24 მარტს, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილში გამოიდარებს. უმეტეს რეგიონებში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. წინა დღეებთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს, რაც გაზაფხულის დადგომის შესამჩნევ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. დათბობა იგრძნობა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
- რუსთავი +18 – მზიანი
- ბათუმი +18 – უმეტესად მზიანი
- ოზურგეთი +18 – უმეტესად მზიანი
- ზუგდიდი +17 – უმეტესად ღრუბლიანი
- ფოთი +17 – უმეტესად მზიანი
- ქუთაისი +16 – უმეტესად მზიანი
- ამბროლაური +16 – უმეტესად მზიანი
- თბილისი +16 – მზიანი
- სოხუმი +15 – უმეტესად ღრუბლიანი
- გორი +14 – მზიანი
- თელავი +13 – მზიანი
- გაგრა +12 – უმეტესად ღრუბლიანი
- ახალციხე +11 – უმეტესად მზიანი
- ცხინვალი +11 – მზიანი
- ბორჯომი +8 – მზიანი
- მესტია +7 – უმეტესად მზიანი
- ბაკურიანი +5 – მზიანი
- სტეფანწმინდა +3 – უმეტესად მზიანი
- გუდაური +1 – მზიანი