back to top
spot_img
spot_img

თიანეთი ამინდი

loader-image
T'ianet'i, GE
10:21, ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
weather icon 6°C
ნაწილობრივ ღრუბლიანი
ტენიანობა: 71 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 2 Km/h ENE
ღრუბლიანობა: 57%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 21 ნოემბერი13:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
8°11°°C 0 mm 0% 4 Km/h 64 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 ღრუბლიანი
weather icon
9°11°°C 0 mm 0% 4 Km/h 57 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი19:00 მზიანი
weather icon
6°6°°C 0 mm 0% 4 Km/h 72 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი22:00 მზიანი
weather icon
5°5°°C 0 mm 0% 5 Km/h 75 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი01:00 მზიანი
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 5 Km/h 77 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი04:00 მზიანი
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 4 Km/h 78 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი07:00 მზიანი
weather icon
4°4°°C 0 mm 0% 5 Km/h 78 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი10:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
8°8°°C 0 mm 0% 6 Km/h 59 % 102 kpa 0 mm/h

თიანეთი ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
Weather Forecast Georgia

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ ? 21 ნოემბერი 2024 წ.

თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

ამინდი საქართველოში

როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში 2024 წ. ნოემბრის ბოლომდე?

1.

აᲛინდი თიანეთში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი თიანეთში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი თიანეთში დღის განმავლობაში შეიცვლება. amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb Tianetshi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.

2.

ამინდი თბილისი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი თიანეთში 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Tianetshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი თიანეთი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი თიანეთში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Tianetshi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი თბილისი 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი თიანეთში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი თიანეთში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Tianetshi განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი თიანეთში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.

5.

ზუსტი ამინდი თიანეთი

plus icon close icon

ზუსტი ამინდი თიანეთში ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi tianetshi და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე თიანეთში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი თბილისში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

თიანეთი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე რაიონია, რაზეც აქ არსებული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც მოწმობენ. თიანეთი, როგორც გეოგრაფიული მხარის სახელწოდება, ისტორიულ წყაროებში პირველად IV საუკუნეში ჩნდება. “მოქცევაი ქართლისაის” თანახმად, წმინდა ნინო წობენიდან “გარდავიდა ერწუდ, და დადგა ჟალეთს, დაბისა ედემს და ნათელსცა ერწუ-თიანელთა”. XI საუკუნის დასაწყისში კახეთის სამეფოს ცენტრი თიანეთში იყო. აქ გადიოდა გადიოდა განშტოება სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთთან და სომხეთთან აკავშირებდა. არქეოლოგიური გათხრებისას თიანეთის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია რომაული, სასანური და ბიზანტიური მონეტები. რაიონში მრავალი მნიშვნელოვანი ეკლესია და ციხე-სიმაგრე გვხვდება. მათ შორის ყველაზე ძველი ჟალეთის IV-V საუკუნეების ბაზილიკაა. თიანეთი ბუნების მხრივაც აღსანიშნავია.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი თიანეთში

აქ უამრავი ლამაზი ადგილია მცირე ტბებით, ტყეებითა და ყვავილოვანი მდელოებით. ადგილობრივი კურორტები შესანიშნავია დასასვენებლად და განტვირთვისთვის. მრავალრფეროვანი ღირსშესანიშნაობები და ბუნების სილამაზე ტურისტულად ძალიან მიმზიდველ და პოპულარულ რაიონად აქცევს თიანეთს. რაიონში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას, მარცვლეული და საკვები კულტურების მოყვანას. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული. მუშაობს მცირე სიმძლავრის სიონის ჰესი. თიანეთში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკები, ორი თეატრი და ორი მუზეუმი.

თიანეთის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი. იგი მოიცავს დაბა თიანეთის, დაბა სიონის, არტნის, ახალსოფლის, ზარიზეების, ნაქალაქრის, ჟებოტის, სიმონიანთხევის, ტუშურების, ღულელების, ჩაკურაანთგორისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებს. მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთით დუშეთის მუნიციპალიტეტი ესაზღვება, აღმოსავლეთით – ახმეტის, სამხრეთით კი მცხეთისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტები. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორია საშუალო-მაღალმთიანია. ტერიტორიის დიდი ნაწილი მაღლობებსა და მთისწინეთებს უკავია, მცირე კი ჩადაბლებებს.

რაიონში ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. მთავარ სამდინარო არტერიას მდინარე იორი და მისი მრავალრიცხოვანი შენაკადები ქმნის. ივრის ხეობაში, სოფელ ლელოვანსა და დაბა სიონს შორის მდებარეობს სიონის წყალსაცავი, მისგან სამხრეთით კი აგებულია სიონჰესი. თიანეთის ტერიტორიაზე გვხვდება ტყე, ბუჩქნარი და სუბალპური მდელოები. რაიონის ტერიტორია მდიდარია ფაუნის მრავალფეროვნებით. აქ ბინადრობენ ქურციკი, არჩვი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ირემი, მაჩვი, მგელი, მელა, კვერნა, ფოცხვერი, კავკასიური შურთხი, კავკასიური როჭო, კრავიჭამია, მთის არწივი, კოდალა და სხვ. თიანეთში არის მცირე ტბებიც, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრძელველების ტბა.

მუნიციპალიტეტის დაბალ ადგილებში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზომიერად ცივი ზამთრითა და თბილი ზაფხულით. ზღვის დონიდან 1000-1100 მ სიმაღლეზე იცის ზომიერად ნოტიო ჰავა, ცივი ზამთრითა და ხანგრძილი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა უდრის -4,1 °C, 4,7 °C. ზაფხულისა კი – 18,3 °C, 18,5 °C.

თიანეთი ძალიან მდიდარი რაიონია, როგორც კულტურული ძეგლებით, ასევე ბუნების სილამაზით. აქ შუა საუკუნეების მრავალი მნიშვნელოვანი ტაძარი და ციხესიმაგრეა. განსაკუთრებით ცნობილია ბოჭორმის ციხე-სიმაგრე და ეკლესია საინტერესო არქიტექტურითა და მოხატულობით, სასახლე ცხრაკარა და ჟალეთის ეკლესია. თიანეთში მდებარეობს ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო, დოკუმენტური მასალები და სხვ.