ბოლო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდა და სინოპტიკოსების პროგნოზით, არასტაბილური ამინდი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მოსალოდნელია მოღრუბლულობა, წვიმა და ძლიერი ქარები. მაღალმთიან რეგიონებში კვირის განმავლობაში თოვლიც არის მოსალოდნელი.
რაც შეეხება მთლიანი თვის ამინდის სურათს - ამ თემაზე "პრაიმტაიმთან" საუბარში სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე განმარტავს:
"მარტის თვეში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე დაახლოებით 2 გრადუსით მაღალია, ხოლო ნალექის რაოდენობა შედარებით ნაკლებია. მარტი, როგორც წესი, ცვალებადია და ასეთი მერყევი ამინდი კვლავ გაგრძელდება.
თუმცა, 26 მარტიდან მოსალოდნელია ამინდის გაუმჯობესება. მარტის ბოლოს კი ტემპერატურა შესაძლოა +27 გრადუსამდე აიწიოს. თბილისში, ამ დროისთვის, უნალექო და მზიანი დღეებია მოსალოდნელი. გაზაფხული თვის ბოლოს უფრო აშკარად იგრძნობა," — განაცხადა ქოქოსაძემ.
როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 მარტს საქართველოში?
- ქუთაისში და ოზურგეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა ორივე ქალაქში +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსამდე დაიწევს.
- ბათუმში -ც შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი – დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.
- ფოთში წვიმიანი დღე გველის – დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
- ზუგდიდში და სოხუმშიც მაღალია ნალექის ალბათობა. ზუგდიდში დღისით +12, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. სოხუმში კი +11 გრადუსია დღისით, ღამით – +4.
- მაღალმთიან რეგიონებში თოვლიანი ამინდებია ნავარაუდევი: მესტია -ში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიწევს.
- ბაკურიანში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით -5 გრადუსია მოსალოდნელი, თოვლიც იქნება. გუდაურში დღის ტემპერატურა 0 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი. თუშეთის ომალოშიც თოვლია ნავარაუდევი – დღისით +2, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
- ამბროლაურს, ჭიათურასა და ახალციხეს წვიმიანი ამინდი ელოდება. ამბროლაურში დღისით +11, ღამით +1 გრადუსია მოსალოდნელი. ჭიათურაში დღისით +10, ღამით +1. ახალციხეში კი დღისით +10, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.
- ბორჯომშიც წვიმიანი დღეა – დღისით +10, ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი.
- გორში, ცხინვალსა და რუსთავში დღისით +10–11 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერი +1–4 გრადუსამდე გაგრილდება.
- კახეთის რეგიონში – ლაგოდეხში, თელავში, გურჯაანსა და სიღნაღში – წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა ძირითადად +8–9 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, ღამით კი +3–4 გრადუსი იქნება.
- რაც შეეხება თბილისი -ს ამინდს – დედაქალაქში 21 მარტს იწვიმებს. დღის ტემპერატურა +10 გრადუსამდე აიწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.