გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 იანვარს თბილისში შესაძლებელია იყოს მცირედი წვიმა და ნისლი, ხოლო 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ამ პერიოდებში შესაძლოა ჩრდილო-დასავლეთიდან დაუბეროს ძლიერმა ქარმა.
- სანაპირო რეგიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 15-17 იანვარს მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი. 15 იანვარს ჰაერის ტემპერატურა +11-დან +13 გრადუსამდე იქნება, 16-17 იანვარს კი +6-დან +8 გრადუსამდე შემცირდება.
- დასავლეთ საქართველოს დაბლობ ზონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ამავე პერიოდში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 15 იანვარს ჰაერის ტემპერატურა +14-დან +16 გრადუსამდე იქნება, ხოლო 16-17 იანვარს +5-დან +7 გრადუსამდე დაეცემა.
- დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთი) მოსალოდნელია თოვლი და ზოგან წვიმა. 15 იანვარს ტემპერატურა +10-დან +12 გრადუსამდე დაფიქსირდება, 16-17 იანვარს კი +3-დან +5 გრადუსამდე დაიწევს.
- მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 15-17 იანვარს თოვლს, ნისლსა და ქარბუქს უნდა ველოდოთ. ტემპერატურა +1-დან +3 გრადუსამდე იქნება.
- ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 15-17 იანვარს შესაძლებელია წვიმა და პერიოდულად ძლიერი ქარი დასავლეთიდან. ჰაერის ტემპერატურა +7-დან +9 გრადუსამდე იქნება.
- კახეთის რეგიონში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 15 იანვარს მოსალოდნელია მცირედი წვიმა და ნისლი, 16-17 იანვარს ამინდი უმეტესად უნალექო იქნება. ტემპერატურა +7-დან +9 გრადუსამდე დაფიქსირდება.
- აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 15-17 იანვარს ნალექი თოვლის სახითაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +3-დან +5 გრადუსამდე იქნება.
- მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) თოვლთან ერთად შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა -1-დან +1 გრადუსამდე იქნება.
გაითვალისწინეთ, რომ ამინდი შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ რეკომენდებულია რეგულარულად გადაამოწმოთ უახლესი ინფორმაცია Amindi.info -ზე.