მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე აქვეყნებს უახლეს ამინდის პროგნოზს. მისი შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით ყინვა 25 თებერვლამდე გაგრძელდება.
„ცივი ტალღა, რომელიც გამოწვეულია არქტიკული ჰაერის შემოდინებით, 20 თებერვლიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მთელ საქართველოს მოიცვავს. ამის შედეგად, ხვალ, 20 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან წვიმა მთელ ქვეყანაში თოვლად გადაიქცევა. თოვლიანი ამინდი 25 თებერვლამდე შენარჩუნდება, ხოლო ღამით ყინვები კიდევ უფრო გაძლიერდება.
მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ხილვადობის შემცირება.
ამასთან, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვლისა და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.
მძღოლებს მოვუწოდებთ, დაიცვან ზამთრის პირობებში გადაადგილების უსაფრთხოების წესები.
გაეცანი მუდმივად განახლებად ინფორმაციას Amindi.info -ზე. გაუზიარეთ ინფორმაცია მეგობრებს, რათა მზად იყვნენ უამინდობისთვის!