back to top
spot_imgspot_img
ავიაბილთები avia.geავიაბილთები avia.ge

გაზაფხულთან ერთად საქართველოში გამოიდარებს – ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა+12 გრადუსს მიაღწიოს 01.03.2025

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსის, დოდო გვაზავას თქმით, საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა +10-დან +12 გრადუსამდე გაიზარდოს.

მისი განცხადებით, 28 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით უნალექო და მზიანი ამინდი იქნება, თუმცა ღამით ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია -5-დან -10 გრადუსამდე ყინვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7-დან -12 გრადუსამდე.

დღის განმავლობაში მზის გამო ტემპერატურა მოიმატებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში 1 მარტს შესაძლოა მცირე თოვა დაფიქსირდეს, მათ შორის თბილისში. 2 მარტს კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ყინვები ოდნავ შესუსტდება. 3 მარტიდან კი ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და 8 მარტისთვის დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (გურია, აჭარა, სამეგრელო) შესაძლოა 10-12 გრადუსს მიაღწიოს.

უახლესი ამინდის პროგნოზისთვის ეწვიეთ Amindi.info -ს.

spot_imgspot_img

მსგავსი სიახლეები