back to top
spot_img
spot_img

ჟინვალი ამინდი

loader-image
Zhinvali, GE
10:23, ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
weather icon 9°C
ნაწილობრივ ღრუბლიანი
ტენიანობა: 72 %
წნევა: 102 kpa
ქარი: 3 Km/h ESE
ღრუბლიანობა: 79%
ამინდი დღეების მიხედვითამინდი საათების მიხედვით
ხუთშაბათი 21 ნოემბერი13:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
10°13°°C 0 mm 0% 7 Km/h 65 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი16:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
12°13°°C 0 mm 0% 7 Km/h 56 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი19:00 მზიანი
weather icon
8°8°°C 0 mm 0% 6 Km/h 70 % 102 kpa 0 mm/h
ხუთშაბათი 21 ნოემბერი22:00 მზიანი
weather icon
7°7°°C 0 mm 0% 9 Km/h 74 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი01:00 მზიანი
weather icon
6°6°°C 0 mm 0% 9 Km/h 74 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი04:00 მზიანი
weather icon
6°6°°C 0 mm 0% 8 Km/h 74 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი07:00 ცვალებადი მოღრუბლულობა
weather icon
5°5°°C 0 mm 0% 7 Km/h 75 % 102 kpa 0 mm/h
პარასკევი 22 ნოემბერი10:00 ნაწილობრივ ღრუბლიანი
weather icon
9°9°°C 0 mm 0% 3 Km/h 54 % 102 kpa 0 mm/h

ჟინვალი ამინდი დღეების მიხედვით

  • Temperature
Weather Forecast Georgia

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ხვალ ? 21 ნოემბერი 2024 წ.

თბილისის ამინდი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 19-26 ნოემბერს 2024

ამინდი საქართველოში

როგორი ამინდი შენარჩუნდება საქართველოში 2024 წ. ნოემბრის ბოლომდე?

1.

აᲛინდი ჟინვალში საათების მიხედვით

plus icon close icon

საათობრივი ამინდის პროგნოზი ჟინვალში საშუალებას გაძლევთ გაიგოთ ტემპერატურის ცვლილებები და ნალექის პროგნოზი  თითოეულ საათში. მაგალითად, თუ დილით მზიანი ამინდია და თქვენ გეგმავთ შეხვედრას გარეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ ამინდი ჟინვალში დღის განმავლობაში შეიცვლება. Amindi.info გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას Amindi Zhinvali მათ შორის მოსალოდნელი ნალექის შესახებ.

2.

ამინდი ჟინვალი 7 დღის ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

ამინდი ჟინვალი 7 დღის პროგნოზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს დაგეგმოს კვირის გეგმა. 7 დღის პროგნოზი საშუალებას გაძლევთ წინასწარ იცოდეთ, თუ რომელ დღეს იქნება ყველაზე მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, არის თუ არა მოსალოდნელი წვიმა, და როგორია ქარის სიჩქარე. 7 dgis amindis prognozi Zhinvalshi საშუალებას გაძლევთ უკეთ მოემზადოთ გარე აქტივობებისთვის ან ღონისძიებებისთვის.

3.

ამინდი ჟინვალი 14 დღის, ზუსტი პროგნოზი

plus icon close icon

14 დღის ამინდის პროგნოზი ჟინვალში იძლევა უფრო ფართო წარმოდგენას ამინდის ტენდენციებზე და კლიმატურ პირობებზე მომდევნო ორ კვირაში. მიუხედავად იმისა, რომ 14 dgiani amindi Zhinvalshi ხშირად იცვლება, ამინდის ტენდენციების ცოდნა დაგეხმარებათ შვებულების, მოგზაურობის ან სამუშაოს დაგეგმვაში ისე, რომ ამინდი ჟინვალი 14 დღის ნაკლებად იყოს დაბრკოლება.

4.

25 დღის ამინდის პროგნოზი ჟინვალში

plus icon close icon

25 დღის ამინდის პროგნოზი ჟინვალი გთავაზობთ ყველაზე გრძელვადიან ხედვას, რაც შესაძლებელია. 25 dgis amindis prognozi Zhinvalshi განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც გეგმავს დიდ ღონისძიებებს, მაგალითად ქორწილებს, კონფერენციებს ან სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რომელთა დროსაც ამინდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უნდა გვახსოვდეს, რომ 25 დღის ამინდის პროგნოზი ჟინვალში უფრო მეტად ემყარება კლიმატურ ტენდენციებს და სტატისტიკურ მოდელებს, ამიტომაც პროგნოზის სიზუსტე უფრო დაბალია, ვიდრე 7 ან 14 დღის.

5.

ზუსტი ამინდი ჟინვალი

plus icon close icon

ზუსტი ამინდი ჟინვალი ეყრდნობა უახლეს მეტეოროლოგიურ მოდელებს და მონაცემების მუდმივ განახლებას, რათა მომხმარებლებს მივაწოდოთ zusti amindi Zhinvalshi და საიმედო ინფორმაცია. Amindi.info იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და მონაცემთა წყაროებს, რათა უზრუნველყოს ამინდის პროგნოზის სიზუსტე ჟინვალში, რომელიც მუდმივად განახლდება. ზუსტი ამინდის პროგნოზი ჟინვალში მოიცავს დეტალებს ტემპერატურის, ნალექის, ტენიანობისა და ქარის სიჩქარის შესახებ, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილებები.

ქალაქის ისტორია

ჟინვალი – ისტორიული სოფელი არაგვის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფელი ჟინვალი ძველი სამოსახლოდან აიყარა და ორ ახალ პუნქტად დასახლდა.

