შესახებ, რომელიც თქვენს მოგზაურობას, დასვენებას ძალიან გაამარტივებს.
ამინდი სოხუმი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღის ამინდის პროგნოზი სოხუმში მიახლოებით წარმოდგენას შეგიქმნით, ორი კვირის მანძილზე მოსალოდნელი ქარის, წვიმის, ელჭექისა თუ სხვა კლიმატური პირობების შესახებ. დაგეგმეთ თქვენი დღეები ორი კვირით ადრე ჩვენი საიტიდან amindi.info და გაიგეთ 14 dgis amindi Sukhumi.
25 დღის ამინდის პროგნოზი სოხუმში
25 დღიანი ამინდის პროგნოზი სოხუმში ყველაზე ხანგრძლი პროგნოზია, რომელიც ჩვენი საიტიდან შეგიძლიათ შეიტყოთ, იგი მაქსიმალურ სიზუსტესთან მიახლოებით პროგნოზს გაგაგებინებთ, რომელიც სოხუმში გელოდებათ შემდეგი erti tvis amindis prognozi Soxumshi, ამიტომ, აუცილებლად ენდეთ ჩვენგან მიღებულ პროგნოზს ამინდთან დაკავშირებით.
ზუსტი ამინდი სოხუმში
ზუსტი ამინდი სოხუმში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ ზუსტი და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს zusti amindi Socumshi, რომელიც მუდმივად განახლდება. პროგნოზი მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
სოხუმი, ცხუმი (ადრინდელი ქართული სახელწოდება, მისი მართებული ფორმა) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი სოხუმში
სოხუმის მიდამოები დასახლებული იყო ძველი ქვის ხანიდან. ამ პერიოდის არქეოლოგიური ძეგლებია აჰბიუქი და გუად-იხუ. ეს სამოსახლოები გორაკ-ბორცვებზე განლაგებული წრიული ნაგებობებია, სადაც აღმოჩნდა იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჭურჭლის, იარაღის და საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი რაოდენობა.
ქალაქის ძველი სახელწოდებაა „ცხუმი/ცხომი“, რაც ეტიმოლოგიურად მომდინარეობს სავარაუდოდ რცხილას (სვანურად „ცხჳიმრა“, „ცხჳიმ“; ზან. „ცხიმური“) ან თევზის (ზან. „ჩხომი“) სახელებიდან. ქართული „ცხუმიდან“ მიღებულია მისი თურქიზებული ფორმა „სუხუმ“ (თურქ. Suhum), რამაც შემგდომში ფართო გავრცელება ჰპოვა სხვადასხვა ენებში, მათ შორის თავად ქართულში. ქალაქს აფხაზურად ეწოდება „აყჿა“ (Аҟəа).
სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.
სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება.
სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობია 23,3 კმ². 1987 წლის მონაცემებით განაშენიანებული იყო ქალაქის 42%. მდინარეები გუმისთა, კელსაური და ბესლეთი შავ ზღვას ერთვიან ქალაქის ფარგლებში და მის სიახლოვეს.
ქალაქსა და მის მოდამოებში გავრცელებულია მრავალგვარი სუბტროპიკული მცენარე. ჭარბობს ხელოვნურად გაშენებული პარკები და ციტრუსოვანთა ნარგავები. სოხუმში მრავალი პარკია, მათგან აღსანიშნავია სოხუმის ბოტანიკური ბაღი და სინოპის დენდროპარკი, სადაც 900-ზე მეტი სახეობის მცენარეა. იქვე არის სპილოს პალმის ხეივანი. 1987 წლის მონაცემებით ქალაქში გამწვანებული იყო 842 ჰა.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,8-6°C, აგვისტოსი — 23°C. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 15°C. ნალექების წლიური რაოდენობაა 1480 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათი. ყინვები იშვიათია. თოვლი იშვიათად მოდის და მალე დნება. ჰაერის შეფარდებითი სინოტივეა 70%, ზაფხულში — 75%.