ტყიბული ამინდი
ტყიბული ამინდი დღეების მიხედვით
- Temperature
აᲛინდი ტყიბულში საათების მიხედვით
საათობრივი ამინდის პროგნოზი ტყიბულში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი ტყიბულში დღის განმავლობაში შეიცვლება. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindis Shesaxeb Tkibulshi მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.
ამინდი ტყიბული 7 დღის ზუსტი პროგნოზი
ამინდი ტყიბული 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Tkibulshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.
ამინდი ტყიბული 14 დღის, ზუსტი პროგნოზი
14 დღის ამინდის პროგნოზი ტყიბულში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Tkibulshi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ტყიბული 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.
25 დღის ამინდის პროგნოზი ტყიბულში
25 დღის ამინდის პროგნოზი ტყიბულში გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Tkibulshi განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი ტყიბულში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.
ზუსტი ამინდი ტყიბული
ზუსტი ამინდი თბილისი ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi Tkibulshi და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე ტყიბულში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი ტყიბულში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.
ქალაქის ისტორია
ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიას ადრე ოკრიბა ერქვა. ეს სახელწოდება ლაზური სიტყვიდან – “კირიბ” მომდინარეობს, რაც საბატკნეს ნიშნავს. ტყიბულის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც ნასახლარები და მრავალი არტეფაქტი ადასტურებს. რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოს იარაღის საწარმოები, ანტიკური ნასახლარები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა. ტყიბულის ტერიტორიაზე ფაქტობრივად აგნვითარების ყველა ეტაპზე სახლობდა ადამიანი.
გააგრძელე კითხვა…
ამინდი ტყიბულში
ფეოდალურ ხანაში ისტორიული ოკრიბა იმერეთის სამეფოს ნაწილი იყო. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად 1071 წელს იხსენიება. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. იმერეთის სამეფოს სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა და მისი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები გელათის მონასტერი და მოწამეთა იყო. XIX საუკუნიდან რაიონმა სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა. დღესდღეობით ტყიბულში ფუნქციონირებს მუზეუმი, თეატრი, სამხატვრო გალერეა, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწებულებები. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა და მარცვლეული კულტურები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მრეწველობასაც.
მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ტყიბულში მოქმედებს ქვანახშირის მომპოვებელი ორი შახტა და ერთი ქავანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა. რაიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რასაც ულამაზესი ბუნება და კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. სიმწვანეში ჩაფლული მუხურას ჩანჩქერი, მისტიური ცუცხვათის მღვიმე თუ წყალწითელას ხეობა გულგრილს არავის ტოვებს. ტყიბული ყურადღებას იპყრობს ისტორიულ-კულტურული ძეგლებითაც, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გელათის მონასტერი. რაიონში მდებარეობს აგრეთვე კურორტები: საწირე, კურსები და ცხრაჯვარი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს, ოკრიბის ქვაბულში, ზღვის დონიდან 600-800 მეტრზე. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ტყიბული. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ამბროლაური ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით – ჭიათურა, სამხრეთით – თერჯოლა, სამხრეთ-დასავლეთით – ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით კი – წყალტუბო. ტყიბულის მუნიციპალიტეტი მოიცავს ათ ადმინისტრაციულ ერთეულს, ესენია: ქალაქი ტყიბული, გურნა, კურსები, ორპირი, საწირე, სოჩხეთი, ხრესილი, ჯვარისა, მუხურა და ცუცხვათი. რაიონი გაშენებულია მდინარე ტყიბულას ორივე ნაპირზე, რომელიც ტყით დაფარული მთაგორიანი ტერიტორიითაა შემოფარგლული.
მიეკუთვნება. ჩამოყალიბებულია ნოტიო ჰავა საკმაოდ ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. საშუალო წლიური ტემპერატურაა +9 – +14°C.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით. ამწვანებული გარემო, ტყეები, ვრცელი ხედები, ჩანჩქერები და მღვიმეები უამრავ ბუნებისა და ხეტიალის მოყვარულს იზიდავს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მუხურას ჩანჩქერი, ცუცხვათის მღვიმე და წყალწითელას ხეობა. ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს ტყიბულის წყალსაცავიც. საოცარი ხედებით გამოირჩევა ნაქერალას ქედზე, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე მდებარე სალოცავი – ცხრაჯვარი. ცუცხვათის მღვიმე, გარდა იმისა, რომ ბუნების უმშვენიერეს ძეგლს წარმოადგენს, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლიცაა. აქ ნაპოვნია პალეოპითის, ბრინჯაოს ხანისა და შუასაუკუნეების არქეოლოგიური მასალები. თუკი ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავია კურორტები: საწირე, კურსები და ცხრაჯვარი. ტყიბული მდიდარია მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ მდებარეობს მხატვრული ღირებულებით გამორჩეული გელათის მონასტერი, სადაც საქართველოს უდიდესი მეფე – დავით აღმაშენებელია დაკრძალული. აღსანიშნავია აგრეთვე: მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი, საწირის ციხე, კისორეთის წმ. გიორგის ეკლესია, კურსების ზენობნის ეკლესია, ჯონიას წმ. გიორგის ეკლესია, ძმუისის ეკლესია და სხვა. ტყიბულში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც 6 საგამოფენო დარბაზს მოიცავს, სადაც დაცულია კულტურული და ისტორიული არტეფაქტები.