ბათუმში, სანაპიროსთან რუს ტურისტს მეხი დაეცა და დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბირგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაში არის მოთავსებული. ექიმების თქმით, მას სხეულზე პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.”ახალგაზრდა მამაკაცს ყველა სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სხეულის პირველი-მეორე ხარისხის დამწვრობით. სტაბილურად ფასდება მისი მდგომარეობა”,- აცხადებენ კლინიკაში
“როგორც ვიცი, ფოტოს იღებდა და სწორედ ამ დროს მოხდა მეხის დაცემა. როგორც ჩანს, მეხის ძლიერი დარტყმა იქვე სანაპიროზე წყალმა გაატარა და ამით გადარჩა ახალგაზრდა მამაკაცი.” ამბობენ ადგილობრივები.