გააგრძელე კითხვა…

ამინდი ჟინვალში

ტოპონიმი ჟინვალი არაგვის ხეობის ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული სახელია. როგორც აქ ჩატარებულმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ ცხადყო, ჟინვალის ტერიტორიაზე მოსახლეობა უკვე მკვიდრობს ძვ.წ. V-IV საუკუნეებიდან. თვითონ სახელწოდება ჟინვალი (ჟინოვანი) ქართულ საისტორიო წყაროებში შუა საუკუნეებიდან (XI-XII ს.ს.) ჩნდება. ამ ცნობების მიხედვით ჟინოვანი არაგვის ხეობის დასახლებულ პუნქტებს შორის ერთ-ერთი დაწინაურებული და ძლიერი ციხე-ქალაქი ყოფილა: „ხოლო ჟინვანი არს შავისა და თეთრის არაგვის შესაკრებელს შორის ციხე შენი და მაგარი და იყო ქალაქი და აწ უქმ არის.“ ჟინვალს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერება-აყვავებისათვის” XI-XIII საუკუნეებში მიუღწევია. იგი განადგურდა თემურ-ლენგის შემოსევის დროს. ამის შემდეგ ქალაქი ფეხზე ვეღარ დამდგარა და პატარა სოფლად (ნაქალაქარად) ქცეულა. XV საუკუნიდან არაგვის ხეობაში აღმავლობას იწყებს ანანური.

როგორია სახელწოდება ჟინვალის წარმოშობის ისტორია, რა უდევს საფუძვლად ამ უძველეს ქართულ ტოპონიმს? შუა საუკუნეების დროინდელ ქართულ საისტორიო წყაროებში ჟინვალი სხვადასხვაგვარად არის წარმოდგენილი. იგი მოხსენიებულია როგორც ჟინოვანი || ჟინოანი და ჟინვანი || ჟილვანი. კერძოდ, ამირსპასალარ ჭიაბერის მიერ შიომღვიმისადმი მიცემულ შეწირულების სიგელში (1189-1192) ნათქვამია: „ჩემსა ჟინოვ(ა)ნისა ქონებასა შინა ვჰკადრე და მოვახსენე ღმრთის სწორსა მეფეთა მეფესა თამარს მიხითარაის ძენი დავითის შვილნი: ოქროი და მახარაი, ბრაჭი და იოვანე მათითა სახლითა და მამულითა ნასყიდითა და უსყიდელითა“.

„დავით მეფემ (დიმიტრი თავდადებულის შვილი, იგივე დავით VIII გ.მბ.) უბოძა გრიგოლ ქარმაულ ჭაჭნაისშვილს შუანის ხევს ჟინოვანის შესავალი ლაუშა“ და სხვ. თუ სახელწოდება ჟინოვანს შედგენილობის თვალსაზრისით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ, ტოპონიმის საყრდენი ძირია ჟინ-, რომელსაც -ოვან- სუფიქსი დართვია: ჟინ-ოვან-ი. ყველა დანარჩენი დაწერილობა ამ ტოპონიმისა (ჟინოანი, ჟინვანი, ჟილვანი) ჟინოვანის სახეცვლილი ფორმებია.

ისიც ცნობილია, რომ -ოვან- სუფიქსი უპირატესად მცენარეული საფარის აღმნიშვნელ ტოპონიმებში გვხვდება: ვაშლ-ოვან-ი, მუხრ-ოვან-ი რცხილ-ოვან-იი… თხილ-ოვან-ი ი (მ)სხლ-ოვან-ი, თელ-ოვან-ი, ნარ-ოვან-ი… -ოვან- სუფიქსი -იან- და -ნარ- სუფიქსთა ფარდი ელემენტია, ამიტომაც არის, რომ ამ სუფიქსით წარმოქმნილი ტოპონიმები ქართულში საკმაოდ ბევრია: წაბლ-იან-ი, შვინდ-იან-ი.

ჟინოვან- სახელში მოგვიანებით -ოვან- სუფიქსი გამარტივებულია (ო- ხმოვანი დაკარგულა ვ თანხმოვნის მეზობლობაში) და შედეგად ჟინ-ვან-ი მიგვიღია. ეს ენობრივი ცვლილება (ჟინ-ოვან-ი – ჟინ-ვან-ი) ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში დოკუმენტობრივ არის ასახული. ისიც ითქვა, რომ დღევანდელი ოფიციალური სახელწოდება ჟინ-ვალ-ი უჟინ-ვან- ფორმისაგან მომდინარეობს დისიმილაციური განმსგავსების გზით.

ერთი და იმავე ტოპონიმის ფორმათა ამგვარი სიმრავლე უთუოდ იმით არის გამოწვეული, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ოდითგანვე უცდია სახელწოდებაში ჩადებული შინაარსის ამოცნობა, მისი „წაკითხვა“. ხალხში დღესაც გაიგონებთ ასეთ გადმოცემას: ქართველებს მტერზე აქ ჟინიც უყრიათ და ვალიც გადაუხდიათო. ეს გადმოცემა ჩაწერილი და გამოქვეყნებული აქვს ცნობილ დიალექტოლოგს პროფ. გრ.იმნაიშვილს. ამავე მკვლევარს ჩაუწერია სხვაგვარი ხალხური ვერსიაც, თითქოს ჟინვალი სახელწოდება შირვანს უკავშირდებოდეს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ჟინვალი ზანურენოვანი (მეგრული) წარმოშობის სახელია და ნიშნავს ზემო ციხე (მეგრ. ჟინ „ზემო“ და ვან-ი „ციხე“, „სადგომი“). ამგვარი თვალსაზრისის გაზიარება, ვფიქრობთ, არ შეიძლება, რადგან სიტყვა ვან-ი აქ არაფერ შუაა; როგორც უკვე ვთქვით, ტოპონიმის უძველესი, ამოსავალი ფორმა იყო ჟინოვანი და არა ჟინვალი.